ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია (დ. 31 მარტი, 1939, თბილისი — გ. 31 დეკემბერი, 1993, სოფ. ხიბულა, ხობის რაიონი) — მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1993).
ციტატები
რედაქტირებაეროვნება არა აქვს ცხოველს. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ჩვენი წინაპრებისათვის ზნეობრივი განმართლების და განღმრთობის გზა იყო მთავარი და არა პიროვნული, ამსოფლიური ბედნიერება. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
დიახ, წმინდანი იყო მუდამ იდეალი ჩვენი წინაპრების და ჩვენთვისაც უნდა დარჩეს იდეალად, თუ გვსურს ჩვენი ეროვნული და კულტურული არსებობის შენარჩუნება დღეს, ოკეანის პირისპირ, რომელიც ნთქავს ყოველგვარ ეროვნულ კოლორიტსა და ნიუანსებს. ის ერი კი, რომელიც დაკარგავს რწმენას და კულტურულ უპირატესობას ვერ შეინარჩუნებს მომხდურზე, უთუოდ დამარცხდება. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
დიახ, დიდი კულტურულ - ისტორიული მისიის მეურვეა ის ერი, რომელმაც შექმნა “ვეფხისტყაოსანი”, დავით გარეჯის, ბერთუბნის, ყინწვისის, გელათის ფრესკები; დიდებული ხუროთმოძღვრება და მწერლობა. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი - გმირებად. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
არ შეიძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის მოტყუება - ამაზე მწარე ხვედრი, ამაზე შემზარავი დანაშაული არ არსებობს. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
სიმართლეს საკუთარი ხელ - ფეხი ასხია. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
პატარა შეცდომა ხშირად დიდი შეცდომის საწინდარია. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
(1918-1921 წ.წ.-ებში) საბოლოოდ ვერ გაიმარჯვა ეროვნულმა და ქრისტიანულმა იდეამ, ქართველობამ ვერ დააღწია თავი მარქსიზმის დამღუპველ იდეოლოგიას, ვერ უერთგულა ქრისტეს გზას, დიდი ილიას გზას, რამაც ღვთის რისხვა მოგვივლინა და 26 მაისი 25 თებერვლით შეგვიცვალა. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
“ჩვენი ერისთვის ყველაზე სამარცხვინო ლაქაა ტყვის სყიდვა, რომლის ერთგვარი გაგრძელებაც არის დღეს შვილებისათვის დედა - ენის წართმევა და მათი მიბარება რუსულ (ზოგადად უცხოენოვან - შემდგ.) სკოლებში. ორივე მოვლენას ანგარება და კარიერიზმი უდევს საფუძვლად. თუ ძველად დედა - სამშობლოს სწყვეტდნენ ყმაწვილებს, დღეს სწყვეტენ დედა - ენას, სულს უსახიჩრებენ, ფსიქიკას უცვლიან. განა ეს ნაკლები ბოროტებაა? |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ყველაფერი შეიძლება წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
დამოუკიდებლობა ხომ ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ნამდვილი დამოუკიდებლობის გზა, ჩემი აზრით, ეროვნული სულის, ეროვნული ხასიათის რესტავრაციით, მრავალი თვალსაზრისით უკვე დაკარგული ეროვნული სიამაყის, ეროვნული ღირსების აღორძინებით უნდა დაიწყოს. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
საქართველო აზროვნებდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
მტერს ეშინია ჩვენი ერთობისა. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
კუთხური ანტიპატიების გაღვიძება ჩვენი ერის უბოროტესი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
