იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე
იოჰან ვოლფგანგ გოეთე (გერმ Johann Wolfgang von Goethe; *28 აგვისტო. 1749, mაინის ფრანკფურტი - † 22 მარტი. 1832, ვაიმარი) — გერმანელი მწერალი და მოაზროვნე.
ციტატები
რედაქტირებაგარეგნულ ბრწყინვას წამიერი აქვს აღმავლობა, ჭეშმარიტი კი გადასწვდება შთამომავლობას. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
შეხედეთ ამ ტლანქ და გულცივ ხალხს და დაინახავთ, რომ წუთიერი გართობაა მათთვის მთავარი. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
და, რაც კი ძალგიძთ, ისარგებლოთ ცხოვრების ენით, რადგან ცხოვრებით ბევრი ცხოვრობს ამ ქვეყანაზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის რამე ნამდვილი მასზე. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
მაღალ სწრაფვათა მიღწევაზე ვინ იტყვის უარს! მაგრამ გარეგნულ ბრწყინვალებას ელტვიან უმალ. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
სულთა სამყარო დაგმანული ნუ გეგონება; გამოგფიტვია როგორც გული, ისე გონება. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
მოჩვენებითი საფრთხის გამო ვეძლევით განგაშს, და მას დავტირით, რაც ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
თუმც ცნობილია: ძალზე ხშირად ადამიანი თავგამოდებით უღრენს იმას, რაც ბევრად მასზე მაღლა დგას, რადგან, ბრმადქცეული და შურით სავსე, ვერ ეთვისება მშვენიერის ღვთაებრივ ძალას. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
ოღონდ საკუთარ თავისადმი ნდობა გაგაჩნდეს, და სულ ადვილად მოევლება უკვე დანარჩენს. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
რისი მოსმენაც აღაშფოთებთ უბიწო ყურებს, ის ტკბილ ოცნებად ესახებათ უბიწო გულებს. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
ერთი ვინმეც კი ვერ მოძებნოთ ამქვეყნად იქნებ, რომ კითხულობდეს ზომიერად გონივრულ წიგნებს. ახალგაზრდებზე ხომ არაფერს არ ვამბობ, რადგან, არა მგონია, რომ რაიმე გამოდნეს მათგან. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
მე ვარ ნაწილი მთელი იმ ნაწილისა, ვისაც სწადია ქმნას ბორიტი, მაგრამ იქმს კეთილს. |
ციტატის წყარო: „ფაუსტი“
მათემატიკოსები ფრანგებივით არიან; როცა მათ ელაპარაკები, ისინი ყველაფერს თავიანთ ენაზე თარგმნიან და შემდეგ უცებ ყველაფერი სულ სხვა რამ არის. |
ცოდნა, რომელიც გამაჩნია ყველას შეუძლია რომ შეიძინოს, მაგრამ ჩემი გული მხოლოდ მე მეკუთვნის. |
ქცევა ის სარკეა, რაშიც თითოეული ჩვენგანი ჩვენს სახეს ვაჩვენებთ. |
მხდალი და ლაჩარი მხოლოდ მაშინ იმუქრება, როცა უსაფრთხოდ გრძნობს თავს. |
დაყავი და იბატონე - გაჰყვირიან პოლიტიკოსები; გააერთიანე და უხელმძღვანელე - ეს კი სიბრძნის მოწოდებაა. |
თესვა ისე ძნელია არაა, როგორც მოსავლის აღება. |
მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი. ცოდნა უნდა გამოვიყენოთ. მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი, უნდა ვიმოქმედოთ. |
ვერავინ ვერ შეძლო სრულად შეეცნო საკუთარი თავი. |
წერილები ყველაზე მნიშვნელოვანი სამახსოვრო რამაა მათ შორის, რასაც კი ადამიანი ამ ქვეყნად ტოვებს. |
