კახა ბენდუქიძე (დ. 20 აპრილი, 1956, თბილისი — გ. 13 ნოემბერი, 2014, ლონდონი) — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

კახა ბენდუქიძის პორტრეტი, გადაღებული მის კაბინეტში დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში.
მისი გარდაცვალების შემდეგ ეწოდა კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი / ფოტო გადაღებულია გაგა კაპანაძის მიერ

ციტატები

რედაქტირება
  •  

„თუ გლანძღავენ – ესე იგი საინტერესოდ ცხოვრობ, თუ გემუქრებიან – ესე იგი მათთვის საშიში ხარ, თუ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ – ესე იგი მათ არ გაუმარჯვიათ!“


  •  

„როგორც იცით, მთავრობამ გადაწყვიტა 1 მაისის დღესასწაულად გამოცხადება. მე ვთვლი, რომ ეს სირობაა და საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა...“


  •  

„ზოგიერთის კომენტარი იყო - 1 მაისი არ იყო საბჭოთა დღესასწაული, საერთაშორისო დღე არისო. სირების დღე საბჭოთა იქნება თუ საერთაშორისო - რა განსხვავებაა“


  •  

„დარწმუნებით საუბრობენ, რომ არსებობს ელიტური კორუფცია, მაგრამ თითქოს ის დამალულია. ეს იგივეა, ვთქვა, ამ ოთახში თქვენ უკან ნიანგები არიან, მაგრამ იმალებიან და რომ შეხედავთ, გაქრებიანო. წელიწადზე მეტია, ახალი მთავრობა აკონტროლებს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსურ პოლიციას.“


  •  

„აქამდე გვაქვს მხოლოდ ორი შემთხვევა ელიტური კორუფციის. აქედან გამომდინარე, არის ორი სავარაუდო პასუხი: ელიტური კორუფცია ან არ არსებობდა, ან არსებობდა და ახალი მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფინანსური პოლიცია იმდენად სუსტები არიან, მტკიცებულებებს ვერ პოულობენ“


  •  

„მათ ხომ არ იციან, რომ არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას? ან ფიქრობენ, რომ ვაპირებ ჩემოდნებით ფულის მიტანას არჩევნებზე.“


  •  

„ჩემი წარმოდგენა ჩემზე ძალიან განსხვავდება მათი წარმოდგენისგან ჩემზე, - მე ჩემი თავი უფრო ბუნჩულა მგონია, ვიდრე მათ ჰგონიათ რომ ვარ“


  •  

„მაგრამ მე რაჭველი ვარ და თუ გავბრაზდი, ბოლო-ბოლო მერე ნამეტანი ინერციულები ვართ ზვავივით. ვეღარ გავრჩევ სადაა სწორი გზა, სად არა, სადღაც ჩავექანები, მაგრამ ამ ჩაქანებისას, შეიძლება, ბევრი რამე დავამტვრიო,“


  •  

„არის რამდენიმე ჟურნალისტი და მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსი, რომელსაც არაპროპორციული ინტრესი აქვთ სააკაშვილისადმი. აი, მაგალითად რაღაცაზე ლაპარაკობ, მაგალითად ნიანგების გამრავლებაზე, მაგრამ ისინი გეტყვიან - „მაგრამ სააკაშვილი, ხო?!“


  •  

„თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა — რა არის სანახაობა? აი, მაგალითად ბენდუქიძე, რომელიც ღორივით ქშინავს, ჩაიჯიბა ფული და ქრთამებით იხრჩობა და სუნთქვა აღარ შეუძლია, როგორც დაწერა ერთმა ჟურნალისტმა ერთ დამპალ გაზეთში , ბევრი დამპალი გაზეთიდან ერთ-ერთში, ან კიდევ სახელმწიფო კანცელარიიდან როცა გამოუშვეს, ისეთი მსუქანი იყო, ვერ გამოეტია კარშიო და დემონტაჟი მოახდინესო, ასეთ ადამიანზე ზეწოლა ვიღაცას გაახარებს. აი ნახეთ, რაღაც უქნეს.“


  •  

„აირჩიეთ, როგორი ზრდა გინდათ? იცოდეთ:
წელიწადში 12% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს.
წელიწადში 10% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის
წელიწადში 7% - 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში.
წელიწადში 4% - 2040 წელს ვიქნებით ბანძები.
წელიწადში 2% - 2040 წელს არ ვიქნებით.
არაფერი არ ვიქნებით.

ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი“