ლეონარდო და ვინჩი
ლეონარდო და ვინჩი (იტალ. Leonardo da Vinci) (დ. 15 აპრილი, 1452, ვინჩი, იტალია; გ. 2 მაისი, 1519, ამბუაზი, საფრანგეთი) — აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი.
ციტატები
რედაქტირება„სიბრძნე ცდის შვილია.“ | |
— ლეონარდო და ვინჩი |
ცდას ადამიანი არასდროს არ შეყავს შეცდომაში | |
— ლეონარდო და ვინჩი |
„ვინც ცდისგან იმას მოითხოვს, რისი მოცემაც არ შეუძლია, მას ტვინი აქვს ნაღრძობი.“ | |
— ლეონარდო და ვინჩი |
„მეცნიერება სარდალია, ხოლო პრაქტიკა — ჯარისკაცი.“ | |
— ლეონარდო და ვინჩი |
„ბედნიერება იმას ენიჭება, ვინც ბევრს შრომობს.“ |
ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“. თბილისი, 1987
„ჯერ შეისწავლე მეცნიერება, შემდეგ იბრძოლე პრაქტიკისთვის, რომელიც ამ მეცნიერებიდან გამომდინარეობს.“ | |
— ლეონარდო და ვინჩი |
„იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ.“ |
ციტატის წყარო: ლეონარდო და ვინჩის მეთოდები ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად 1-7
„ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან.“ |
ციტატის წყარო: ლეონარდო და ვინჩის მეთოდები ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად 2-7
„მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი.“ |
ციტატის წყარო: ლეონარდო და ვინჩის მეთოდები ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად 3-7
„მიიღე და გაიაზრე პარადოქსები.“ |
ციტატის წყარო: ლეონარდო და ვინჩის მეთოდები ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად 4-7
„გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით.“ |
ციტატის წყარო: ლეონარდო და ვინჩის მეთოდები ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად 5-7
„შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე.“ |
ციტატის წყარო: ლეონარდო და ვინჩის მეთოდები ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად 6-7
„დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე!“ |
ციტატის წყარო: ლეონარდო და ვინჩის მეთოდები ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად - 7
„ადამიანები მოუსმენენ მათ — ვინც არ ლაპარაკობს.“ |
ციტატის წყარო: „წამოძახილები წარსულიდან“
„ადამიანები ისაუბრებენ მასთან – ვინც მათგან ძალიან შორს არის.“ |
ციტატის წყარო: „წამოძახილები წარსულიდან“
„ადამიანები ივლიან, თუმცა არ იმოძრავებენ.“ |
ციტატის წყარო: „წამოძახილები წარსულიდან“
„მიწა გადაიშლება… ამოვლენ სიბნელით მოცული მხეცები, რომლებიც დაიწყებენ ადამიანთა განადგურებას. დაიღუპება ბევრი სიცოცხლე, დედამიწაში ურიცხვი ნასვრეტი გაჩნდება. თუმცა ადამიანების დიდი ნაწილი გადარჩება. გადარჩენილი ადამიანები საკუთარ სახლებს დატოვებენ. დატოვებული სახლები და სხვა ყველაფერი ფრინველებისა და მხეცების ლუკმა გახდება.“ |
ციტატის წყარო: „წამოძახილები წარსულიდან“
„ბევრი იქნება ისეთი ხალხი, რომლებიც დაიმალებიან და ასევე გადამალავენ სანოვაგეს და საკუთარ შვილებს ღრმა გამოქვაბულებში. ადამიანები იქ, სიბნელეში იცხოვრებენ მრავალი თვის მანძილზე ყოველგვარი ბუნებრივი თუ ხელოვნური განათების გარეშე.“ |
ციტატის წყარო: „წამოძახილები წარსულიდან“
