ლევ ტოლსტოი

რუსი მწერალი

ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი (რუს. Лев Николаевич Толстой; დ. 28 აგვისტო/9 სექტემბერი, 1828, სოფ. იასნაია-პოლიანა ― გ. 7 ნოემბერი/ 20 ნოემბერი, 1910, რკინიგზის სადგური ასტაპოვო, ახლანდელი სადგური ლევ-ტოლსტოი, ლიპეცკის ოლქი, დაკრძალულია იასნაია-პოლიანაში) — რუსი მწერალი.

ლევ ტოლსტოი (1895)

ციტატები

რედაქტირება
  •  

ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთსა ჰგავს, ყოველი უბედური ოჯახი თავისებურადაა უბედური.

  ციტატის წყარო: „ანა კარენინა“ გამომცემლობა „საქართველო“ თბილისი - 2011

  •  

რელიგია ლაგამია მოსახლეობის ბარბაროსული ნაწილისათვის.

  ციტატის წყარო: „ანა კარენინა“ გამომცემლობა „საქართველო“ თბილისი - 2011

  •  

არიან ადამიანები, რომლებიც თავის ბედნიერ მეტოქეს რომ შეხვდებიან, რასაც უნდა შეეხებოდეს ეს მეტოქეობა, მზად არიან თავი აარიდონ ყოველივე კარგს, რაც კი მას გააჩნია და მხოლოდ ცუდი შენიშნონ მასში; არიან ისეთებიც, რომლებიც, პირიქით, ცდილობენ აღმოაჩინონ თავიანთ ბედნიერ მეტოქეში ის თვისებები, რითაც მან გამარჯვებას მიაღწია, და გულისტკივილით ეძებენ მასში მხოლოდ კარგს.

  ციტატის წყარო: „ანა კარენინა“ გამომცემლობა „საქართველო“ თბილისი - 2011

  •  

არა, ჩვენ ვერ გაგვექცევი, ვერ იქცევი სხვა ადამიანად, ისეთივე დარჩები, როგორიც იყავი; ყველაფერში დაეჭვებული და საკუთარი თავით მარად უკმაყოფილო. ამაოდ ეცდები გამოსწორებას, შეცდომებს მაინც ვერ ასცდები, მუდამ მომლოდინე იქნები ბედნიერეისა, რომელსაც ვერ ეღირსე და შეუძლებელიც არის შენთვის.

  ციტატის წყარო: „ანა კარენინა“ გამომცემლობა „საქართველო“ თბილისი - 2011

  •  

თვალთმაქცობას შეუძლია მოატყუოს ძალიან ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი ადამიანიც; მაგრამ ბავშვი კი, რაც არ უნდა გონებაშეზღუდული იყოს იგი და რაგინდ ხელოვნურად არ უნდა დაფარო ეს თვალთმაქცობა, მაინც მიგიხვდება და შეგიძულებს ამის გამო.

  ციტატის წყარო: „ანა კარენინა“ გამომცემლობა „საქართველო“ თბილისი - 2011

  •  

ყოველ ადამიანს, რომელსაც დაწვრილებით ესმის გარემომცველ პირობათა მთელი სირთულე, უნებლიეთ ჰგონია, რომ მხოლოდ მის კისერზეა ამ პირობათა სირთულე და მათი გარკვევის სიძნელე, რომ ეს მხოლოდ მისი შემთხვევითი თავისებურებაა, და არაფრით არ წარმოუდგენია, რომ სხვაც გარემოცულია თავის პირად პირობათა სირთულით.

  ციტატის წყარო: „ანა კარენინა“ გამომცემლობა „საქართველო“ თბილისი - 2011

  •  

- მე მინდოდა მისი ნახვა, რათა... ანა გაჩერდა, რადგან ვეღარაფერი მოიფიქრა.
- მე არ მსურს დაწვრილებით ცოდნა, თუ რისთვის ესაჭიროება ქალს თავისი საყვარლის ნახვა.
- მე მინდოდა, მე მხოლოდ... - უპასუხა ანამ და სახეზე ალმური მოედო. ქმრის ასეთმა უხეშობამ გააბრაზა იგი, გამბედაობა შემატა, - ნუთუ ვერ გრძნობთ, თუ რა იოლია თქვენთვის ჩემი შეურაცხყოფა? - უთხრა მას ანამ.
- შეურაცხყოფა შეიძლება პატიოსანი ადამიანის, პატიოსანი ქალის, მაგრამ ქურდს რომ უთხრა, ქურდი ხარო, ეს მხოლოდ ფაქტის დადასტურებაა.

  ციტატის წყარო: „ანა კარენინა“ გამომცემლობა „საქართველო“ თბილისი - 2011

  •  

ნეტარებას განიჭებს არა ჭეშმარიტების აღმოჩენა, არამედ ძიება ამ ჭეშმარიტებისა.

  ციტატის წყარო: „ანა კარენინა“ გამომცემლობა „საქართველო“ თბილისი - 2011

  •  

მომიტევე არა იმიტომ, რომ ღირსი ვიყო ამისა, არამედ შენი მოწყალების გამო.

  ციტატის წყარო: „ანა კარენინა“ გამომცემლობა „საქართველო“ თბილისი - 2011


  •  

თუ გინდა იყო ბედნიერი - იყავი!


  •  

ქალ-ვაჟის სიყვარულში მუდამ არის ერთი ისეთი წუთი, როცა მათი სიყვარული აღწევს უმაღლეს წერტილს და როცა შიგ არ არის არც რა წინასწარ მოფიქრებული, არც დაგეგმილი და არც არანაირი ვნებითი განცდა.


