ავგუსტინე ნეტარი (ლათ. Augustinus Sanctus), ავგუსტინე ავრელიუსი (დ. 13 ნოემბერი, 354, ტაგასტი, ჩრდილოეთი აფრიკა — გ. 28 აგვისტო, 430, ჰიპონი, ჩრდილოეთი აფრიკა) — ქრისტიანი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი.

სწავლებანი

რედაქტირება
  •  

ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ.

  ციტატის წყარო: „აღსარებანი“

  •  

ხედავენ თუ არა გარდაცვლილთა სულები იმას, რაც ამ წუთისოფელში ხდება?
გარდაცვლილთა სულები იმგვარ ადგილზე იმყოფებიან, სადაც ისინი ვერ ხედავენ, თუ რა ხდება წუთისოფელში.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 37

  •  

რა სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ადამიანი, მუდმივად ჩაესმის ეს მწუხარე ხმა: რამდენ ხანს გასტანს ეს ყოველი?

  ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 9

  •  

სიმდიდრე – ორგული მონაა; თუნდ ათასი ბორკილი დაადო, ბორკილებიანად გაიქცევა.

  ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 9

  •  

გულით ნუ მიეჯაჭვები იმას, რაც დროებით გეძლევა. ის არ არის სიმდიდრე, რაც მალე განგვშორდება.

  ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 9

  •  

ჭეშმარიტი სიმდიდრე ისაა, რომელსაც ვფლობთ და რომლის დაკარგვა არ ძალგვიძს.

  ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 9

  •  

მდიდრები ღარიბების გარეშე ვერ ცხონდებიან. ღმერთი მათ სასუფევლის კარს გაუღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ღარიბთათვის ხელს გამოიღებდნენ.

  ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 17

  •  

რისთვის არის საჭირო საღმრთო წერილის საიდუმლოთა დაფარულობა?
ისინი იმისთვის არიან დაფარულნი, რომ არავისგან იქნენ დაკნინებულნი, შელახულნი და შეურაცხყოფილნი. ამასთან, საღმრთო წერილის საიდუმლონი გამოსაძიებლად და გულისხმისსაყოფელად გვეძლევა, რათა თავს გამოვიწრთობდეთ, ხოლო განგვეცხადებიან და განგვემხილებიან ხოლმე იმისთვის, რათა ამ ჭეშმარიტი საზრდოთი ვსაზრდოობდეთ და ავღორძინდებოდეთ.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 13

  •  

როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 19

  •  

დაიმკვიდრებს თუ არა საუკუნო ნეტარებას ეკლესიის ერთობისაგან განშორებული ადამიანი?
ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც მისი ცხოვრება ქების ღირსიც იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ ამ ერთი უსჯულოების – ქრისტესთან ერთობისა განშორების გამო და მას ღმერთის რისხვა ეწევა.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 37

  •  

თუკი უფალი გადადებს თავის სასჯელს, შენ ნუ გადადებ შენს გამოსწორებას.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 37

  •  

სიხარულით გაცემა მეტს ნიშნავს, ვიდრე - ბევრის გაცემა.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 309

  •  

ვისაც კარგად ცხოვრება შეუძლია, მას კარგად ლოცვაც ძალუძს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 221

  •  

თუკი ცივია ჩვენი სიყვარული - ცივი იქნება ჩვენი მოღვაწეობაც.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 159

  •  

არ არსებობს სამყაროში მტრის სიყვარულზე უფრო გასაოცარი რამ.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 349

  •  

შური ამპარტავნების შვილია; მოუკალი დედა და შვილიც მოკვდება.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 481

  •  

უნდა გიყვარდეს მშობელი, მაგრამ მას მაცხოვარი უნდა ამჯობინო.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 68

  •  

მხოლოდ გიყვარდეს - და მაშინ შეძლებ, გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 150

  •  

გინდათ, არ გყავდეთ მტრები? გიყვარდეს მტერი შენი, ასეთია სიყვარულის ძალა.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 341