„დაბრუნდება ჰეროდეს დრო, როდესაც დედებს უმანკო ჩვილები წაერთმევათ.“ |
ციტატის წყარო: „წამოძახილები წარსულიდან“
„დედამიწის ზოგიერთ ადგილას ადამიანები გადაყრიან ყველანაირ საჭმელს და სასმელს, რომელიც მათი სიცოცხლისთვის იყო განკუთვნილი, რადგან ეს სანოვაგე იქნება სიკვდილი.“ |
ციტატის წყარო: „წამოძახილები წარსულიდან“
„ადვილად დასანახი იქნება ჰაერში, დიდ სიმაღლეზე ვებერთელა გველები ფრინველებს როგორ ებრძვიან.““ |
ციტატის წყარო: „წამოძახილები წარსულიდან“
„სადაც მთავრდება იდეები, იქ იწყება სიცარიელე.“ |
„ვინც სიცოცხლეს არ აფასებს, არც იმსახურებს მას.“ |
„ყოველი, რასაც ზამთარში თოვლი ფარავდა, გაზაფხულზე გამოჩნდება. ასევე სიცრუე არ დაიფარება.“ |
„როგორც კარგად გატარებული დღე იძლევა მშვიდ ძილს, აზრიანად გატარებული ცხოვრებაც იძლევა მშვიდ სიკვდილს!“ |
„ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ, ილაპარაკებენ მასთან, ვინც არაა, მოუსმენენ მას, ვინც არ ლაპარაკობს.“ |
„ცხოვრება სულაც არ მოგეჩვენება მოკლე, თუკი მას საინტერესოდ გაატარებ.“ |
„ვაზს ეცოტავა თავისი მხარე, მესერზე გადავიდა, ქუჩის მიღმა მოეჭიდა სხვა ღობეს, მაშინ გამვლელებმა იგი გადაჭრეს.“ |
„ვინც სათნოებას თესავს, დიდებას იმკის.“ |
„დიდება შრომის ხელშია.“ |
„სიბრძნე — გამოცდილების ასულია.“ |
„მტერი, რომელიც ააშკარავებს შენს შეცდომებს უფრო სასარგებლოა, ვიდრე მეგობარი, რომელიც მათ ფარავს.“ |
„თითქმის ყოველთვის და ყველგან, სადაც გონივრული საბუთები თავდება, იწყება ყვირილი.“ |
„ადამიანები ერთიმეორეს დაელაპარაკებიან და პასუხს გასცემენ ერთმანეთს შორეულ ქვეყნიდან შორეულ ქვეყანაში.“ |
„ვირს ღრმა ტბის ყინულზე ჩაეძინა. ყინული გალხვა, ვირი ჩაიძირა და მაშინვე დაიხრჩო, მისდა სამწუხაროდ.“ |
„მაიმუნმა იმდენი კოცნა ჩიტი, იმდენი ეფერა, რომ სიცოცხლე მოუსწრაფა.“ |
„მხოლოდ დიდება ამაღლდება ცად, რამეთუ საქველმოქმედო საქმეები - ღმერთის მეგობრები არიან.“ |
„ფრინველი მათემატიკური კანონებით მოქმედი ინსტრუმენტია, რომლის დამზადებაც სავსებით შეუძლია ადამიანს.“ |
„თუ კამათში ავტორიტეტებს იმოწმებ, ამით შენს მეხსიერებას ავლენ, და არა გონებას.“ |
„დასაწყისში უფრო ადვილია წინააღმდეგობის გაწევა, ვიდრე ბოლოში.“ |
„ყოველი მსჯელობა მარადიულ დუმილამდე დაიყვანება და მის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ მშვიდად ისარგებლონ ამ (ზუსტი) მეცნიერებებით, რაც შეუძლებელია გონებისმიერი ცრუმეცნიერების შემთხვევაში.“ |
„ყოველი დაბრკოლება შეუდრეკლობით გადილახება.“ |
ციტატის წყარო: ლეონარდო და ვინჩის ციტატები
„სამწუყხარო მომავალი ელის მას, ვინც დაჯილდოებულია ნიჭით და სრულყოფისაკენ დაუსრულებელი სწრაფვის ნაცვლად ის გადაეშვება საკუთარი თავის სიამაყის უზომო ზეიმში, თვითკმაყოფილებაში დახარჯავს დროს. ასეთი ადამიანი გამუდმებით ხარჯავს სიცხადეს და ბასრ აზროვნებას, იქცევა უაზროდ, ზარმაცად და ჟანგის საფარველქვეშ ეხვევა, ჟანგის რომელიც ჭამს სხეულსა და სულს.“ |
ციტატის წყარო: ლეონარდო და ვინჩის ციტატები
„იქ სადაც აზრი მთავრდება, იწყება ღრიალი.“ |
ციტატის წყარო: ლეონარდო და ვინჩის ციტატები
„საბრალოა მოსწავლე, რომელიც მასწავლებელს არ სჯობია.“ |
