მურმან ლებანიძე
მურმან სილოვანის ძე ლებანიძე (დ. 14 ნოემბერი, 1922, აღსთაფა, აზერბაიჯანი - გ. 17 აგვისტო, 2002, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1973).
პოეზია
რედაქტირება- ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
- ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი -
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
- საქართველოში??? - ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...
- დიაცი ჯინსით!
გამოკრული არტახში ტანი!
თვალი გამექცა...
ახალგაზრდას ვარიგებ პოეტს:
- გახსოვდეს ქალი,
ამ ცხოვრების `ანი~ და `ბანი~! -
ის იღიმება:
- ჩვენ ბოდიში, ეტყობა, `ჰოეც~!
- (დიაცი ჯინსით..., იუმორესკა)