მარკ ტვენი

ამერიკელი მწერალი

მარკ ტვენი (ნამდვილი სახელი და გვარი – სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი (ინგლ. Mark Twain; Samuel Langhorne Clemens) დ. 30 ნოემბერი, 1835, ფლორიდა, მისურის შტატი ― გ. 21 აპრილი, 1910, რედინგი, კონექტიკუტის შტატი) — ამერიკელი მწერალი.

მარკ ტვენი (1907)

ციტატები

რედაქტირება
  •  

გველი რომ აკრძალული ყოფილიყო, ადამი მასაც შეჭამდა.


  •  

ნურასოდეს გადადებ ხვალისთვის საქმეს, რომელიც ზეგ შეგიძლია გააკეთო!


  •  

ღვთის შეწევნით ჩვენ მონიჭებული გვაქვს სიტყვის, სინდისის თავისუფლება: მაგრამ ჩვენ გვაქვს აგრეთვე გონიერება, რომელიც გვკარნახობს, რომ უმჯობესია ნაკლებად გამოვიყენოთ ისინი.


  •  

ჯოჯოხეთი მართლაც ერთადერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული გაერთიანებაა მთელ სამყაროში.


  •  

თავის გამხნევების საუკეთესო საშუალებაა, ვინმე გაამხნევო.


  •  

ყოველ ადამიანს აქვს მთვარესავით გაუნათებელი ერთი მხარე, რომელსაც არავის აჩვენებს.


  •  

ხმაური არაფერს ამტკიცებს – ქათამი ისე კრიახობს, თითქოს კვერცხი კი არა, პატარა პლანეტა დაედოს.


  •  

თქვენ გჭირდებათ მხოლოდ უვიცობა და თავდაჯერებულობა და წარმატება გარანტირებული გაქვთ.


  •  

სამოთხეში კარგი კლიმატია, ჯოჯოხეთში - კარგი საზოგადოება.


  •  

კლასიკა - ეს არის ის, რაც ყველას უნდა, რომ წაკითხული ჰქონდეს, მაგრამ არავის უნდა წაკითხვა.


  •  

კარგი მეგობრები, კარგი წიგნები, და მძინარე სინდისი - აი, იდეალური ცხოვრება.


  •  

ისე არაფერი უბიძგებს ადამიანს ფულის მოპარვისკენ, როგორც საშინელი სიღატაკე ან დიდი სიმდიდრე.


  •  

ბანკირი ის ადამიანია, რომელიც სიამოვნებით გათხოვებს ქოლგას, როცა ცა მოწმენდილია და წაგართმევს იმავე ქოლგას, როცა წვიმს.


  •  

არსებობს სიცრუის სამი სახეობა: სიცრუე, თავხედური სიცრუე და სტატისტიკა.


  •  

გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ.


  •  

ჯობს დახურო პირი და ჩანდე სულელი, ვიდრე გააღო და ყველა ამაში დარწმუნდეს.


  •  

წმინდა ძროხებისგან კარგი ჰამბურგერები გამოდის.


  •  

პატარა წერილის დაწერისთვის დრო არ მყოფნის, ამიტომაც დიდ წერილებს ვწერ.


 
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
მარკ ტვენი