მარტინ ლუთერ კინგი
მარტინ ლუთერ კინგი (უმცროსი) (ინგლ. Martin Luther King; დ. 15 იანვარი, 1929, ატლანტა, ჯორჯია — გ. 4 აპრილი, 1968, მემფისი, ტენესი) — ამერიკელი ორატორი, რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი.
ციტატები
რედაქტირება- თუ ადამიანს არ აღმოუჩენია, რისთვისაც ის მოკვდებოდა, ის არც არის სიცოცხლის ღირსი.
- ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ისეთივე მორალური ვალდებულებაა, როგორიც სიკეთისთვის ხელშეწყობა.
- საბოლოოდ, ჩვენი მტრების სიტყვები კი არა, ჩვენი მეგობრების დუმილი გაგვახსენდება.
- მაშინ ხარ ჭეშმარიტად ძლიერი, როცა არ გეშინია, გადადგა ნაბიჯი მაშინაც კი, თუ ვერ ხედავ კიბეს მთლიანად.
- აზრები არ იბეგრება.
- ყოველი ადამიანის მიზნები,მისწრაფებები და ამბიციები არის საზომი მისი წარმატებისა და გაკვალული გზა იმ დიდებისა,რომელსაც ის მათი მეშვეობით მოიპოვებს.