ლევან გოთუა
ლევან პართენის ძე გოთუა (დ. 10 მარტი, 1905, თბილისი ― გ. 30 იანვარი, 1973, იქვე) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
ციტატები
რედაქტირებაბედნიერ მონობას უბედური თავისუფლება მაინც სჯობია |
არაფერი არ არის ისეთი ადვილი, როგორც რჩევის მიცემა და არაფერი არ ყოფილა ისეთი რთული, როგორც სხვისი რჩევით დიდი საქმის მოგვარება |
ამა ქვეყნის ძლიერება წარმავალია, როგორც შიშით შექმნილი სიყვარული |
არავითარი ბედნიერება არც მწადს და არც მწამს, უკეთუ ჩემი სამშობლოს ხარჯზე იქნება |
ადამიანს თუ მაღალი ზნეობა და აზრი არ ასულდგმულებს, მას აღარაფერი უანგარო არც ამოძრავებს |
თურმე, რამდენი ვარამი და სისხლი უნდა ჩაიგუბოს და ჩაიშროს მიწამა, რამდენი უბედურება იწვნიოს ერმა, რომ სულ უბრალო აზრზე მოვიდეს |
თუ გული გულობს, რა ადვილი ყოფილა ურთიერთგაგება და აზრთა მოხვევა |
მარცხი ისეთი სასწორია, ხან აქეთ დააჭარბებს, ხან იქეთ |
კეთილქართული საქმისთვის ხმალი და კაცი არასოდეს იქნება ზედმეტი |
გახსოვდეს, საქართველოში ყოველი საქმე ბრძოლაა, შრომაცა და ქეიფიც კი. ცუდი ისაა, საერთო სიკეთეს ყველაზე მეტი ბრძოლა სჭირდება ჩვენში. |
არაფერი ისე არ ახარებს გადახვეწილ კაცს, როგორც თავის ბავშვობაში გავლილ გზის ხელახლად გასავლელად |
სამშობლოში დასაბრუნებელი გზა უფრო გრძელია, ვიდრე სამშობლოდან უცხოობაში მიმავალი |
შენი ერი თუ უბედურია, შენ კი ბედნიერი — სადღაც არ ყოფილხარ პატიოსანი |
სიტყვაზე ძლიერი ყოფილა უტყვი მუდარა |
არავინ არ ჰკარგავს თავის სახეს ისე, როგორც სამშობლოდან ბოროტ ზრახვით გადახვეწილი |
ეჰ, ნეტავი სიკვდილსა ჰყავდეს დედ-მამა და სხვა სიკვდილმა ჩამოუქროლოს, სიმწრის ცრემლი აგემოს, საქციელიც გამოიცვალოს |
სიკეთე, თუნდაც მოძველებული და დრომოჭმული, ახალ სიგლახეს მაინც სჯობს |
ღმერთი ჩემო, რა ამოუწურავი სიკეთეა საქართველო |
მხდალი მუდამ ზედმეტად ფრთხილია |
ადამიანს იმედზე უკეთესი მეგობარი არც ჰყოლია და არც ეყოლება |
მარტოხელობა დიდ სეტყვაში თავშიშველობას ჰგავს |
დიდების კიბეზე მუხლისჩოქვით უფრო ხშირად და უფრო ჩქარაც ასულა და ადის ადამიანი |
ეჭვიანობა მეფეთა ხვედრი არ არის |
ცოდნა ერთია, ნახვა — მეორე |
იმედისა და ცოდნის საზღვარი ვის დაუდვია ჭაბუკისთვის |