  •  

ლოცვისას ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან, წმინდა წერილით კი ღმერთი გვესაუბრება.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 50

  •  

ყოველგვარი სათნოება სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის სხვადასხვა სახეობა.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 213

  •  

სამართლიანია, ბოროტებში ბოროტება გძულდეს, მაგრამ გიყვარდეს ღვთის ქმნილება.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 289

  •  

ვისაც მშვიდობისმოყვარე სახელი არა აქვს, მას არ შეიძლება, ღვთის შვილი ერქვას.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 332

  •  

უმჯობესია, თავმდაბლად აღიარო ცოდვები, ვიდრე ამაყად იქებდე თავს სათნოებებით.

  ციტატის წყარო: სიამაყე, სიმდაბლე, სათნოებები, ცოდვა

  •  

არ უწილადო ღატაკებს იქიდან, რაც მოგეჭარბება - სხვისი ქონების მითვისებას ნიშნავს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 298

  •  

მას ვერანაირი უბედურება ვერ შემუსრავს, ვისაც ვერანაირი ბედნიერება ვერ აზიანებს.

  ციტატის წყარო: ბედნიერება, განსაცდელები, უბედურება

  •  

ვინც ბოროტ ადამიანთა საზოგადოებებს ეძიებს, იგი საკმაოდ წარმოაჩენს საკუთარ ბოროტებას.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 277

  •  

ვინც ქრისტიანებთან უთანხმოებაში ცხოვრობს, მას არ შეიძლება, ქრისტესთან ერთობა ჰქონდეს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 332

  •  

ვინც უსამართლობას დაინთმენს, მისი მწუხარება სჯობს იმის სიხარულს, ვინც არასწორად მოქმედებს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 326

  •  

მავანნი გულუხვნი და მოსიყვარულენი არიან ახლობლებისადმი, მაგრამ თავიანთი ენით ვნებენ ადამიანს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 792

  •  

ყველა ნაკლოვანებას თავისი ძალა აქვს მხოლოდ უკანონობაში, ამპარტავნებისა კი სათნოებებშიც უნდა გეშინოდეს.

  ციტატის წყარო: ამპარტავნება, სათნოებები

  •  

რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე (რომლის საფუძველიც რელიგიაში მდგომარეობს), თუ არა - ყაჩაღთა დიდი ბანდა?

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 95

  •  

საქმე კეთილი განზრახვის გარეშე იგივეა, რაც მჭლე შესაწირავი (ფს. 65, 15), ანდა სხეული სულის გარეშე; ღმერთი მათ უარუყოფს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 209

  •  

მავნე ჩვევა და მოუფრთხილებლობა იმისა, რაც ჩვენთვის სასარგებლოა - აი, რა გვიშლის, ყოველთვის მდუმარებით დავიცვათ ბაგე.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 792

  •  

ის კი არ არის ჭეშმარიტად გულმოწყალე, რომელიც მოჭარბებულიდან აძლევს, არამედ ის, ვინც საჭიროსაც მოიკლებს ღატაკებისათვის.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 308

  •  

რაოდენ ნაკლებმნიშვნელოვანი და საძაგელიც არ უნდა იყოს ცოდვა, ჩვეულება მას ნაკლებმნიშვნელოვნად და არარაობად წარმოაჩენს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 409

  •  

რას გვეტყვით მტრების სიყვარულზე?
არაფერი ამ ქვეყნად არ იწვევს იმაზე დიდ გაოცებას, ვიდრე მტრების სიყვარული.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 105

  •  

ნუ იფიქრებ, რომ მკვლელი არა ხარ, თუ მოყვასს ცოდვისაკენ უბიძგებ, შენ ხრწნი ცდუნებულის სულს და სტაცებ მას იმას, რაც მარადიულობას ეკუთვნის.