მთავარია, გავაღვიძოთ ხალხში ეროვნული თვითშეგნება, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში. მივცეთ ხალხს ცოდნა ჩვენი ისტორიის, ჩვენი ეროვნული ვინაობის შესახებ, რათა ქართველნი აღარ წამოეგონ უმეცართა და შეგნებულ პროვოკატორთა ანკესზე, რომელთაც მიზნად დაუსახავთ საქართველოს კუთხეებად დაქუცმაცება და მტრისთვის ხელის შეწყობა მის მოსპობასა და ასიმილაციაში. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ქართული ეროვნული ცნობიერება უნდა აღსდგეს ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინებითა და პროპაგანდით, ეროვნულ - გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტივიზაციით, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
დღეს “ნაციონალიზმი” საძრახის სიტყვად აქციეს სოციალისტებმა, კომუნისტებმა, კოსმოპოლიტებმა, გადაგვარებულმა ეროვნულმა ნიჰილისტებმა. მსოფლიოში ნაციონალიზმს გმობენ ის ამორფული, უტრადიციო, დენაციონალიზებული კონგლომერატები, რომელთაც არ გააჩნიათ ისტორია, თვითმყოფადი კულტურა, რომელთაც სურთ კაცობრიობა აქციონ ერთგვაროვან მასად, რომელსაც ამოძრავებს მარტოოდენ მხეცური ინსტინქტები და მატერიალური ფასეულობებისადმი ინტერესი. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
“ნაციონალიზმი” და “ნაციზმი” არ არის იდენტური ცნებები. ნაციონალიზმი ნაციის თვითმყოფადობის და განვითარებისთვის ზრუნვაა. იგი არ უარყოფს სხვა ერების სიყვარულს, მათთან თანამშრობლომასა და კეთილმეზობლობას. ნაციზმი კი შოვინიზმის უკიდურესი ფორმაა. ეს არის საკუთარი ნაციის ფეტიშიზაცია, სხვა ერებისადმი სიძულვილი, ერთი ერის სხვა ერებზე ბატონობისაკენ, მათი მოსპობისაკენ სწრაფვა. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ნაციზმი და შოვინიზმი მხოლოდ დიდ ერებს ახასიათებთ, რომელთაც აქვთ ექსპანსიისაკენ დიდი მიდრეკილება. მცირე ერის ნაციონალიზმი კი არავის უქმნის საფრთხეს. იგი იცავს მარტოოდენ საკუთარ არსებობას და თვითმყოფადობას. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
დღეს ზოგიერთი დიდი ერის შოვინიზმი და ნაციზმი კოსმოპოლიტიზმითა და ინტერნაციონალიზმით ინიღბება. ამიტომ იგონებენ ახა - ახალ ფედერაციებს, ინტეგრაციის სივრცეებს და სხვა, რაშიც ვლინდება დიდი ერებისა და სახელმწიფოების ჰეგემონიზმი და ექსპანსიონიზმი. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ჭეშმარიტი მსოფლიო მოქალაქეობა კი ეროვნული თვითშეგნების გარეშე არ არსებობს. ის, ვინც “გაინგლისელდება”, “გაგერმანელდება”, “გაფრანგდება”, “გარუსდება”, “გაამერიკელდება”, ვერასოდეს გახდება ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი, ან ამერიკელი და ქართველობასაც დაჰკარგავს. და თუ ქართველებად დავრჩებით და თანაც, ვეზიარებით ამ ერების კულტურებს, გავაფართოვებთ და გავამდიდრებთ ჩვენს სამყაროს, გავხდებით ნამდვილი მსოფლიო მოქალაქენი. ევროპული ინტეგრაციაც ასე უნდა გავიგოთ და არა როგორც ეროვნული ინდივიდუალობების წაშლა და გათქვეფვა. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ღვთისა და მამულისათვის თავგანწირვა დღეს ერთადერთი გზაა გადარჩენისა. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ნაცრად ქცეული ხე ისევე ხეს გამოადგებაო სასუქად. ცხოვრებაშიც ასეა: კაცმა რომ მეორე კაცს არგოს, ხესავით უნდა დაიწვას მისთვის და დანაცრდეს. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ბევრ რამეს უნდა დაუფიქრდეს ის კაცი, რომელიც ჩვენს დროში კალამს აიღებს ხელში, რომელიც უმარჯვო ხმარებისას იმდენსავე სირცხვილსა და უპატივისცემას უმსახურებს კაცს, რამდენ სახელსა და პატივისცემას „მარჯვე ხმარებისას“. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ქართველი ქალისა და მამაკაცის სახე ყველაზე უკეთ ჩანს ჩვენს ეროვნულ ტანსაცმელში და ეროვნულ ცეკვებშია გამოხატული… ის სული, რომელიც ამ ჩაცმულობით არის გამოხატული, უნდა აღსდგეს ქართველ ქალში და ქართველ მამაკაცში. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ქრისტე იდეალი, ღმერთკაცის იდეალი, ამავე დროს ჰარმონიული პიროვნების იდეალია. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