ერთი ბავშვებსა და ჩიტებს უნდა ვკითხოთ თუ რა გემო აქვს ალუბალსა და მარწყვს. |
მე შემიძლია გითხრა ჩემო კეთილო მეგობარო, თუ რისი უნდა გჯეროდეს: მიყევი ცხოვრებას. ის გასწავლის უკეთ, ვიდრე წიგნი ან ორატორი. |
ათი წლით ადრე თუ გვიან დაბადებულ ადამიანთა მთელი წარმოდგენები შესაძლოა განსხვავებული იყოს. |
მოდით ყველამ ერთად დავგავოთ ჩვენი სახლ-კარის წინა ნაწილი და მთელი მსოფლიო სუფთა იქნება. |
უბედნიერესია ის, მნიშვნელობა არ აქვს მეფეა თუ გლეხი, ვინც სახლში სიმშვიდეს იპოვის. |
უმჯობესია რომელიმე მეგობრისგან მოტყუებული დარჩე, ვიდრე თავად შენ მოატყუო ისინი. |
ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე. |
თუ კაცს უნდა რომ მიაღწიოს რაიმე დიდს, მან საკუთარი თავი იმაზე დიდად უნდა ჩათვალოს, ვიდრე სინამდვილეში არის. |
რომელი მთავრობაა საუკეთესო? ის, რომელიც გვასწავლის, როგორ ვმართოთ ჩვენი თავი. |
მსოფლიო მუდამ ერთი და იგივეა. |
ლიტერატურული დაღმასვლა, ერის დაღმასვლის მომასწავებელია. |
ღმერთს რომ ჩემი სხვაგვარობა სდომოდა, იგი მე სხვაგვარს გამაჩენდა. |
დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად. |
ვფიქრობ, მათზე უკეთესი ვარ, ვინც ჩემს რეფორმირებას ცდილობს. |
ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ბავშვების ჩვენივე წარმოდგენებით ფორმირება. ჩვენ უნდა მივიღოთ და გვიყვარდეს ისინი ისეთები, როგორიც ღმერთმა მოგვცა. |
ძალიან ცოტა ადამიანს აქვს რეალობის აღქმის უნარი. |
ყველაფერი ამ ქვეყნად მხოლოდ წუთიერი და წარმავალია. |
მხოლოდ ის არის საუკეთესო მთავრობა, რომელიც გვასწავლის ჩვენი თავის მართვას. |
რომ შექმნა რაიმე, აუცილებლად უნდა იყვე ვინმე. |
არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი, როგორც იმაში, თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ. |
კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება. |
ხასიათი თავისთავად, ცხოვრების დინებაში ყალიბდება. |
ჩვენ ხშირად ვფლანგავთ მთლიან დღეს, რადგან გვახსოვს, რომ არსებობდა გუშინდელი დღე და გვჯერა, რომ ხვალინდელი დღეც დადგება. |
თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ. |
ცხოვრებაში მთავარი ცხოვრებაა და არა ცხოვრების შედეგი. |
ცისარტყელა ცაზე 15 წუთის განმავლობაში რომ ჩანდეს, არავინ მიაქცევდა მას ყურადღებას. |
ინდივიდუალურობის არსებობისათვის გარკვეული ნაკლოვანებანიც საჭიროა. |
იმედი უბედურთა მეორე სულია. |
სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით. |
ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს. |
მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი. |
ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს. |
მხოლოდ ის ადამიანია სიცოცხლის ღირსი, ვინც დღენიადაგ ბრძოლით მოიპოვებს ცხოვრების უფლებას. |
არაბუნებრივი ძალიან ბუნებრივი რამაა. |
შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად. |
ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში. კაცმა მხოლოდ ის უნდა წაიკითხოს, რაც აღტაცების ღირსია. |