  ციტატის წყარო: მკვლელობა, ცდუნება, ცოდვა

  •  

საკმარისი არ არის ბოროტებისაგან თავის შეკავება, თუ სიკეთეს არ გააკეთებ. ცოტაა ის, რომ არავის ავნო, უნდა ეცადო, რომ ბევრისთვის იყო საჭირო.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 292

  •  

ლოცვა ნესტიანი ღრუბელივით ხან გვიცავს მწველი ზრახვებისაგან, ხანაც რწყავს და გამოაცოცხლებს ცრემლების ნაკადით მათ, ვინც ამით მოსაგრეობენ.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 221

  •  

ვისგან მოგვეცა საუფლო ლოცვა – „მამაო ჩვენო“?
ეს ლოცვა უფალმა ასწავლა – იმ პირველ დიდ მოციქულებს, ჩვენს წინამძღვართ.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 267

  •  

როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე სოფლის არაწმიდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 593

  •  

სადაც რწმენა არ არის, იქ არც კეთილი საქმეებია, იმიტომ, რომ განზრახვა, უწინარეს ყოვლისა, საქმეს კეთილად აქცევს, კეთილი განზრახვა კი რწმენიდან მომდინარეობს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 94

  •  

როდესაც რაიმე ბოროტს ვთხოვთ უფალს, იგი თავის მრისხანებას გამოაჩენს, როდესაც ჩვენს სათხოვარს ასრულებს და მოწყალებას გამოიჩენს, როდესაც არ აღასრულებს მას.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 234

  •  

სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ ჩვენს წარმოდგენებს მათზე.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 500

  •  

მიდით და დაიმკვიდრეთ ცათა სასუფეველი, - ეუბნება უფალი მოწყალეთ, - არა იმიტომ, რომ თქვენ არ შესცოდეთ, არამედ იმისათვის, რომ მოწყალებით განიწმინდეთ ცოდვებისაგან.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 303

  •  

სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ ბოროტმოქმედთა გამო, არამედ - გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ მათთვის, რომ კეთილნი გახდნენ. წმიდანთა რიცხვი ყოველთვის ცოდვილთაგან ივსება.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 500

  •  

რას წარმოადგენს სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე?
განა სხვას რას წარმოადგენს სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ხროვას?

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 48

  •  

უბედურია ყოველი სული, რომელიც სიყვარულით ემსჭვალვის იმას რაც მოკვდავია. რადგან ამ უკანასკნელის დამკარგავს სიცოცხლე აუტანელ ტანჯვად ექცევა. სწორედ მაშინ გრძნობს მთელი სიმძაფრით თავზარდამცემ უბედურებას, თუმცა უბედური იყო მანამდეც, ვიდრე თავისი სიყვარულის საგანს დაკარგავდა

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 234

  •  

ზოგიერთები ძალიან მომთხოვნნი არიან საჭმელში და არ იკარებენ პირში გარკვეულ საკვებს, მაგრამ ასე მომთხოვნად და ფრთხილად არ ეკიდებიან სიტყვას, რომლებიც მათი ბაგეებიდან გამოდის.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 791

  •  

კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, თავისუფალია, ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, მონაა, და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც ნაკლოვანება.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 843

  •  

არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 329

  •  

ღმერთი სიტყვა, მამის თანასწორი, ჩვენი მოკვდავობის თანაზიარი შეიქმნა არა თავისი, - არამედ ჩვენი ბუნებისამებრ და ჩვენ მისი ღვთაებრიობის თანაზიარნი შევიქმნებით არა ჩვენი, არამედ - მისი ძალით.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 59

  •  

როგორც ყველაზე ჯანმრთელ თვალს არ ძალუძს, ხედავდეს, თუ რაიმე სხივით არ არის განათებული: ასევე ადამიანი, რაც არ უნდა გარეგნულად პატიოსანი იყოს, ვერ შეძლებს, ღვთის მადლის გარეშე ცხოვრება სათნოდ გავლოს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 80