ციტატის წყარო: ლეონარდო და ვინჩის ციტატები
„არსებობს ადამიანების სამი სახე: ისინი ვინც ხედავენ, ისინი ვინც ხედავენ თუ აჩვენებენ და ისინი ვინც ვერ ხედავენ.“ |
ციტატის წყარო: ლეონარდო და ვინჩის ციტატები
წინასწარმეტყველებანი
რედაქტირება„დავინახავთ როგორ გაგლეჯს ლომის მოდგმა მიწას თავისი ბრჭყალებით და ამოთხრილ ორმოებში დაიმარხავს თავის თავს იმათთან ერთად ვინც მას ემორჩილება. გასკდება მიწა, ამოვლენ სიბნელით მოცული მხეცები. ისინი გასაოცარი ნახტომებით მიესევიან ხალხს და მხეცური ჯიჯგნითა და სისხლის ღვრით შეჭამენ მათ. ჰაერში იფრენს ფრთოსანი ბოროტი ჯიში,ისინი მიესევიან ხალხსა და ცხოველებს და მათით გამოიკვებებიან შემზარავი კივილით.“ |
„დავინახავთ, როგორ გადმოედინება სისხლი ხალხის დაფლეთილი სხეულიდან. ადამიანები ისე ცუდად იქნებიან, რომ თავისივე ხელებით მოიქავებენ წყლულებს და თავის თავს ავნებენ. მცენარეები ფოთლების გარეშე დარჩებიან, ხოლო მდინარეები დინებას შეწყვეტენ. წყალი ამაღლდება მაღალ მწვერვალებამდე და ისევ დაეხეთქება ადამიანთა საცხოვრისს. ადამიანები თავის სანოვაგეს გადაყრიან, იმიტომ, რომ ის სიკვდილი იქნება.“ |
„მე ვხედავ ხალხს, როგორც ქალებს, ასევე კაცებს, გაკოჭილებს ძლიერად ხელფეხში, რომელთაც ერთმანეთის ენა არ ესმით და სანუგეშოდ მხოლოდ ერთმანეთის ცრემლიანი ბღავილიღა დარჩენიათ.“ |
„ბევრი იქნება ისეთი, რომელსაც არც თავისი წარსული და არც ვინაობა ახსოვს. ისინი იწვებიან ნახევრად-მკვდარ ხალხთან და ეძინებათ ფრინველთა ფრთებზე.“ |
„ხალხი ერთმანეთს დაელაპარაკება ქვეყნიდან ქვეყანაში, ისე რომ მათ ხმას ვერც გაიგონებენ.“ |
„თუკი ადრე იყო დრო, როდესაც ქალიშვილებს თავი უნდა დაეცვათ კაცებისაგან ქორწილამდე, შემდგომში აუცილებელი იქნება, მშობლებმა ფული გადაუხადონ კაცებს, რომ ისინი დაწვნენ მათ ქალიშვილებთან.“ |
„ხალხი ივლის და არ იმოძრავებს, ილაპარაკებს იმასთან, ვინც არ არის, გაიგონებენ მის ხმას, ვინც არ ლაპარაკობს.“ |
„თვალსაჩინო იქნება ფორმები და ფიგურები ცხოველებისა და ადამიანებისა, რომლების დასდევენ ამ ადამიანებსა თუ ცხოველებს. ისინი მათ იქ გაყვებიან სადაც წავლენ, მაგრამ გასაკვირი ის ფორმები იქნება, რომლებშიც გადავლენ ფიგურები.“ |
„ადამიანთა მოდგმა იქამდე მივა, რომ ერთი ადამიანი ვერ გაარჩევს მეორეს საუბარს — უფრო სწორედ გერმანელი თურქისას.“ |
„ადამიანები დაინახავენ, თუ როგორ განადგურდება და დაიმსხვრევა მათი ნამოქმედარი და ნამუშევარი.“ |
„დაიღუპება უამრავი ადამიანი, ხოლო მიწაში იქნება უამრავი ორმო.“ |
„მხეცების ტყავი გამოიყვანს ადამიანს მდუმარებიდან და მიიყვანს ლანძღვამდე და ჩხუბამდე.“ |
„შესამჩნევი იქნება, როგორ გადაწყვეტს მკვდრის ძვალი მისი მამოძრავებლის სიცოცხლეს.“ |
„წყალი იქნება აშკარა მიზეზი უამრავი სიცოცხლის დაღუპვისა და ქალაქების დატბორვისა.“ |
„შიმშილის გამო ხალხი აიტანს დარტყმას, ლანძღვას, გინებასა და ჩხვლეტას.“ |
„ძნელი შესამჩნევი არ იქნება, თუ როგორ ებრძვიან უშველებელი გველები არანაკლები ზომის ფრინველებს.“ |
„ტყე დაბადებს ნაშიერს, რომელიც იქნება მისი სიკვდილის მიზეზი.“ |
ლიტერატურა
რედაქტირება- გელოვანი აკაკი, სიბრძნის სიმფონია, გამ. „ხელოვნება“,1989.