კარლ გუსტავ იუნგი
კარლ გუსტავ იუნგი (Carl Gustav Jung; დ. 26 ივლისი, 1875, კესვილი, თურგაუ, შვეიცარია — გ. 6 ივნისი, 1961, კიუნახტი, ციურიხის კანტონი, შვეიცარია) — შვეიცარიელი ფსიქიატრი და ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი.
ციტატები
რედაქტირებათუ ერები ერთმანეთისგან სულიერი შრეებით განსხვავდებიან, ეს მათი განვითარების ისტორიას შეესატყვისება. |
იდიოტი ჩემი თავიც მეყოფა, სხვა რომ არ დავიმატო. |
ცუდი თვისებები, რომელთა არსებობასაც საკუთარ თავში ვერ ვამჩნევთ, გვგონია მხოლოდ სხვებს ახასიათებს. მათ ცოდვილ ცხოვრებას გვერდიდან ვუყურებთ და არც ვუშვებთ, რომ იგივე ცოდვები, შეიძლება, ჩვენც გვამძიმებდეს. |
სანამ არაცნობიერს არ გარდაქმნი ცნობიერად, მანამ ის წარმართავს შენს ცხოვრებას, რასაც ბედისწერას უწოდებ. |
ცოტას თუ შეუძლია განიცადოს ღვთაებრივი სახე-ხატი, როგორც სულის საკუთრება. ქრისტეს ისინი გარეთ პოულობენ და არა საკუთარ სულებში. სწორედ ამიტომ მეფობს მათი სულის სიღრმეებში წარმართული წყვდიადი. |
საკუთარი სიბნელის შემეცნება საუკეთესო მეთოდია სხვათა სიბნელის განსაკურნებლად. |
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ საგნებს და არა იმაზე, თუ როგორია ის სინამდვილეში. |
ადამიანები აკეთებენ ყველაფერს, ყოვლად აბსურდულ ქმედებებსაც კი, რათა თვალი არ გაუსწორონ საკუთარ სულს. ისინი მიმართავენ ინდურ იოგებსა და სავარჯიშოებს, იცავენ მკაცრ დიეტებს, სწავლობენ მთელი მსოფლიოს ლიტერატურას — ამ ყველაფერს კი იმიტომ აკეთებენ, რომ გაექცნენ საკუთარ თავს, მათ მცირეოდენი რწმენაც კი არ აქვთ, რომ საკუთარ სულში რაიმე ღირებულს აღმოაჩენენ. |
ორი პიროვნების შეხვედრა ორი ქიმიური ნივთიერების კონტაქტს ჰგავს. თუ მათ შორის რაიმე რეაქცია არსებობს, ორივე იცვლება. |