ვინსენტ ვან გოგი
ვინსენტ ვილემ ვან გოგი (Vincent Willem van Gogh) (დ. 30 მარტი. 1853, გროტ-ზიუნდერტი, ჰოლანდია — გ. 29 ივლისი. 1890, ოვერ-სიურუაზი, საფრანგეთი) — ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი.
ციტატები
რედაქტირებარომც შევძლო ცხოვრებაში ოდნავ თავის წამოწევა, მაინც იგივეს გავაკეთებ, რასაც ახლა, დავლევ პირველივე შემხვედრთან და დავხატავ მას. |
ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები
რამდენი სილამაზეა ხელოვნებაში! მას ვისაც ახსოვს ყოველივე, რაც კი ნახა, არასოდეს დარჩება აზრით მშიერი, არასოდეს იქნება მარტოხელა. |
ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები
ღმერთის განსჯა მის მიერ შექმნილი სამყაროთი არ შეიძლება, ეს მხოლოდ წარუმატებელი ეტიუდია. |
ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები
ვიცოდი, რომ ჩემი სიყვარული მოკლულია, მგრამ ყოველი სიკვდილის შემდეგ აღდგომა დგება, შენ კი ჩემი აღდგომა ხარ. |
ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები
როდესაც ამსტერდამში ჩავედი, მითხრეს: „თქვენი შეუდრეკლობა ამაზრზენია“. მე ლამფის ცეცხლს შევუშვირე ხელი და ვუთხარი: „ნება დამრთეთ, ვიხილო ის, სანამ ხელი ცეცხლში მაქვს“. |
ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები
მარტოობაში ადამიანი დაიღუპება, გადარჩენა სხვასთან ერთადაა. |
ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები
იტანჯებოდე და არ წუწუნებდე - აი ერთადერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა ისწავლო ცხოვრებაში. |
ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები
ამ ქვეყნად რომ სწორ გზას დაადგე, საკმარისი არ არის იყო უბრალოდ ბედნიერი, რომ სინდისი სუფთა გქონდეს - ადამიანმა უნდა დაეხმარო კაცობრიობას, უნდა შექმნა რაიმე ახალი, შენი არსებობით დაამტკიცო სიწმინდე და უარჰყო გარყვნილება, რომელშიც ალპობს თავის ცხოვრებას კაცობრიობის უმრავლესობა. |
ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები
მას ვისაც მოქმედება სურს, არ ეშინია წარუმატებლობის. |
ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები
არც ისე ცუდია, როდესაც გაქვს სამსახური, გაქვს ფული ახალი მოდელის დასახატად, მაგრამ სად არიან მეგობრები? სად არის ის ახლო ადამიანი, რომელსაც შეიძლება ერთი სიტყვა უთხრა, თუნდაც ამინდზე?! |
ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები