მარგარეტ ტეტჩერი
ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი (ინგლ.Margaret Hilda Thatcher, ქალიშვილობაში რობერტსი; დ. 13 ოქტომბერი, 1925 — გ. 8 აპრილი, 2013) — გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი (კონსევატიული პარტია) 1979-90 წლებში, „რკინის ლედი“.
ციტატები
რედაქტირებაჩემს ოპონენტებს რომ დაენახათ, როგორ გავიარე ტემზაზე, ალბათ იტყოდნენ, რომ ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ ცურვა არ ვიცოდი. |
ბრიტანეთს რკინის ლედი სჭირდება. |
საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად, ხანდახან გიწევს რამდენჯერმე მოიგო ერთი და იგივე ომი. |
თავისუფლება შეუძლებელია ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე. |
იყო ძლიერი, დაახლოებით იგივეა, რომ იყო ქალი. თუკი ხალხისთვის ამის მტკიცება გიწევს, ესე იგი არ ხარ ასეთი. |
ბრიტანელების სოციალიზმის სენისგან განკურნების მცდელობა წურბელებით ლეიკემიის მკურნალობას ჰგავდა. |
ევროპა არასდროს გახდება ამერიკა, რადგან ევროპა ისტორიის ნაყოფია, ხოლო ამერიკა - ფილოსოფიისა. |
10 წამი საკმარისია იმისათვის, რომ შემექმნას შეხედულება პიროვნებაზე. როგორც წესი, პირველი შთაბეჭდილება იშვიათად აღმოჩნდება ხოლმე არასწორი. |
ამერიკა ახალი იერუსალიმი არ არის. მას ვერ შექმნიდნენ მხოლოდ წმინდანები და, რომც შეექმნათ, ნამდვილად ვერ მიაღწევდა ამგვარ წარმატებას. |