წმინდანი იყო და არის იდეალი განათლებული კაცობრიობისა, მას ვერც ერთი სხვა იდეალი ვერ შესცვლის ვერც მომავალში. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
როდესაც რაიმე დიდ საქმეს შეეწირება მსხვერპლად მისი მესვეური, ეს მოასწავებს ამ საქმის გამარჯვებას. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
“ქრისტეს ინიციაციის არსი ქრისტემ განმარტა, როგორც სასუფევლის აღება ძალისხმევით („სასუფეველი ცათაი იიძულების“). |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ინიციაციის მიზანია საზეო სიბრძნის მიცემა ადამიანისათვის… ეს არის გზა ღმერთთან „შინაგანი შეერთების“. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ინიციაცია არის ზესთა ცნობიერების დაბადება და განვითარება ადამიანში… ჰერაკლეს და თეზეოსის გმირობანი, არგონავტების ლაშქრობა, გილგამეშისა და ენქიდუს, რამასა და ოდისევსის თავგადასავალი პარაბოლური, ალეგორიული გადმოცემაა ინიციაციის მისტერიებისა. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ინიციაცია, ანუ ძეგრძნობად სულიერ სამყაროში გადასვლა ხდება მხოლოდ დროისა და სივრცის კატეგორიების დაძლევით: “ჟამით გარეგან ჟამისა”, როგორც გვეუბნება ანტონ I. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ზეგრძნობადი სამყარო ის სამყაროა, რომელსაც ჩვეულებრივი ყოველდღიური ცნობიერების საფეხურზე მდგომი მოკვდავნი ჭვრეტენ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
სულიერი სამყაროს სინამდვილის წარმოდგენა სცილდება ამსოფლიური ლოგიკის ფარგლებს და შესაძლებელია მხოლოდ წინააღდგომთქმითი მეთოდით. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ღვთის არსი ყოველგვარი განსაზღვრების მიღმაა. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
მხოლოდ გონისმიერი მტკიცებულებებით ღვთის არსებობის დასაბუთება შეუძლებელია. გონებით შეიძლება დაამტკიცო ღვთის არსებობა და ასევე, გონებით შეიძლება უარყო ღვთის არსებობა. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
დოგმატიკოსი თეოლოგი ღვთის არსებობას გონისმიერი მსჯელობით, ლოგიკით ასაბუთებს, ხოლო მისტიკოსი არის ის ადამიანი, რომელიც ღვთის არსებობას ნათელხილვით ჭვრეტს. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ღმერთი ადამიანს ეძლევა, როგორც გამოცხადება და არა როგორც ლოგიკური და ფილოსოფიური სისტემა. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ეშმაკის მიერ ადამიანის შეცდენა გამოიხატა იმაში, რომ მან მისცა ინტელექტი, ამქვეყნიური ინტელექტი, ლოგიკა და ყველაფერი ის, რაც ღმერთს აშორებს ადამიანს. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ღვთის ჭეშმარიტებას გონება ვერ აანალიზებს და ვერ იმეცნებს. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
რელიგიას გონებით, მარტო ინტელექტით ვერ გააცნობიერებ, ვერ გაიგებ, ყოველთვის გაწბილებული დარჩები. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
როგორც კი ადამიანი შეეცდება გონებით გააცნობიეროს, დაასაბუთოს ყველაფერი და გონებით ირწმუნოს, ის მაშინვე მარცხდება იმიტომ, რომ ქრისტიანულ რელიგიაში არის ისეთი ჭეშმარიტებები, რომელიც ერთი შეხედვით გონებას ეწინააღმდეგება. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
რელიგია გონებას მოკლებული რამ კი არ არის, უბრალოდ, გონებას რელიგიაში არა აქვს პრიორიტეტი. ის უპირატესობას, მთავარ როლს გამოცხადებას ანიჭებს, ხოლო გონება არის მაკონტროლებელი ყოველივე იმისა, რასაც იძლევა გამოცხადება. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
რწმენა და ცოდნა განუყოფელია. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
დღეს უწიგნური და უმეცარი ადამიანი ვერ იქნება ჭეშმარიტი მორწმუნე |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
თანამედროვე მართლმადიდებელი უნდა იყოს ენციკლოპედიურად განსწავლული ყველა სულიერ მიმდინარეობაში. „იყავით მეცნიერ, ვითარცა გველნი“ ახალი აღთქმის დევიზია. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
მხოლოდ ფილოსოფიით და მეცნიერებით განმტკიცებული მისტიური ღვთისმეტყველება აღწევს თავის მიზანს და ქმნის მეცნიერულ გნოზისს. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
“საღვთო სიბრძნის მიღწევას, ინიციაციას სჭირდება, უწინარეს ყოვლისა, პრაქტიკული ინტელექტის დაუფლება, ემპირიული ცოდნის მიღება. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
რელიგიური შემეცნების გზა არ არის სწორხაზოვანი. ვისაც სკეპტიციზმის გესლი არ უგვრძნია, იგი ვერასოდეს შესულა რელიგიური შემეცნების სიღრმეებში. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ღრმა რელიგიური რწმენისა და მისწრაფების ადამიანებს ხშირად ახასიათებთ გავლა სკეპტიციზმის და უარყოფის ეტაპებისა. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ცნობიერების ევოლუციას ახასიათებს ანტაგონიზმი ძველსა და ახალს შორის. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
რწმენისა და გონების ალიანსი, მათ შორის ჰარმონია. აი, შუასაუკუნეობრივი სქოლასტიკის იდეალი. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
სიბრძნის, გონებისა და რწმენის ჰარმონია ადამიანში განწმენდს მის სულიერ ცხოვრებას, იწვევს კათარზისს, სპობს მასში ინსტინქტებსა და ვნებებს. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
როდესაც ადამიანში გაიღვიძებენ სარწმუნოება და სიბრძნე, ისინი კლავენ მასში მიდრეკილებას ლოთობისა და ჰედონიზმისაკენ. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
სარწმუნოება, სასოება და სიყვარული, მათი ჰარმონიული ურთიერთმოქმედების გარეშე წარმოუდგენელია საღვთო შერთვის, ჰენოზისი გზა. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ღმერთი რიცხობრივად კი არ არის სამი, არამედ თვისობრივად არის სამი, სამგვარია მისი გამოვლინება, თორემ არსებით ის ერთია. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
მამა მიუწვდომელია, ხოლო ძე ჩვენი შემეცნებისათვის მისაწვდომი. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
(ქრისტეს) დაბადება იყო არაბუნებრივი, ბუნების საწინააღმდეგოდ ჩაისახა სულიწმინდის გზით, არაბუნებრივი, არაფიზიოლოგიური გზით. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
მოხდა სასწაული, რომლის მსგავსი მსოფლიოში არც მანამდე მომხდარა და არც მას შემდეგ… ქრისტე დარჩა იმად, რაც იყო და იქცა იმად, რაც არ იყო. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
სული პლასტიური ანარქიაა. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
სულიწმინდა არის ის, რომელიც ამ დაბადებული სამყაროს უშველებელ მასას, კოსმოსს აძლევს სრულყოფას, სრულქმნილებას და ინდივიდუალობას. როგორც ყველა ადამიანს აქვს თავისი სული, ასევე, სამყაროს, კოსმოსს აქვს ერთი სული და ეს სული არის ღმერთი. ეს სული არის სულიწმინდა, რომელიც სრულყოფს კოსმოსს და განწმენდს სამყაროს. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
როდესაც ღვთისმეტყველებაში საუბარია ღვთისგან გამომავალ სიყვარულზე, რომელიც მოემადლება ადამიანს, ყოველთვის იგულისხმება სულიწმინდა. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
