იოანე ოქროპირი
იოანე ოქროპირი (დ. 344 და 354 წლებს შორის, ანტიოქია – გ. 14 სექტემბერი, 407, კომანში (კამანი), სოხუმი) — ქრიატიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწე, „ეკლესიის მამათაგანი“, მწერალი, ბრწყინვალე ორატორი. კონსტანტინოპოლის პატრიარქი 398 წლიდან, მიიღო საფუძვლიანი განათლება. მისი მასწავლებლები იყვნენ წარმართი ფილოსოფოსი ლიბანიოსი და თეოლოგი დიოდორუს ტარსუსელი.
სწავლებანი
რედაქტირებაშური მკვლელობის ფესვია. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 480
ბოროტება საკუთარ თავს ვნებს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 291
მოწყალების გარეშე ლოცვაც უნაყოფოა. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 299
გსურს პირველობა? - ის ჯერ სხვას დაუთმე. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 368
კეთილი უვიცობა ცუდ ცოდნაზე უმჯობესია. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 254
უფალი ღმერთი ხელს გიწვდის: გაუწოდე შენიც. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 83
მწუხარებები ჩვენი სკოლაა, სადაც ვსწავლობთ. |
ციტატის წყარო: მწუხარება
ამპარტავნება გონების სიმწირის დადასტურებაა. |
ციტატის წყარო: ამპარტავნება, გონება
ხელმძღვანელს დამორჩილებული ღმერთს ემორჩილება. |
ციტატის წყარო: მორჩილება, ქვეშევრდომთა მოვალეობანი, ღმერთი
ისე არაფერი ესათნოება უფალს, როგორც - მადლიერება. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 35
საქმით გაუნათლებელი სიბრძნე სირცხვილის წინდია. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 262
მოწყალებას ღატაკს აძლევ, ქრისტე კი ღებულობს მას. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 304
შენ იზრუნე ღვთისაზე და ღმერთიც იზრუნებს შენსაზე. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 129
ვინც სიმდიდრის ვნება დათრგუნა, ყველაზე მდიდარია. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 638
როცა უფალი აწესრიგებს, მაშინ ძნელიც ადვილი ხდება. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 135
წმიდანის პატივისცემა მათ მიბაძვაში მდგომარეობს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 275
საქციელითა და ცხოვრებით სწავლება ყველაზე უკეთესია. |
ციტატის წყარო: აღზრდა, მაგალითი ადამიანებისა
სხვისი ცოდვაში ჩაგდების გამო ორმაგად ვაგებთ პასუხს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 380
თუ საყვედურს საყვედურითვე უპასუხებ, ცეცხლს გააჩაღებ. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 338
ცოდვაში მცხოვრები მკვდრისაგან არაფრით განსხვავდება. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 396