  •  

სიმამაცეზე უფრო ხშირად ლაპარაკობენ ლაჩრები, ხოლო კეთილშობილებაზე- გაიძვერები.


  •  

რა გამანადგურებელი, რა შეუბრალებელი არსებაა ადამიანი. რამდენი სხვადასხვა ცოცხალი არსება და მცენარე მოსპო თავისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად!


  •  

მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი.


  •  

იმის თქმა, რომ ერთი ადამიანი სიკვდილამდე გეყვარება იგივეა, რომ თქვა რომ ერთი სანთელი მანამ არ ჩაქრება, სანამ ცოცხალი ხარ.


  •  

არ იფიქრო, თითქოს სიბრძნე მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანების თვისება იყოს, სიბრძნე ყველა ადამიანს სჭირდება და ამიტომ ყველასათვის არის დამახასიათებელი. სიბრძნე ის არის, რომ იცოდე შენი დანიშნულება და მისი აღსრულების საშუალება.


  •  

კარგი გრძნობაა, გრცხვენოდეს ადამიანების, მაგრამ უმჯობესია საკუთარი თავის გრცხვენოდეს.


  •  

მამაკაცთა უმრავლესობა თავიანთი ცოლებისგან მოითხოვენ ისეთ ღირებულებებს, რისი ღირსნიც თვითონ არ არიან... ადამიანი არის წილადი, რომლის მრიცხველია ის, თუ სხვები რას ამბობენ მასზე, ხოლო მნიშვნელი არის ის, თუ რა წარმოდგენა აქვს მას საკუთარ თავზე.


  •  

მოერიდე ყოველგვარ ხარჯს, რომელსაც პატივმოყვარეობის გამო სწევ.


  •  

ადამიანი არის წილადი, რომლის მრიცხველია ის, თუ სხვები რას ამბობენ მასზე, ხოლო მნიშვნელი არის ის, თუ რა წარმოდგენა აქვს მას საკუთარ თავზე.


  •  

ნუ გგონია, რომ სიბრძნე განსაკუთრებული ადამიანების თვისებაა, სიბრძნე ისაა რომ იცოდე შენი დანიშნულება და გქონდეს საშუალება მისი აღსრულებისა.


  •  

ადამიანი ესწრაფვის ცხოვრებაში იმას კი არა, რომ ჰქმნას, რასაც საუკეთესოდ სთვლიან, არამედ იმას, რაც შეიძლება მეტს ნივთს დაარქვას თავისი სახელი და სთქვას, ჩემიაო.


  •  

აზრები, რომელთაც უზარმაზარი შედეგი მოსდევს, ყოველთვის უბრალოა.


  •  

ადამიანი ისე ვერ იცოცხლებს, თუ არ იცის, რა არის და რისთვის არის ამქვეყნად. პასუხს აძლევს ცხოვრება და ასწავლის, რა არის ცუდი დე რა არის კარგი.


  •  

ნიცშე არანორმალურია და ამასთანავე სულელი.


  •  

ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად.


  •  

პატივისცემა მოიგონეს იმისთვის, რომ შეავსონ ადგილი იქ, სადაც სიყვარული უნდა იყოს.

  ციტატის წყარო: ლევ ტოლსტოის ციტატები


  •  

არ არსებობს პირობები, რომელსაც ადამიანი არ შეეგუება, მით უმეტეს, როდესაც ხედავს, რომ მისი გარემომცველებიც ასე ცხოვრობენ.

  ციტატის წყარო: ლევ ტოლსტოის ციტატები


  •  

თუ შენ შეიცნობ იმ ერთადერთს, რომელიც გიყვარს, შენ შეძლებ სხვა ქალების შეცნობას, თუნდაც ათასობით იყვნენ.

  ციტატის წყარო: ლევ ტოლსტოის ციტატები


  •  

არავინაა კმაყოფილი იმით, რაც გააჩნია და ყველა კმაყოფილია საკუთარი ჭკუით.

  ციტატის წყარო: ლევ ტოლსტოის ციტატები


  •  

ადამიანებს, რომელთაც არ ძალუძთ რამიე გააკეთონ უნდა აკეთონ ახალი ადამიანები, სხვა დანარჩენებმა კი იზრუნონ მათ განათლებასა და ბედნიერებაზე.

  ციტატის წყარო: ლევ ტოლსტოის ციტატები


  •  

წაგებული ორთაბრძოლა იღბლიანი გასროლით იწყება.

  ციტატის წყარო: ლევ ტოლსტოის ციტატები


  •  

ადამიენებისგან ერთადერთი გადარჩენაა, დაფარო საკუთარი ჭრილობები.

  ციტატის წყარო: ლევ ტოლსტოის ციტატები


  •  

განათლებაც ისაა, რომ არაფრისგან სიამოვნება შექმნა.

  ციტატის წყარო: ლევ ტოლსტოის ციტატები


  •  

რა მარტივია ცხოვრება თუ მისდევ იმ აშკარა ჭეშმარიტებას, რომ სიკეთე, სიყვარული, გახსნილობა - საუკეთესო და უადვილესი საშუალებაა ადამიანების დასაახლოვებლად.

  ციტატის წყარო: ლევ ტოლსტოის ციტატები


  •  

სისხლსავსე ცხოვრება მინდოდა და არა არსებობა. მსურდა მღელვარება და ხიფათი და თავგანწირვა სიყვარულისთვის. მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობდი, რომელიც ჩვენს წყნარ ცხოვრებაში ადგილს ვერ პოულობდა.


 
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ლევ ტოლსტოი