ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი (დ. 28 ივნისი, 1982, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე; პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. 2019 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრად. 2021 წლის 22 თებერვლიდან არის საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი.
ციტატები
რედაქტირებათანამემამულენო, ყველას მოგესალმებით. მოგეხსნებათ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. დღემდე ჩემი ყველა ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა. როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, იქნებოდა ეს ოჯახის შექმნის, კარიერის არჩევისა თუ პოლიტიკაში წასვლის შესახებ. ანუ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. |
ციტატის წყარო: 2015 წელს გაკეთებული განცხადება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ
ქართული ოცნების პირობებში ჩვენ არაერთი წინსვლისა და წარმატებისთვის გვაქვს მიღწეული. თუნდაც, ბაზრების გახსნა. აი, რას ნიშნავს თავისუფალი ბაზრების გახსნა გურჯაანელი გლეხებისთვის - მე წეღან მქონდა საშუალება და ვესაუბრე გურჯაანელ გლეხს, რომელიც იყო აღტაცებული. მისი კმაყოფილება გაგვიზიარა მან და თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ ნაცმოძრაობის დროს ყუთი ატამი ღირდა სამი ლარი, დღეს ღირს 2 ლარი, 1.80 ლარი, კილოგრამი ატამი. ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი ყველას ერთად დიდი წარმატება. ჩვენ გვიხარია, როცა გლეხი არის წარმატებული. |
ციტატის წყარო: საგარეჯოში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენისას გაკეთებული განცხადება
პირდაპირ ვთქვათ, რომ უკვე 30 წელია, ერთ წრეზე ვტრიალებთ, გარღვევას ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ. წინა ხელისუფლების დროს, ჩვენ არაერთი ფასადური რეფორმისა და ფასადური განახლების მომსწრენი გავხდით და დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს დასუსტების მიზნით ჩადენილი მიზანმიმართული ქმედებაა. ვფიქრობ, სწორედ ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რომელიც ათწლეულებია, აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ასეთი მითია, სუსტი და მცირე სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიოს და მაშინ ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვგულისხმობ იმ კონტექსტს, რომელიც დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში არსებობს. პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცედენტი ისტორიამ არ იცის, არც ამერიკა და არც ევროპა ამ გზით არ განვითარებულა. |
ციტატის წყარო: პარლამენტისთვის სამთავრობო გეგმის წარდგენა. 2021 წლის 22 თებერვალი.
მინდა გითხრათ ჩემი შეფასება, თუ რატომ ვიყავი წინააღმდეგი ე.წ. აღლუმის. ჯერ ერთი აღლუმი რა სახელია? მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება, ზოგადად, სხვა ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა, ჩატარდეს განსსხვავებული აზრის გამოსახატად, ამისთვის არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია, რომელიც პოლიციამ შესთავაზა ლგბტ თემს. |
ციტატის წყარო: მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაკეთებული განცხადება „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით. 2021 წლის 12 ივლისი.
ეს ე.წ. ლგბტ კვირეული დაანონსებული იყო მანამდე და ეს საზოგადოება და ორგანიზატორები მუდმივ კომუნიკაციაში და კოორდინაციაში იყვნენ პოლიციასთან. პოლიციამ თავიდანვე სრული უსაფრთხოება უზრუნველყო მათთვის, თავისუფალი შეკრების უფლება, რაც არის კონსტიტუციური უფლება ნებისმიერი ადამიანის და ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მიუხედავად მცდელობისა, ჩატარდა ეს აქცია. შემდეგ 2-3 ივლისს, ლისის ტბაზე გამოუყო ლოკაცია და პერიმეტრი იყო დაცული. პოლიციამ მთელი ამ დღეების განმავლობაში ეუბნებოდა, რომ არ ჩაატაროთ რუსთაველზე ლგბტ მარში, იმიტომ, რომ არ ჩატარებულა თბილისში აღნიშული და ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს - 85-90% არის წინააღმდეგი ასეთი დემონსტრაციული მარშების - არ არის საჭირო. ჩვენ ვართ კონსერვატიული საზოგადოება, ტრადიციული საზოგადოება ვართ. 85% არის მართლმადიდებელი ქრისტიანი - სხვა ღირებულებები გვაქვს. ამით მე კი არ ვეწინააღმდეგები განსხვავებული, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ადამიანს თავისი უფლება აქვს. ჩვენ ვიყავით ის ხელისუფლება, რომელმაც დაიცვა ეს ადამიანები არაერთგზის, მათ შორის, ანტიდისკრიმინაციული კანონიც მივიღეთ, როცა უვიზო რეჟიმს ვიღებდით და მაშინ საჭირო იყო ამის გაკეთება. არცერთ მოქალაქეს არ აქვს პრობლემა ათასი ადამიანი დადის ქუჩაში. ზოგი ასეთია, ზოგი - ისეთი. |
ციტატის წყარო: „რუსთავი 2-ისთვის“ მიცემული ინტერვიუ. 2021 წლის 17 სექტემბერი.
მეგობრებო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული ჩამოსვლა დაგეგმა. |
ციტატის წყარო: ღია წერილი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის თაობაზე, 2021 წლის 6 ოქტომბერი