მთვარეს
იარე დაუღალავად, თავი ნუ ჩაგიკიდია გაფანტე ნისლი ღრუბლების, უფლის განგება დიდია
ნაზად შესცინე ქვეყანას, შენ ფეხ-ქვეშ გადაჭიმულსა მყინვარს დამღერე ნანინა, ზეციდან გადმოკიდულსა
კარგად იცოდე, რომ ერთხელ, ძირს დაცემული, ჩაგრული კვლავ აღემართვის მთას წმინდას, იმედით აღტაცებული
მაშ, ტურფავ წინანდებურად, ღრუბლებში გაიკაშკაშე ლურჯ კამარაზე საამაოდ, სხივები შეათამაშე
მეც გადავიხსნი საკინძეს და მკერდს მოგიშვერ მთვარესა ხელ-განპყრობილი თაყვანს გცემ, ქვეყნად შუქ-მომფინარესა
1895წ. სოსელო