კოკო შანელი
გაბრიელ ბონე „კოკო“ შანელი (ფრანგ. Gabrielle Bonheur „Coco“ Chanel) ( დ. 19 აგვისტო, 1883 — გ. 10 იანვარი, 1971 ) — ფრანგი დიზაინერი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მსოფლიო მოდის ისტორიაში.
ციტატები
რედაქტირება20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს. |
მოდა, რომელიც ვერ აღწევს ქუჩებამდე, არ არის მოდა. |
ქალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იმსახურებს. |
ქალი მაშინაა ყველაზე ახლოს სიშიშვლესთან, როცა ის უზადოდაა ჩაცმული. |
შეიმოსეთ თვალისმომჭრელად და მათ დაამახსოვრდებათ თქვენი აკაზმულობა; ჩაიცვით უზადოდ და უბრალოდ და მათ დაამახსოვრდებათ ქალი. |
მოდა არქიტექტურასავითაა - აქ ყველაფერი დამოკიდებულია პროპორციებზე. |
მოდა მიდის, სტილი რჩება. |
ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა. |
მას შემდეგ, რაც თავს შეიმკობთ აქსესუარებით, ყოველთვის მოიხსენით ის, რაც ბოლო გაიკეთეთ. |
იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას. |
თუ მამაკაცი ცუდად საუბრობას ყველა ქალზე, ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთმა ქალბატონმა ატკინა გული. |
ტყუილად ნუ გაფლანგავთ დროს კედელზე კაკუნით, იმ იმედით, რომ კედელი კარად გადაიქცევა. |
არსებობს ხალხი, ვისაც აქვს ფული და არსებობს ხალხი, ვინც არის მდიდარი. |
მსოფლიოში საუკეთესო ფერია ის, რომელიც შენ გიხდება. |
იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული. |
თუ ქალმა იცის, რომ კაცები პატარა ბავშვებივით არიან, მაშინ მან იცის ყველაფერი. |
მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა. |
არის დროს საყვარელი საქმის კეთებისათვის და დრო საყვარელი ადამიანისათვის. ამ ორის გარდა აღარაფრისათვის რჩება დრო. |
როდესაც ქალს იდუმალებას უბრუნებ, ამასთან ერთად შენ მას ახალგაზრდობასაც უბრუნებ. |
ქალი უნდა იყოს ორი: ერთი, ვინც არის ის და მეორე, ვინც სურს, რომ იყოს. |
დანაშაულის გრძნობა ყველაზე უფრო მტკივნეული კომპანიონია სიკვდილისას. |