სრული ბედნიერების ჟამს თითოეული დღე მთელი სიცოცხლეა! |
თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა, ჩანს, ის რაღაცას წარმოადგენს. |
არაფერი ისე არ ასახავს ადამიანის ხასიათს, რაც ის, რაზეც იგი იცინის. |
როცა იდეა მარცხს განიცდის, საქმეში აქტიურად ერთვებიან სიტყვები. |
ჩვენ არასდროს ვტყუვდებით - ჩვენ თავადვე ვიტყუებთ საკუთარ თავს. |
არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია. |
ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავაპატიმროთ და მივუსაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ის თავის თავში იპოვის პასუხს კითხვაზე - რატომ? |
სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი. |
დიდი რევოლუციის მოხდენაში ხალხი კი არ არის დამნაშავე, არამედ - მთავრობა. |
გამოუყენებელი სიცოცხლე ადრეული სიკვდილის ტოლფასია. |
სიღატაკის დანახვა შურიანებს არ აშფოთებთ. |
შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის. |
ქალი ყოველი არსის გვირგვინია. |
თუნდაც აუსრულებელი მაღალი მიზნები უფრო ძვირფასია, ვიდრე აღსრულებული მდაბალი მიზნები. |
შეცდომები ახალგაზრდობაში საპატიებელია, მაგრამ ასაკში უკვე აღარ. |
არსებობენ ცრუხელოვანნი - დილეტანტები და სპეკულიანტები. პირველნი ხელოვნებაში იღწვიან გართობისათვის, მეორენი კი - გამორჩენისათვის. |
შინაგანი სამყაროს გადმოცემა ბგერებით, ყოველგვარ სხვა საშუალებათა დახმარების გარეშე, მუსიკის უდიდესი და უძვირფასესი თვისებაა. |
ადამიანი იმას აქებს, ვისიც სწორ და ტოლად თავისი თავი მიაჩნია. |
ადამიანი, რომელიც წვრილმანებისთვის ზრუნავს, სთესს ცრუ-მედიდურობას და მკის სასოწარკვეთილებას. |
ადამიანი თავისთავს ცნობს არა გონების თვალით, არამედ გამოცდილებით, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა შეუდგება მოვალეობის აღსრულებას. |
ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რის უნარიც თვითონ არა აქვს. |
იყავი გულკეთილი და ხშირად გაუმეორე კეთილი სიტყვები ისეთ ხალხს, ვინც გულმავიწყია. |
კაცის მანერები მისივე პორტრეტია, რომელშიც იგი თავის ნამდვლის სახეს გვაჩვენებს. |
იზრდება ცოდნა – იზრდება ეჭვი. |
„პატარა კაცი“ მაინც კაცად ითვლება. |
მოქმედება გამჭრიახობის გარეშე, ეს ხომ საშინელებაა. |
შეგიძლია თავი მკვდრად ჩათვალო, თუ არავის ნდობა არა გაქვს. |
ცოტას შეუძლია ჰქონდეს რეალიზმის წარმოსახვითი ხედვა. |
ცხოვრების თითოეული საფეხური გვიჩვენებს, რომ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს. |
ყოველდღე სასურველია, თუგინდ ერთი პატარა სიმღერა მოვისმინოთ, წავიკითხოთ ერთი კარგი ლექსი, შევხედოთ რაიმე ჩინებულ სურათს, და თუ შესაძლებელია, რამდენიმე ჭკვიანური სიტყვა წარმოვთქვათ. |
ყოველი ავტორი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვაჩვენებს მის ნამდვილ სახეს მისივე ნაშრომში, იმისდა მიუხედავად, ჰგავს თუ არა ეს სახე მის იმჟამინდელ მდგომარეობასა და ყოფას. |
თუ გინდა, რომ შეიცნო ადამიანის გონება, უბრალოდ ყური დაუგდე მას. |
