ვიკიციტატა:WikiProject Fact and Reference Check
ისააკ ნიუტონი დაიბადა 1642 წლის 4 იანვარს სოფელ ვულსთროპში. იგი დღენაკლული დაიბადა და მალეც უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ექიმების გასაკვირად ბავშვი გადარჩა და ნიუტონმა 85 წელი იცოცხლა. ახალგაზრდობაში ნიუტონი ხატვით იყო გადაცებული და მშვენივრად ხატავდა, ერთხანს ლექსებსაც წერდა. 18 წლის ნიუტონმა კი მხოლოდ არითმეტიკა იცოდა. ნიუტონის ფიზიკოსად ჩამოყალიბება ხდება მისი კამბრიჯში სწავლის წლებში. აქ იგი გამოსცემს წიგნს: ,,ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები", სადაც კოპერნიკისეულ ჰიპოფიზს ამტკიცებს და რამოდენიმე წიგნად აყალიბებს საკუთარ შეხედულებებს. 1664–1667 წლებში ინგლისში შავი ჭირი მძვინვარებდა და ნიუტონი იძულებული შეიქმნა სახლში, სოფელში 2 წლით დაბრუნებულიყო. ამ 2 წლის განმავლობაში მან დაწერა: "უსასრულ მცირეთა ანალიზი", "დეფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვა", ჩაატარა სინათლის დაშლისა და შეკრების ისტორიული ცდები. დაიწყო ამრეკლი ტელესკოპის აწყობა, აქ დაებადა აზრი მსოფლიო მიზიდულობის შესახებ. ეს 2 წელი მისი მუშაობის ყველაზე ნოყიერი წლები იყო, მაგრამ მოხდა უბედური შემთხვევა. ნიუტონს ჰყავდა ძაღლი, რომელიც ისე იყო გაწვრთნილი რომ მუშაობაში გართულ ისააკს ჭამის დროს ყეფით ახსენებდა. ერთხელაც ნიუტონი ისე იყო მუშაობით გართული, რომ ძაღლის ყეფა ვერ გაიგო. ძაღლმა ყურადღების მიქცევის მიზნით მაგიდაზე გადაფარებული სუფრას მოქაჩა, მაგიდაზე დადგმული სანთელი წაიქცა და მთელ მის ნამუშევრებს ცეცხლი წაეკიდა. ამის გამო მას ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო და მისმა უაღრესმა ღვთისმორწმუნეობამ იხსნა და ეს უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესი გადაატანინა.
ნიუტონი მთელი ცხოვრების განმავლობაში ორჯერ აირჩიეს პარლამენტის წევრად, მაგრამ არც ერთხელ გამოსულა სიტყვით და აზრი გამოუხატავს. ერთადერთი რაც მისი პარლამენტში მოღვაწეობიდან ახსოვთ, ისაა, რომ მას განკარგულება გაუცია კარისკაცისთვის ფანჯარა დაეკეტა.ნიუტონს უკავშირდება ოქროს მონეტების სიდიდეებით დახარისხება და მათვის რიცხვობრივი ნიშნულის დაწესება, რომელ პრინციპსაც დღესაც ვიყენებთ. ისააკი ძალიან ცუდი მასწავლებელი და რექტორი იყო. მის ლექციებს 2–3 სტუდენტი თუ ესწრებოდა მხოლოდ, ისევე როგორც აინშტაინს. საქმე ისაა, რომ მას რთული საკითხები მარტივად ეჩვენებოდა, რის გამოც ლექციის დროს მას არ ხსნიდა. ისააკ ნიუტონი 1727 წლის 21 მარტს გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი მან თქვა: ,,მე არ ვიცი კაცობრიობას როგორ მოვეჩვენები, მაგრამ ჩემი თავი მე მეჩვენება მხოლოდ პატარა ბიჭად, რომელიც ზღვის პირას თამაშობს და იმით ერთობა, რომ ხანგამოშვებით ფერად კენჭებს იპოვის, ხანაც ლოკოკინას წითელ ნიჟარას გამოძებნის, ეს მაშინ როდესაც მის წინ ჭეშმარიტების დიდი ოკეანეა გადაშლილი, როგორჩ გამოუკვლევი.ნიუტონის გარდაცვალების შემდეგ ინგლისელები ამბოდნენ: "ბუნება და მისი კანონები წყვდიადით იყო მოცული. მაშინ ღმერთმა თქვა: "დაე იყოს ნიუტნი". და ყველგან სინათლე გამეფდა."