მამა გაბრიელი
მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე; დ. 1929 — გ. 2 ნოემბერი, 1995) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე - არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი.
სწავლებანი
რედაქტირებაშეიცან შენი უძლურება და უფალი გაგაძლიერებს შენ. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 304
მარხვა ცოდვების სინანულია. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 298
პირობის დარღვევა დიდი ცოდვაა. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 305
ერში იკარგება მონასტრის მადლი. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 306
თუ გინდა ბერობა, შენ უკვე ბერი ხარ. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 307
სიყვარული ლომს ქედს მოადრეკინებს. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 296
კარგ ბერს ერთი სეფისკვერი უნდა ეყოს. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 306
ბერთან მიახლოება ცეცხლთან თამაშია. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 307
როგორც კი შესცოდავ, მაშინვე შეინანე. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 313
გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნის. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 298
კადნიერება ყველა ბოროტების დასაბამია. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 307
ბერსაც სჭირდება თანაგრძნობა და ნუგეში. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 307
მონასტრიდან ხანგრძლივი დროით ნუ გახვალ. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 306
გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 308
ღვთის განგების იმედი არასოდეს დაჰკარგო. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 313
მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 309
სადაც მეტი მადლია, საჩუქარიც მეტი იქნება. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 311
მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 303
ჯერ უგუნური უნდა იყო, რომ მერე ბრძენი გახდე. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 312
ღმერთი უმაღლესი განგებით სცდის ადამიანებს. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა [გვ. 304
ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 296
დიდი მადლია მტრედებს და ჩიტებს აჭამო საჭმელი. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 313
ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 305
ცუდია, როცა ენა წინ გისწრებს, ჭკუა კი უკან გრჩება. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 305
ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 299
საერო გაზეთებში ხატების დაბეჭდვა დიდი დანაშაულია. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 305
ჩემი ჯვარი სრულიად საქართველო და ნახევარი რუსეთია. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 312
მონაზვნობა ანგელოზის ხარისხია, ცეცხლში უნდა გაიარო. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 304
მონასტერი სასტუმრო არაა, მონასტერი დიდი სიყვარულია. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 306
ასჯერ მრუში ჯობია იყო, ვიდრე სარწმუნოებას გადაუხვიო. |
ციტატის წყარო: ბერის დიადემა გვ. 308