სულიწმინდა არის სუბსტაციონალური სიყვარული, ღმერთი სიყვარულის ასპექტში, შესაქმეშიც და კაცობრიობის ხსნაშიც. იგია სიყვარულისმიერი კავშირი მამასა და ძეს შორის. სულიწმიდიდან მომდინარეობს როგორც ღვთის სიყვარული ქმნადობისადმი, ასევე, ქმნადობის სიყვარული ღვთისადმი. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ეკლესიის მამათა პნევმატოლოგიის, ანუ სულის შესახებ მოძღვრების მიხედვით სულიწმინდის ძირითადი როლი გამოიხატება ქმნადობის სანქტიფიკაციაში, ანუ განწმენდაში… ქრისტე განწმენდს ყოველივეს სულიწმინდით. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
ქმნადობის განწმენდა მოდის მამისაგან ძის მეშვეობით სულიწმინდაში ისევე, როგორც შესაქმე განხორციელდა მამის მიერ ძით („ძალითა მით ძლიერითა“) სულიწმინდაში. განწმენდა, ამავე დროს, განახლებაა ქმნადობისა, რაც აგრეთვე სულიწმინდის ფუნქციაა |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
მტრედი ასოციაციაა სულიწმინდისა, რომელიც განმწმენდელია სწორედ ადამიანის გონებისა და ეს ღვთივსულიერი გონება, განწმენდილი და ფრთაშესხმული, სწორედ მტრედს ედრება, როდესაც მიისწრაფვის თავისი საზეო წყაროსაკენ. ამიტომაც ფიგურირებს ეს ფრინველი ქრისტიანულ სახისმეტყველების ღვთისმეტყველებაში სულიწმინდის სიმბოლოდ. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
„ღვთის ახალად ჩენა“, ანუ ნათელხილვის დაბრუნება მიემადლება მორწმუნეებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაივლიან სინანულის (ცრემლის), კათარზისის (სულთა ლხენის), განღმრთობის (შერთვის) გზას, რაც სულიწმინდის მადლია და მის გარეშე შეუძლებელია. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
წინასწარმეტყველთა ინსპირაცია, ეკლესიის გასულიერება და დამოძღვრა, ნათლობისას ხელახალი შობა, ევქარისტიაში ქრისტესთან ცხოველმყოფელი შერთვა („შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობისა“), ლიტურგიაში მორწმუნეთა ერთობა, ეს ყოველივე სულიწმინდის ნიჭია და შეესაბამება მის სამებისებრ პიროვნულობას. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
სულიწმინდა არის კაცობრიობის მამხილებელი და ამავე დროს, „ყოველი საიდუმლოს“, ანუ საიდუმლო სიბრძნის მომმადლებელი. |
ციტატის წყარო: „აირჩიე, ქართველო ერო“
კახეთი ყოველთვის იყო დემოგრაფიულად ყველაზე სუფთა რეგიონი, სადაც ქართული ელემენტი მუდამ სჭარბობდ, მუდამ მძლავრობდა. ახლა ისე მოგვიწყვეს საქმე ამ კომუნისტებმა, რომ საგონებელში ვართ ჩავარდნილნი, როგორ გადავარჩინოთ კახეთი. აქეთ თათრობა ეძალება, იქით ლეკობა ეძალება, აქეთ სომხობა ეძალება, აქეთ ოსობა ეძალება და სადაცაა კახეთს გადაყლაპავენ. |
ციტატის წყარო: გაზეთი „ივერია“ N23, 6 ივნისი, 1990
- მდინარებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან.
- პასუხი ჯორჯ ბუშის გამოსვლაზე, რომ გამსახურდია მდინარების საწინააღმდეგოდ მიდის (19 აგვისტო 1991 წელი).
შავლეგო (2004-03-05). ზვიად გამსახურდია - დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან. პოლიტიკური ემიგრაციის საზოგადოებრივი ლიტერეატურულ-პუბლიცისტიკური ვებ-გამოცემა. © „ქართული კარიბჭე“. დამოწმების თარიღი: 4 აგვისტო, 2008.
- სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!
- საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება.
beso3339 (2011-01-26). 1991 წლის 9 აპრილი დამოუკიდებლობის გამოცხადება. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიის ვიდეო ჩანაწერი, 1991 წლის, 9 აპრილი. ვიდეო-პორტალი YOUTUBE. დამოწმების თარიღი: 9 (ორშაბათი) აპრილი, 2012.