მორჩილი
სტალინის ორი ლექსი. ერთი ლექსი დაწერა 1949 წელს, ხოლო მეორე ლექსი 1953 წელს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე
მხსნელო უფალო, საწადელი თუკი გამანდე, თუკი საწუთროს მე მორჩილი - შენში მომანდობ, თუ არჩევანი შენ ჩემს ბედზე დადე ფორანზე, შენგან იმედი - შემოქმედად უნდა მომმადლო.
არ დაგცდენია სამდურავი შენ ჯვარზე დაღლილს, და გაუძელი ბოროტების მახეს ტიალსაც, შენ ჭირთა თმენით დაამცირე მსახვრალი ბადე და გაძარცული დაუტოვე ეშმაკს მზირალსაც.
ჟამი მიმწუხრის, წასასვლელად უნდობლად მიხმობს და მხოლოდ შენში მივენდობი ჩემს ბედს გამრიგედ, თუკი ეს ზეცაც ხვალინდელი დილას მე მითმობს, ჩემს ნამოქმედარს შენ მოგანდობ, ვით დღეს ხვალინდელს.
1953წ. ი.ბ სტალინი
Поговорим о вечности с тобою: Конечно, я во многом виноват! Но кто-то правил и моей судьбою, Я ощущал тот вездесущий взгляд.
Он не давал ни сна мне, ни покоя, Он жил во мне и правил свыше мной. И я, как раб вселенского настроя, Железной волей управлял страной.
Кем был мой тайный высший повелитель? Чего хотел Он, управляя мной? Я, словно раб, судья и исполнитель, Был всем над этой нищею страной.
И было всё тогда непостижимо: Откуда брались силы, воля, власть? Моя душа, как колесо машины, Переминала миллионов страсть.
И лишь потом, весною, в 45-м, Он прошептал мне тихо на ушко: – Ты был моим послушником, солдатом, И твой покой уже недалеко!
1949წ. ი.ბ სტალინი
ლექსის თარგმანი
მარადიულზე ვისაუბროთ, მოდი, მართლაცდა ეს უდაოა, ბევრ რამეში ვარ დამნაშავე! მაგრამ ვიღაცა ბედისწერას ჩემსას მართავდა ის მზერა მდევდა ყოვლისმჭვრეტი, ვგრძნობდი ამას მე
არ მასვენებდა, არ მაძინებდა იგი არასდროს ჩემში ცოცხლობდა, თან მაღლიდან მმართავდა ფიცით მე, როგორც მონა სამყაროთა განწყობის, ამ დროს ფოლადის ნებით მივუძღოდი ქვეყანას ვიცი
ვინ იყო ჩემი იდუმალი ზე მბრძანებელი რისი თქმა სურდა ჩემი მართვით, ვერას ვადგენდი მე, როგორც მონა, მოსამართლე, შემსრულებელი ამ დიდი ქვეყნის ყველაფერსაც წარმოვადგენდი
და სინამდვილე იყო ისე მიუწვდომელი საიდან მქონდა - ძალა, ნება, ძალაუფლება მანქანის ბორბალს ჰგავს სული ჩემი რომელიც თელავდა ვნენებს მილიონთა, ჰქონდა უფლება
და მხოლოდ შემდეგ.. გაზაფხულზე 45-ის მან ჩამჩურჩულა ეს სიტყვები იდუმალ არსის: ,,შენ ჯარისკაცი, თან მორჩილი იყავი ჩემი და დასვენებაც შენი, უკვე შორს აღარ არის“
ჩემი სიკვდილის შემდეგ...ჩემს საფლავზე სახელმწიფოს მტრები და უმადური შთამომავლები უამრავ ნაგავს დაყრიან, მაგრამ ბევრი წლის შემდეგ ისტორიის ქარი გაფანტავს მათ... სოსო ჯუღაშვილი ანუ იოსებ სტალინი