კიანუ რივზი
კიანუ ჩარლზ რივზი (/kiːˈɑːnuː/, ინგლ. Keanu Charles Reeves; დ. 2 სექტემბერი, 1964) — კანადელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და მუსიკოსი. იგი ყველაზე მეტად ცნობილია სამსახიობო კარიერით, რომელიც 1985 წელს დაიწყო და სამ ათწლეულზე მეტი მოიცვა.
ციტატები
რედაქტირებანუ ეცდებით ქონების დაგროვებას რადგან ყველაფერი მატერიალური წარმავალია |
ასე მგონია მოხეტიალე მგზავრი ვარ. ერთ ადგილზე ვერ ვდგები. |
ფული მხოლოდ ინსტრუმენტია, რომლითაც თავისუფლებას ყიდულობ. |
არასოდეს არ დაბრუნდე წარსულში ის კლავს შენს ძვირფას დროს. |
ისტორიება არ მეორდება, ხალხი არ იცვლება არასოდეს ელოდო ვინმეს |
არ გაჩერდე ერთ ადგილზე, იარე მხოლოდ წინ და არ მოიხედო უკან |
ხალხი რომელსაც ჭირდები, აუცილებლად დაგეწევა |
ადამიანი ყოველდღიურ ბრძოლაში იწრთობა, ამიტომ ნუ დაემდურებით ბედს მძიმე ცხოვრებისთვის |
ისეთი მარტივი მოქმედება, როგორიც ყურადღების გამოჩენაა, ზოგისთვის ძალიან რთულია |
სასაცილოა, როცა ადამიანი უნიჭოდ ცრუობს, მხილების მერე კი, უფრო დიდ ტყუილს ამბობს თავის დასაცავად. |
შესაძლოა ძალიან ემოციურად აღვიქვამ უსამართლობას და ზედმეტად ხშირად ვაკრიტიკებ თანამედროვე საზოგადოებას, მაგრამ არც პირფერობა შემიძლია ვიღაცის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. |
მიყვარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, მაგრამ ძალიან არ მიყვარს მარტოობა. |
დუმილს უფრო მეტის თქმა შეუძლია ვიდრე ათასობით სიტყვას. |