მაქსიმ გორკი
მაქსიმ გორკი (რუს. Максим Горький) (თარგმანი — მწარე) (ნამდვილი სახელი და გვარი — ალექსი მაქსიმეს ძე პეშკოვი რუს. Алексей Максимович Пешков) (დ. 16 მარტი/28 მარტი, 1868, ნიჟნი-ნოვგოროდი, ახლანდელი ქ. გორკი — გ. 18 ივნისი, 1936, გორკი, მოსკოვის ახლოს) — რუსი მწერალი.
ციტატები
რედაქტირებასაყვარელი ქალი არასოდეს ბერდება. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
სიყვარულის შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა – ახალი ადამიანი! ბავშვზე კი არ მოგახსენებთ, არამედ ადამიანებზე, რომელთაც უყვართ. აკი გრძნობა სულს უახლებს კაცს, უფრო სხვაგვარს, უკეთესსა და ლამაზს შეიქმს. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ადამიანი მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, როცა სრულიად მარტოდ მარტოა. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ადამიანი თუ ოქროთი მოწამლე, მას სული დაუპატარავდება. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ნუ გეშინია საკუთარ თავზე სიცილის, რადგან თვითკრიტიკა ისევე აუცილებელია, როგორც სახის ჩამობანა. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ადამიანი რაც უნდა დამნაშავე იყოს, იგი მზად არის, სხვა დაადანაშაულოს, მაგრამ არასოდეს – თავის თავი! გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტის მტრედსა ჰგავს, რომელიც ყოველთვის უკან გვიბრუნდება. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ვასწავლოთ ბავშვებს – ეს აუცილებელი საქმეა, ამავე დროს უნდა გავიგოთ, რომ ძალზედ სასარგებლოა, ჩვენც ბევრი რამ ვისწავლოთ მათგან. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
მას ქალაქი შეხვდა ისე, როგორც ღორი ხვდება მარწყვს ზამთარში. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
მხირაული ადამიანი ყოველთვის გულითადია, ნაძირლები კი იშვიათად არიან მხიარულნი. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
წარსულის არ ცოდნით შეუძლებელია გაიგო აწმყოს რეალური მიზეზი და მომავლის მიზნები. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ადამიანის ყოფა ძალზედ საიდუმლოა და ეს ფარულობა ხშირად ძალზედ უაზროა. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დავრწმუნდი, რომ ხელოვნება უფრო დიდსულოვანია, ვიდრე ადამიანი. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
სიცოცხლით ტკბობას აუცილებლად შეერწყმება სიკვდილის სურვილი. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
არ არსებობს ცეცხლი, რომელიც სიყვარულის ცეცხლზე მეტად ანათებდეს. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ნუ იქნებით გულგრილნი, რადგან გულგრილობა სულის ჯალათია. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ცხოვრება ყოველთვის იქნება საკმარისად ცუდი, რათა ადამიანში უკეთესის სურვილი არ გაქრეს. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ძალიან ადრე გავიგე, რომ სწორედ მისი წინააღმდეგობა ქმნის ადამიანს გარემოცვის წინააღმდეგს. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
მართველთა განცხადებები ხალხის სურვილების შესახებ იგივეა, რაც ყრუ-მუნჯის განაცხადება მუსიკის შესახებ. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
უმტკიცო ადამიანს ცოდნის აუცილებლობა, იგივეა, რაც უმტკიცო მას, რომ თვალის სინათლე სასარგებლოა. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
როგორც ქალისგან, ისევე განგებისგან ვერსად გაიქცევი. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ნურასოდეს იფიქრებ იმაზე, თუ რა გკითხეს, არამედ იფიქრე იმაზე, თუ რატომ გკითხეს. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
არსებობს სიყვარული, რომელიც ადამიანს ცხოვრებას უშლის და არსებობს სიყვარული, როდესაც მთა ველად იქცევა. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
როგორ შეიძლება არ გჯეროდეს ადამიანის? თუნდაც მაშინ, როცა იცი რომ სტყუის, მოუსმინე და შეეცადე გაიგო, თუ რა არის ამის მიზეი. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ყოველ ახალ დღეს უნდა უყურო ისე, როგრც ახალ მოკლე ცხოვრებას, თითქოს მალე მოკვდები და უეცრად კიდევ ერთი ღამე გაჩუქეს. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
არ არის საკმარისი რომ თქვა: გააკეთე! აუცილებელია დაამატო: ასე გააკეთე! |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ვადიდოთ ქალი – დედა! ვის სიყვარულმაც არ იცის საზღვარი, ვისი ძუძუთაც გამოიკვება მთელი ქვეყანა. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ადამიანები უფრო სულელები არიან, ვიდრე ბოროტები, ისინი ხედავენ მხოლოდ იმას, რაც მათთან ახლოსაა, რისი აღებაც ძალუძთ. მაგრამ ყველაფერი ახლო ხომ იაფფასიანია, ძვირფასი კი ყოველთვის შორსაა. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
სიყვარული და სიკვდილი – ეს არის ჩვენი ცხოვრების მთელი ფარული აზრი. სხვა დანარჩენი კი თავის მოტყუების მხდალი და წარუმატებელი მცდელობებია. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ზოგჯერ იმისთვის, რომ კარგად დაინახო, საჭიროა განერიდო, ვიდრე მიუახლოვდე. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
უმცირესობა საჭიროებს ღმერთს იმისთვის, რომ სხვა დანარჩენი მას უკვე გააჩნია. უმრავლესობას კი ღმერთი სჭირდება იმისთვის, რომ მას არაფერი გააჩნია. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ქალი მამაკაცზე უკეთ ხვდება იმას, რომ სამყაროში ყველაფერი მისთვისაა. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ცხოვრება ძალიან უბრალო და უხეშია, არ ღირს გაართულო ის, მასში რაღაც განსაკუთრებული არსის ძიებით, უნდა ისწავლო მხოლოდ მისი უხეშობის შერბილება. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
დრამების მიმართ მიდრეკილება ქმნის დრამებს. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ღმერთი იმისთვისაა, რომ სიკვდილის არ გეშინოდეს, ხოლო როგორ იცხოვრო, ეს შენი გადასაწყვეტია. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
სწორედ ქალის მიმართ სიყვარულმა შვა ყოველი საოცრება ამ ქვეყნად. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ჭეშმარიტი სიყვარული ელვისებურად გადის გულში და მასსავით მუნჯია. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ცხოვრება გვრევს ჩვენ ისე, როგორც კარტს და მხოლოდ იშვიათად აღმოვჩნდებით საჭირო ადგილზე. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ზოგჯერ, ადამიანთან საუბრის შემდეგ, გულით გინდება მეგობრულად ჩამოართვა ძაღლს თათი, გაუღიმო მაიმუნს, თავი დაუკრა სპილოს. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ცხოვრებას ხშირად უნდა მოურიო, რომ არ ამჟავდეს. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ადამიანისადმი დაუსრულებლივ წოდებას, რომ ის ღორია, საბოლოოდ ღრუტუნსაც დააწყებინებს. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
თუ ადამიანს სამსახურით შევაფასებთ, მაშინ ცხენი ყოველ ადამიანზე უკეთესია. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
წინასწარჭვრეტა ძველი ჭეშმარიტების ნამსხვრევებია. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ისწავლეთ ყველასგან და ნურავის დაემსგავსებით. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
უშიშართა სიგიჟე – აი ცხოვრების სიბრძნე! |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ცხოვრება ისე ეშმაკური ხელობითაა მოწყობილი, რომ თუ არ იცი, სიძულვილით ვერ ისწავლი სიყვარულს. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
შეცნობის ძალა ეჭვის შეტანაშია. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
როდესაც ადამიანს სურს შეიცნოს – ის იძიებს, ხოლო როდესაც უნდა რომ განგაშისგან დაიმალოს – იგონებს. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ნუ წერთ თქვენი გულის სუფთა ფურცელზე სხვისი სიტყვებით. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
დედა ყოველთვის სიკვდილის წინააღმდეგია. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ადამიანში ყველაფერი საუკეთესო მზის სხივიდან და დედის რძიდანაა. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ჭკუა იქონიე, თუნდაც მცირე იყოს, მაგრამ საკუთარი. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
ღარიბი ადამიანი ლამაზია, მდიდარი კი უფრო ძლიერი. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
პირადი ეგოიზმი ნაძირლობის მამაა. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები
უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და ყველაზე უხეში საქმეც კი ხელოვნებამდე ამაღლდება. |
ციტატის წყარო: მაქსიმ გორკის ციტატები