ივანე ტურგენევი
ივანე ტურგენევი (დ. 28 ოქტომბერი (9 ნოემბერი), 1818, არიოლი (რუსეთის ფედერაცია) — გ. 22 აგვისტო (3 სექტემბერი), 1883, ბუჟივალი (პარიზის მახლობლად) — რუსი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, იმპერატორის კარზე არსებული სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი რუსული ენისა და ლიტერატურის განხრით.
ციტატები
რედაქტირებაჩვენ ყველას გვაქვს ერთი ღუზა, რომლიდანაც თუ თვითონ არ მოწყდი, არავინ მოგხსნის. ესაა ვალდებულების შეგრძნება. |
ციტატის წყარო: ივანე ტურგენევი ციტატები
მთელს ჩემ გენიასა და მთელს ჩემ წიგნებს დავთმობდი იმის სანაცვლოდ, რომ სადმე იყოს ქალი, რომელსაც ენაღვლებოდეს დამაგვიანდება თუ არა ვახშამზე. |
ციტატის წყარო: ივანე ტურგენევი ციტატები
თუ ელოდები როდის მომწიფდება ყველა შესაძლებლობა, მაშინ ვერასოდეს ვერაფერს დაიწყებ. |
ციტატის წყარო: ივანე ტურგენევი ციტატები
სიტყვა „ხვალ“ ბავშვებისა და ჩამოუყალიბებელი ადამიანების მოგონილია. |
ციტატის წყარო: ივანე ტურგენევი ციტატები
ყოველი ლოცვა მიმართულია ერთისკენ: „ყოვლად ძლიერო გააკეთე ისე, რომ ორჯერ ორი არ იყოს ოთხი“. |
ციტატის წყარო: ივანე ტურგენევი ციტატები
ის ვინც მაღალი ზრახვისკენ მიიწევს, საკუთარ თავზე არ უნდა ფიქრობდეს. |
ციტატის წყარო: ივანე ტურგენევი ციტატები
ბედნიერება როგორც ჯანმრთელობა ისეა - თუ მას არ ვამჩნევთ, ე.ი. ის ჩვენთანაა. |
ციტატის წყარო: ივანე ტურგენევი ციტატები