ილონ რივი მასკი (ინგლ. Elon Reeve Musk; დ. 28 ივნისი, 1971) — ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი. SpaceX-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი, აგრეთვე Tesla, Inc.-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. x.com-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც ერთი წლის შემდეგ შეეცვალა სახელი და დაერქვა PayPal. 2016 წელს „Forbes“-ის სიაში „მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანები“ ილონ მასკმა 24-ე ადგილი დაიკავა. 2021 წლის 7 იანვრის მონაცემებით მისი შემოსავალი 185 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რითაც იქცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად.

ილონ მასკი (2015)

ციტატები რედაქტირება

  • „ყოველთვის ეცადეთ გახდეთ იმის ნაწილი, რაც სამყაროს შეცვლის“
  • „რთული სამუშაოს შესასრულებლად არაა აუცილებელი ბევრი ადამიანის დაქირავება. რაოდენობა ვერასდროს აანაზღაურებს ტალანტს, რადგან ორი უციცი ვერასდროს აჯობებს ერთ მცოდნეს“
  • „როცა ადამიანი პირველ მილიონს შოულობს, მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება და არავინ თქვას, რომ ისეთად დარჩა, როგორიც გამდიდრებამდე იყო“
  • „კარგი კომპანიის შექმნა – გემრიელი ღვეზელის გამოცხობას ჰგავს. მთავარია, ინგრედიენტების და პროპორციების სწორად შერჩევა“

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ილონ მასკი