მარკოზის სახარება

მარკოზის სახარება (ბერძ. Κατά Μαρκον Ευαγγέλιον) — ახალი აღთქმის მეორე წიგნი და ოთხი კანონიკური სახარებიდან ერთ–ერთი. უმოკლესი ოთხი სახარებიდან. ახალ აღთქმაში მოსდევს მათეს სახარებას და დგას ლუკას სახარებისა და იოანეს სახარების წინ.

ციტატები

რედაქტირება
  • დასაწყისი იესო ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა. როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას. ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. იყო იოანე უდაბნოში, ნათელს სცემდა და ქადაგებდა ნათლის ცემას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად. გამოდიოდა მის მიმართ მთელი იუდეის ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი, ნათელს იღებდნენ მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. ხოლო იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი და ჭამდა კალიებს და ველურ თაფლს. ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ჩემს შემდგომ ჩემზე უძლიერესი, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ დავიხარო და გავხსნა მისი ხამლის საკვრელი. მე თქვენ მოგნათლეთ წყლით, ხოლო ის მოგნათლავთ სული წმიდით. (1:1-8)
  • ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, ის იყოს თქვენი მსახური.

და ვინც თქვენში მოისურვებს პირველობას, ის იყოს ყველას მონა. (10:43-44)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება