კურთხეულ იყოს შენი სამშობლო, 
დედის ძუძუი დიდჭირნახული
რომელიც არის შენი ტაძარი,
რასაც შესწირე სამსხვერპლოდ გული
კურთხეულ იყოს ის დედა ენა, 
რომელიც გიყვარს ერთგულსა შვილსა
რომლითაც ნანა აკვანს გსმენია,
ალერსს გაგონებს დედისას ტკბილსა
სანამ დასავლით მზე არ ამოვა, 
და მისი სხივი არ გაშავდება
მანამ ქართველი კაცის გულშიაც, 
შენი სახელი უკვდავ იქნება
მამა-შვილობით ნება გვიბოძე, 
ლოცვა შევვედროთ ჩვენ ღმრთისმშობელსა
რომ შენისთანა ბევრი გვაღირსოს, 
და შენ გაცოცხლოს მრავალსა წელსა
1895წ.სოსელო