სიყვარულს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მოვალეობას მასზე მეტი. |
სიცოცხლე ჩვენი ბავშვობის მარადისობაა. |
მაგია, ეს ხომ თვითდაჯერებაა და თუ შენ ამას შეძლებ, შეგიძლია ჩათვალო, რომ ყველაფერი შეგიძლია. |
როგორც კი საკუთარ თავს ნდობას გამოუცხადებ, შენ უკვე გეცოდინება, თუ როგორ უნდა იცხოვრო. |
არაფერი ფასობს ისე, როგორც ერთი დღე. |
არაფერი ისე არ ასახავს ადამიანის ხასიათს, რაც ის, რაზეც იგი იცინის. |
არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე იმის დანახვა, რომ ვიღაცის მოქმედებაში ერთი დიდი უვიცობა დევს. |
არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე უგემოვნო წარმოსახვის გრძნობა. |
პიროვნულობა ხელოვნებაში და პოეზიაში უმნიშვნელოვანესია. |
ადამიანის „ნახევრად-ცოდნა“ გამომდინარეობს მეორე ადამიანის ცოდნისაგან. |
ყველაზე ძნელი საქმე შენ თვალ წინ მომხდარის გაანალიზებაა. |
ადამიანის გონება შეუზღუდავია. |
მან, ვინაც პირველი ღილი არასწორად შეიკრა, ბოლოს მაინც ვერ შეიკრავს სწორად. |
დიდი შეცდომაა იოცნებო შენს თავზე იმაზე მეტად, ვიდრე გეკუთვნის და იმაზე ნაკლებად დააფასო საკუთარი თავი, ვიდრე ღირხარ. |
არაფერია სიღრმეში, შიგნიდან არაფერი ამოდის, რადგან ის რაც შიგნითაა, გარეთაა გამოვლენილი. |
ვინც ჩვენ გვასწავლის, მოძღვარს ვუწოდებთ, მაგრამ ყოველი, ვინც გვასწავლის, არ იმსახურებს ამ სახელს. |
განა სიყვარულს რაიმე საერთო აქვს გონებასთან? |
ჩვენ უნდა ვიყოთ არავინ და გვინდა, რომ გავხდეთ ყველაფერი. |
დარწმუნება ეს დაწყება კი არა, მხოლოდ ავნებს ყოველგვარ შემეცნებას. |
ყველა ქურდთაგან ყველაზე მავნე სულელია, ის გვპარავს დროს და ნერვებს. |
სიყვარული იდეალურია, ოჯახის შექმნა რეალური. იდეალურის და რეალურის შეერევაა საზღაურის გარეშე არასოდეს არ იქმნება. |
ამბობენ, ორ სხვადასხვა აზრს შორის ჭეშმარიტება დევსო, არავითარ შემთხვევაში, ამ დროს შუაში პრობლემაა. |
საკუთარი არასრულყოფილების შეგნება სრულყოფილებასთან გვაახლოებს. |
მშვენიერი თვისებაა ადამიანისა - რაიმე ახლის დაუყოვნებლივ დაწყების სურვილი. |
მხოლოდ ისაა თავისუფლების და ცხოვრების ღირსი, ვინც ყოველ დღე იბრძვის მისთვის. |
ვინც ეძებს, ის ვალდებულია შეცდეს და აირიოს. |
რისიც არ ესმით, იმას არ ფლობენ. |
უსარგებლო ცხოვრება უდროო სიკვდილია. |
ცხოვრებაში საქმე ცხოვრებას ეხება და არა მის შედეგს. |
ადამიანები არ დაიტანჯებოდნენ ასე ძლიერ, მათ რომ არ გაეღვივებინათ წარმოსახვის უნარი. არ ემახსოვრებოდათ უსასრულოდ წარსული წყენა და იცხოვრებდნენ უწყინარი აწმყოთი. |
უფრო ადვილია მოკვდე, ვიდრე ფეხზე მდგარმა აიტანო წამებულის ტვირთი. |
როცა საკუთარი თავი დავკარგეთ ყველაფერი დაიკარგა ჩვენთვის. |
ის, ვინც პირველ ადგილზე ზის, მთავარ როლს იშვიათად თამაშობს. |
ადამიანს სჭირდება ძალიან ცოტა მიწა, რათა სიკეთე ჰბადოს და უფრო ცოტა, რათა განისვენოს. |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გოეთე პროექტ Gutenberg-ზე
- Johann Wolfgang von Goethe's works at Projekt Gutenberg-DE (in German)
- Poems of J. W. Goethe as HTML/PDF, Directories, Dictionary (in German)