ვიკიციტატა:ვიკი
ვიკი - ეს არის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგია, ჰიპერტექსტური გარემო (როგორც წესი, ვებსაიტი), რომელშიც მრავალ ადამიანს ერთდროულად შეუძლიათ ტექსტური ინფორმაციის შექმნა, რედაქტირება და სტრუქტურირება.
ვიკის ძირითადი თვისებები
რედაქტირება- ბევრი ავტორი. ნებისმიერ დროს ვიკიზე მუშაობა შეუძლია ბევრ მომხმარებელს.
- ტექსტის მრავალჯერადი რედაქტირება უშუალოდ ვიკი-გარემოს საშუალებით, სხვა დამხმარე რედაქტორების გამოყენების გარეშე.
- ცვლილებების მყისიერი ასახვა რედაქტირების შეტანისთანავე.
- ინფორმაციის დანაწევრება გვერდებად, რომელთაგან თითოეულს თავისი სახელი აქვს.
- რედაქტირების სპეციალური ენა, რომელიც საშუალებას იძლევა ადვილად და სწრაფად მოახდინოთ ტექსტის ფორმატირება, ჰიპერტექსტური ბმულების, სტრუქტურირების სხვა ელემენტების ჩასმა.
- ტექსტის ცვლილებების სხვადასხვა ვერსიების აღრიცხვა და ძველ ვერსიაზე დაბრუნების შესაძლებლობა.
ვიკი-გარემოს შესაქმნელად საჭიროა განსაკუთრებულია პროგრამული უზრუნველყოფა - “ვიკის ძრავა”.
ვიკის თავისებურებები
რედაქტირება- ისტორია. პირველი ვიკი-ქსელი, “პორტლენდის (პროგრამული კოდების) ნიმუშების საცავი” შეიქმნა 1995 წლის 25 მარტს პროგრამისტის უარდ კანინგემის მიერ. მასვე ეკუთვნის ვიკი-კონცეფციის შექმნა.
- ტერმინი. სიტყვა “ვიკი” მომდინარეობს ჰავაიური ენიდან, სადაც wikiwiki ნიშნავს “სწრაფს”.
- ვანდალიზმი. ვიკი საშუალებას აძლევს ყველა მომხმარებელს შეცვალოს ტექსტის შინაარსი. ეს ქმნის საშიშროებას, რომ ვინმემ შეიძლება მასში შეიტანოს არასასურველი და არაკორექტული ცვლილებები. ამ მოვლენისგან თავის დასაცავად ვიკის აქვს ორი საშუალება: (1) დააბრუნოს ტექსტის პირვანდელი ვერსია; (2) ასეთ მომხმარებელს შეუზღუდოს ტექსტის რედაქტირების საშუალება.
- Wikipedia evolution through time (terms of service)