ვადღეგრძელებ მათ ლუკმას,
ალალსა და მადლიერს
მათი ძმობის დავუკრათ,
მათი მრავალჟამიერ
ვინც კი თავის ნაგრამით,
ერთგულია ამ მიწის
სიყვარული სხვაგვარი,
არცა სწამს და არც იცის
ვინც არასდროს ყოფილა,
ფუფუნებით კისრამდი
შვილებს ზრდიდა ოფლითა,
ვენაცვალე მის მადილს
ვინც სიხარბის ცდუნებას
არ ემონა წამიერ
იმათ სუფთა ბუნებას,
იმათ მრავალჟამიერ
ვინც გმირობით განთქმულა,
დადის ფრონტულ შინელში
და ყელამდი ჩაფლულა,
შვილი- შვილი-შვილებში
ვინც არ ეძებს ცხოვრებას,
სხვის ჯიბეში ფათურით
ქვეყნად რომ ეცხოვრება -
ღირსეული კაცურით
ვინც სიცოცხლეს გვიყოფდა,
გვილამპრავდა უკუნეთს
ჩვენს სამშობლოს დიდ მყობადს,
ვინც იმედით უყურებს
ვინც ცხოვრების დიდ გზაზე,
სოციალიზმს აშენებს
ვინაც ერთა მეგობრობას
სანთელივით ანათებს
ვინაც გლეხის ქველობას,
არ ივიწყებს წამიერ
მათი სადღეგრძელოა,
მათი მრავალჟამიერ
1949წ. ი.ბ სტალინი