ვოლტერი
ვოლტერი (ნამდვილი სახელი ფრანსუა მარი არუე, დ. 21 ნოემბერი, 1694 – გ. 30 მაისი, 1778) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ფილოსოფოსი, განმანათლებელი.
ციტატები
რედაქტირებასაქმე კი არ შექმნილა აზრისთვის, არამედ აზრი შეიქმნა საქმისთვის. |
არასოდეს არ ხდება დიდი საქმე დიდი სიძნელეების გარეშე. |
კალენდრის რეფორმა ფეხმძიმობის ვადას არ ამოკლებს... |
ცხოვრება ტრაგედიაა კომედიური წუთშესვენებებით. |
ღმერთი რომ არ არსებობდეს, აუცილებელი იქნებოდა მისი გამოგონება. სხვაგვარად როგორ მოახერხებდნენ მდიდრები თავიანთი სიმდიდრის ღარიბებისგან დაცვას? |
… თქვენს ნაწარმოებს რომ ვკითხულობ, ოთხ ფეხზე სიარული მინდება. |
პოეზია მუსიკაა სულისა. |
მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ ვიღაც სხვანი ვართ. |
შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ. |
ღმერთი - ესაა კომიკოსი, რომელიც თამაშობს მაყურებლის წინაშე, რომელიც გაღიმებასაც კი ვერ ბედავს. |
ფულის ნაკლებობა კი არა, ნიჭიერი ადამიანების ნაკლებობა ხდის სახელმწიფოს უძლურს. |
უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე აქვთ. |
რა დამღუპველია ვნებები! ისინი ქარებს ჰგვანან, რომლებიც ხომალდის იალქნებს უბერავენ; ზოგჯერ სძირავენ კიდეც ეს ქარები ამ ხომალდს, მაგრამ მათ გარეშე მაინც ვერ იცურებს. |
სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულსა და სხეულს. |
ადამიანები არასოდეს განიცდიან სინდისის ქენჯნას ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო. |
სახელმწიფოში კანონების მრავალრიცხოვნება იგივეა, რაც მკურნალების დიდი რიცხვი, რაც ავადმყოფობისა და უძლურობის ნიშანია. |
ჭეშმარიტი ვაჟკაცობა უბედურების ჟამს გამოჩნდება ხოლმე. |
საუკეთესო - კარგის მტერია. |
უდიდესი შუღლი უფრო ნაკლებ დანაშაულს იწვევს, ვიდრე ფანატიზმი. |
განკურნების იმედი უკვე ნახევრად განკურნებაა. |
როდესაც ჭამ, საჭმელი დაუყარე ძაღლებსაც, თუნდაც საკბენად გეტანებოდნენ. |
არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს. |
თუ მოსვენებას არ გაძლევს შენი მეტოქის დიდება,ეცადე, მას აჯობო საქმით და ამით გადაუხადი სამაგიეროს მოსვენების დაკარგვისთვის. |
ცრურწმენები - ეს ისაა, რასაც ბრიყვები ყველაფერს აბრალებენ. |
როცა საქმე ფულს ეხება, ყველანი ერთი ღმერთს ვაღიარებთ. |
ყოველი ადამიანი დამნაშავე იმ სიკეთის გამო, რომელიც მან არ გააკეთა. |
ზვავის შემადგენელი თოვლის ფიფქი არასდროს გრძნობს პასუხისმგებლობას. |
სასაცილოდ აგდება სხვისი - ხშირად ჭკუის სიღატაკეს ნიშნავს. |
მედიცინის მთელი ხელოვნება ისაა, გაართო პაციენტი, სანამ ბუნება თავად კურნავს დაავადებას. |
ადამიანი უფრო ადვილად იტანს ლმობიერებას, ვიდრე უსამართლობას. |
შემთხვევითობა არ არსებობს! ყველაფერი გამოცდაა, ან დასჯა, ან ჯილდო, ან კიდევ წინასწარჭვრეტა. |
თუ ბევრი ენა იცი, ბევრი გასაღები გაქვს ერთი ბოქლომისთვის. |
რამდენ სისულელეს ამბობენ იმის ცდაში, იქნებ რამე ახალი წამომცდესო. |
ქორწინება ან უდიდესი ბოროტებაა, ან უდიდესი სიკეთე... ქორწინება ადამიანთა ყველაზე დიდი განძია, როცა ის ეყრდნობა გულისა და სულის ერთიანობას, გრძნობების, გემოვნებათა და ხასიათების საძირკველს... მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, როცა ყიდი შენს სახელს, შენს არსებობას, ემორჩილები მტარვალს, ხდები მისი მონა – მორჩილი, გაურბიხართ ერთი – მეორეს! ამგვარი ქორწინება ნამდვილად ჯოჯოხეთია. |