ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის მე-6 პრეზიდენტი
(გადმომისამართდა ვლადიმერ ზელენსკი-დან)
ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ზელენსკი (უკრ. Володимир Олександрович Зеленський; დ. 25 იანვარი, 1978, კრივოი-როგი, უკრაინის სსრ, სსრკ) — უკრაინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. უკრაინის პრეზიდენტი 2019 წლის 20 მაისიდან.
ციტატები
რედაქტირება- „არ მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში ჩემი პორტრეტი ეკიდოს. პრეზიდენტი არ არის ხატი და კუმირი. ჩამოკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების მიღების წინ მათ თვალებში შეხედეთ“
- „უკრაინული არმია იცავს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას“
- „ 2014 წლიდან რუსეთი გვარწმუნებს, რომ არასწორი გზა ავირჩიეთ, რომ ევროპაში არავინ გველოდება, განა ევროპა გამუდმებით არ უნდა ლაპარაკობდეს და საქმით ამტკიცებდეს, რომ ეს ასე არ არის? რატომ ვერიდებით ამ კითხვას? უკრაინა არ იმსახურებს პირდაპირ და გულწრფელ პასუხებს?“
- „საღამომშვიდობისა ყველას, ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელიც აქ არის, პრემიერ-მინისტრი შმიჰალი აქ არის, პოდოლიაკი აქ არის, პრეზიდენტი აქ არის, ჩვენი ტაძრები აქაა, სამოქალაქო საზოგადოება აქაა, ჩვენ ყველა აქ ვართ. ვიცავთ დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოს, ასე იქნება შემდეგშიც, დიდება ჩვენს დამცველებს, დიდება უკრაინას, გმირებს დიდება!“ მიმართვა კიევიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე დღეს, 25 თებერვალი, 2022
- „წადი ჩვენი მიწიდან. დაჯექი ჩემთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან, თავისუფალი ვარ. უბრალოდ არა 30 მეტრის დაშორებით. მე მეზობელი ვარ! არ ვიკბინები! ნორმალური ადამიანი ვარ, დაჯექი, დამელაპარაკე, რისი გეშინია?“ მიმართვა ვლადიმერ პუტინს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს
- „დღეს მიტევების კვირაა, მაგრამ ჩვენ არ ვაპატიებთ [რუსეთს] ასობით მსხვერპლს და ათასობით ტანჯვას. ღმერთი არ აპატიებს. არც დღეს. არც ხვალ. არასდროს. მიტევების ნაცვლად იქნება განკითხვის დღე.“
- „ჩვენს დროშაზე სისხლი არ არის. არ არის და არასდროს იქნება შავი ლაქები, არანაირი სვასტიკები. უკრაინის დროშა არის მიწა — მშვიდობიანი, ნაყოფიერი და ტანკების გარეშე. ეს ცაა მშვიდობიანი — ნათელი, ლურჯი, რაკეტების გარეშე. ასე იყო და ასეც იქნება“
- „ჩვენ გვიწევს ავიტანოთ ის, რაც არცერთ სხვა ერს ევროპაში 80 წელია არ უნახავს. სწორედ ჩვენს მიწაზე წყდება, გახდება თუ არა ვინმე სხვა ევროპაში ასეთივე აგრესიის მსხვერპლი. მე ვეუბნები ამას მსოფლიო ლიდერებს და მესმის, რომ ისინი მეთანხმებიან. კონტინენტის მომავალს ვწყვეტთ ჩვენ, ჩვენი წინააღმდეგობით და ჩვენი მეგობრების დახმარებით“
- „უკრაინამ დაამსხვრია მითი რუსეთის არმიის არაჩვეულებრივი ძალის შესახებ“
- „სიტყვა „დანგრეული“ არასოდეს იქნება უკრაინისთვის შესაბამისი სიტყვა“
- „ჩვენ გავუძლებთ და გავიმარჯვებთ“
- „უკრაინისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია, აგრესორისთვის - იარაღი“
- „რუსეთი გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში“
- „მჯერა, რომ უკრაინის დროშა და თავისუფალი ცხოვრება ისევ დაბრუნდება ყირიმში. ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას, მთელ ჩვენს ხალხს. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები დგამენ საჭირო ნაბიჯებს. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ეს ნაბიჯები. და ყველა ხედავს: ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს გაქცევა ყირიმიდან. ეს მათთვის სწორი არჩევანია. დღეს მინდა მადლობა გადავუხადო 103-ე სახმელეთო თავდაცვის ბრიგადის 63-ე ბატალიონის ჯარისკაცებს, რომლებმაც შედეგი დადეს დონეცკის ოლქში - დასახლება განთავისუფლდა. ლისიჩანსკ-სივერსკის მიმართულებით 54-ე ბრიგადამაც კარგი ნაბიჯები გადადგა, წინ წაიწია და გარკვეული სიმაღლეები დაიკავა. ასევე მინდა აღვნიშნო 42-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბატალიონი - მისი გმირული მოქმედებების წყალობით ჩვენი ქვეყნის სამხრეთით ორი დასახლება გათავისუფლდა. მადლობა ყველას ბიჭებო!“