  •  

როგორია მაქებარი კაცი და ის, ვისაც იგი აქებს?
მაქებარი უკეთესია იმაზე, ვისაც აქებენ. პირველი ღვთის ნიჭს აფასებს კაცში, მეორეს კი კაცისაგან ნაბოძები ნიჭი ურჩევნია ღვთისაგან ბოძებულს.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 140

  •  

მდიდარი ქრისტიანები, თუკი ისინი ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან, სრულებით ღატაკნი არიან, ვინაიდან ზეციურ სიკეთეებთან შედარებით თავის ოქროს ფერფლად მიიჩნევენ, თანაც მათ სიმდიდრეს ის შეადგენს, რაც სრულებით არ ახარებთ.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 166

  •  

რაზე უნდა იყოს დამყარებული უხილავსა და მარადიულზე მსჯელობა?
ყოველივე იმას, რისი დანახვაც შეგვიძლია, საკუთარი თვალებით უყურე, მაგრამ უხილავზე და მარადიულზე მსჯელობისას მხოლოდ ღვთის სიტყვას დაემყარე.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 177

  •  

როდესაც კეთილი ბოროტის ზნეს არ ღებულობს, თუნდაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ამიტომ ადამიანებს კი არ უნდა გავექცეთ, რომლების შესაძლოა, კეთილთა მაგალითით გამოსწორდნენ, არამედ - ადამიანთა გარყვნას.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 593

  •  

თუ თქვენს სახლში გველები და მორიელები გაჩნდნენ, რას აღარ გააკეთებდით, რომ მათაგან გათავისუფლებულიყავით! მაგრამ სიძულვილი და მტრობა ამ ქვეწარმავალზე უარესია და, მიუხედავად ამისა, მაინც არ გსურთ მათგან გასუფთავება გულისა, რომელიც ღვთის ტაძარია.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 333

  •  

რა მდგომარეობაში იმყოფება ღმერთს მოშორებული სული?
ღმერთი არის ჩვენი გულისგული და მის გარეთ ჩვენ ისევე მოუსვენრად ვართ, როგორც წყლიდან ამოგდებული თევზი, ანდა, ჩვენი სხეულის ნაღრძობი ადგილი, რომელსაც დაუკარგავს ჩვეული მდგომარეობა.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 154

  •  

როდის შევლენ მდიდარნი ცათა სასუფეველში?
მდიდარნი მხოლოდ მაშინ შევლენ ზეციურ სასუფეველში, როცა შეიყვანენ მათ იქ ღარიბნი (ლუკ. 16.9). ღარიბთა გარეშე მდიდარნი ვერ გადარჩებიან. თუ ხელს გაუმართავენ ისინი ღარიბთ, ღმერთიც განუღებს მათ სასუფეველის კარს.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 167

  •  

ვინ არის თავისუფალი ადამიანი და ვინ მონა?
კეთილი, თუნდა მსახური ანუ მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 41

  •  

ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი, სხვა კი - სულისთვის. ერთისგან თავდაცული და მეორის მიმართ დაუდევარი იმის მსგავსად იქცევა, ვინც თავისი ვენახი მაღალი ღობით შემოღობა მხეცებისგან დასაცავად და ამასთან ერთად იგი მტაცებელი ფრინველებისთვის სრულიად დაუცველი დატოვა.

  ციტატის წყარო: http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=13418 სულიერი მდელო გვ. 432]

  •  

უნდა ეყრდნობოდეს თუ არა ადამიანი საკუთარ თავს?
რატომ ეყრდნობი საკუთარ თვს? საკუთარ თავში არა აქვს კაცს საყრდენი. ღმერთს შეუვრდი და ნუ გეშინის: იგი პირს არ იბრუნებს შენგან, ნებას არ მოგცემს დაეცე; უდრტვინველად მიმართე მას: შეგივრდომებს იგი და განგკურნავს.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 58

