იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი (დ. 15 ოქტომბერი/ 27 ოქტომბერი, 1840 ― გ. 1 ივნისი/14 ივნისი, 1912) — ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
ციტატები
რედაქტირებარამდენადაც უფრო დიდია ხალხის სიღარიბე, იმდენად უფრო ესაჭიროება სკოლა, რომელიც სამართლიანად ითვლება სიღარიბის უებარ წამლად. |
ციტატის წყარო: ჟურ. თბილისელები; 27 ივნისი – 3 ივლისი, 2011; N26 – გვ. 96.
სიყვარული შობს სიყვარულს. |
გაქცევას ბრძოლა სჯობია. |
ძლიერი, წმინდა სიყვარული მოყვასისადმი, თვით მოსიყვარულესაც უტკბობს სიცოცხლესა და მოყვასსაცო. |
სხვისი დამდაბლება ცილის წამებით ყოვლად უმსგავსო ხრიკია, რომელსაც შერცხვენა და დამდაბლება მოსცევს მისი, ვინც ამისთანა საქციელს კადრულობს. |
შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია და, ღმერთის გარდა უსაქმო ძილისგუდა. ვინც ჰმოქმედობს, იღვწის, შეცდომას ვერასოდეს ვერ ასცდება. |
ხალხის განათლება დედაბოძია, მთავარი ბურჯია ქვეყნის კეთილდღეობისა, ბედნიერებისა. |
ყოველი ახალი ნაბიჯი სასიამოვნოა. იგი მოასწავებს წარმატებას, წინ მსვლელობას და სახელს უკეთებს საზოგადოებას, რომელიც, ეტყობა, სცოცხლობს, მოქმედებს და არ არის ერთს წერტილზედ გაჩერებული. |
სკოლა ორპირი ხანჯალია, აუკეთესებს და ასპეტაკებს ხალხს, თუ იგი გონივრულად არის მოწყობილი; აუგუნებს და აველურებს, თუ უკუღმართობის გზაზედ არის დაყენებული |