იმანუელ კანტი (გერმ. Immanuel Kant; დ. 22 აპრილი 1724, კიონიგსბერგი – გ. 12 თებერვალი 1804, იქვე) — გერმანელი ფილოსოფოსი.

იმანუელ კანტი

ციტატები

რედაქტირება
  •  

ფრთხილად მოეკიდეთ ცხოვრების დრამატიზაციას! ხომ შეიძლება, თქვენი როლის უკეთესი შემსრულებელი მონახონ?!


  •  

ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც მბრძანებელი სჭირდება.


  •  

მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა, ხოლო სიბრძნე - კარგად ორგანიზებული ცხოვრება.


  •  

ხასიათი პრინციპების მიხედვით მოქმედების უნარია.


  •  

ვინც უარი თქვა მეტისმეტზე, მან თავი იხსნა გაჭირვებისგან.


  •  

გონება ისეთი უნარია, რომელიც ხედავს კავშირს კერძოსთან.


  •  

გაიძვერას თავგამოდებული გამბედაობა უაღრესად სახიფათოა.


  •  

საზღვარი სისულელესა და გონიერებას შორის იმდენად შეუმჩნეველია, რომ თუ ერთ-ერთ გზას დიდხანს ადგახარ, ძნელია ზოგჯერ ოდნავ მაინც მეორესაც არ შეეხო.


  •  

sapere aude! [გაბედე იცოდე!] იქონიე იმის გამბედაობა, რომ საკუთარი შეგნება გამოიყენო.


  •  

ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თვითოეულის გული და სულისთქმა რომ დაფარული არ იყოს.


  •  

ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს. ფილოსოფოსის უკვდავება ის არის, რისი თქმაც მოასწრო, რაც მისგან ყურადიღეს, შეითვისეს, განახორციელეს.


  •  

ადამიანი ის ცხოველია, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება. ძალაუფლების მპყრობელი მუდამ ბოროტად იყენებს საკუთარ თავისუფლებას, თუ მას სხვა ვინმე არ მართავს კანონის შესაბამისად. ამისათვის სამი პირობა უნდა შევახამოთ: სახელმწიფო წყობილების სწორი გაგება, საუკუნეთა მანძილზე შეძენილი გამოცდილება და კეთილი ნება. ეს შესაძლებელია არც ისე მალე, ალბათ, მრავალი ამაო ცდის შემდეგ.


  •  

ადამიანი ცხოველია, რომელსაც შეუძლია იცინოს. სიცილი არის აფექტი, როცა დაძაბულად რაღაცას მოველით, ხელთ კი არაფერი გვრჩება.


  •  

ადამიანის ადამიანად ქცევა მხოლოდ აღზრდის ნაყოფია.


  •  

ფუფუნებასთან მიდრეკილება ყველაზე დიდი ბოროტებაა ადამიანის ცხოვრებაში.


  •  

ცნობილი აფორიზმების წაკითხვისას ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს მათი ავტორები ერთმანეთს კარგად იცნობენ.


  •  

თუმცა ყოველ ადამიანს სურს იყოს ბედნიერი, მაგრამ გარკვევით და თავის თავთან თანხმობით ვერავინ გეტყვის, თუ საკუთრივ რა ჰსურს ან რა სჭირდება. სიმდიდრეს ნატრობს? ცოდნას და გაგებას ესწრაფვის? დღეგრძელობაზე ოცნებობს? მერედა ვინ არის თავდები იმისა, რომ ცხოვრება ხანგრძლივ სატანჯველად არ ექცევა? ბედნიერება გონების იდეალი კი არ არის, არამედ წარმოსახვის იდეალია და მარტოოდენ ემპირიულ საფუძვლებს ემყარება.


  •  

სახელმწიფო მნიშვნელოვნად ლიმიტირებული უნდა იყოს სამართლის ნორმებით, რათა არ მივიდეს დესპოტიზმთან და განუკითხაობასთან; სახელმწიფო უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების მსახური და არა ბატონი.


  •  

მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს – მხოლოდ საშუალება.


  •  

წაართვით ადამიანს იმედი და სიზმარი, თქვენ მას აქცევთ ყველაზე უბედურ არსებად დედამიწაზე.


  •  

ცუდი საქმეა, როცა ბავშვს აჩვევენ, ყველაფერს ისე უყუროს, როგორც სათამაშო. ყველაზე საჭიროა ასწავლონ ბავშვს გარჯა-მუშაობა. ადამიანი ერთადერთი სულიერია, რომლისთვისაც გარჯა-მუშაობა მოვალეობაა.