  •  

როგორ ამხელენ წმ. მამები იმათ, რომლებიც ცოდვის ჩადენისაკენ უბიძგებენ მოყვასს?
თუკი ცოდვის საქმნელად დაგიმოძღვრავს და გიბიძგებია მოყვასისათვის, ნუ იფიქრებ – მკვლელი არა ვარო... ამით შენ განხრწნი ცდუნებულ სულს და მოსტაცებ იმას, რაც მარადიულის კუთვნილებაა.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 217

  •  

რომელია უმჯობესი: იმ ადამიანის მწუხარება, რომელიც უსამართლოდ ევნება, თუ იმ კაცის სიხარული, ვინც სხვას ავნებს უსამართლოდ?
იმ ადამიანის მწუხარება უმჯობესია, ვინც უსამართლოდ ევნება, ვიდრე სიხარული იმისა, ვინც უკეთურად მოქმედებს და სხვებს ავნებს უსამართლოდ.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 99

  •  

ორი სახის სიყვარული ორი სახის მოქალაქეობას წარმოშობს: უფლისადმი სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეებად გვაქცევს, ამასოფლისადმი სიყვარული კი - ბაბილონის მოქალაქეებად (ცოდვილი ქალაქი). დაე, ჰკითხოს ყოველმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავს: რა უყვარს და მიხვდება, რომელი ქალაქის მოქალაქეა იგი.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 145

  •  

შეიძლება ითქვას, რომ უფალმა ჩვენვე მოგვცა საკუთარი სამსჯავრო: ჩვენზეა დამოკიდებული: ჯერ კიდევ აქ დაახლოებით განისაზღვროს სასამართლოს განაჩენი და გადაწყვეტილება ჩვენზე. როგორც მოვექცევით მოყვასს, ისევე მოგვექცევა უფალი. თუ მივუტევებთ, ჩვენც მოგვეტევება. უფალმა ასე ბრძანა და საკუთარ სიტყვას არ გადათქვამს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 329

  •  

რატომ გამოცდის ადამიანს სატანა?
სატანას არა აქვს არავითარი უფლება, რომ ვინმე გამოსცადოს და თუ მაინც ცდის, ამას იგი აკეთებს მხოლოდ ღვთისაგან დაშვებით. ხოლო ღვთისაგან დაშვება ხდება ან ადამიანების ცოდვებისათვის დასასჯელად, ან არადა, მათი განსწავლისათვის, რათა მათ შესძინოს მეტი გამოცდილება.

  ციტატის წყარო: http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=7701 ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 239]

  •  

საკმარისია თუ არა მხოლოდ ღმერთს რომ წარვუდგებოდეთ სინანულით, ხოლო მღვდლის წინაშე აღარ ვამბობდეთ აღსარებას?
საკმარისი არ არის თვით ღმერთს წარვუდგებოდეთ წრფელი აღსარებითა და ცოდვათა მონანიებით, – აუცილებელია იმასაც ვაბარებდეთ აღასრებას, ვისაც თვით ღმერთისაგან მიუღია ხელმწიფება აღსარების მიღებისა და ცოდვათა მოტევებისა.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 120

  •  

როგორი სიწრფელეა უფრო მეტად აღმატებული?
კარგია ბუნებითი სიწრფელე და სანატრელი, მაგრამ ვერ არის ისეთი, რომელიც უკეთურებისაგან შრომითა და ოფლით მოიქცევა სიწრფელედ, რადგან პირველი დაცულია უკეთურებისა და ვნებათაგან, ხოლო მეორე დიდი სიმდაბლისა და სიმშვიდის მომნიჭებელია. და იმისი სასყიდელი დიდია, ხოლო ამისი უფროსად ამაღლებულია.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 129

  •  

თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამს; ღამისთევა? - მას არასოდეს სძინავს და ყოველთვის ფხიზლობს (1 მეტრ. 5, 8). მხოლოდ სიყვარულისა და თავმდაბლობის მიბაძვა არ ძალუძს მას.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 212

  •  

რწმენის საიდუმლოებები მზეს ჰგავს: საკუთარი არსებით განუჭვრეტელნი, ანათებენ და აცოცხლებენ მათ, ვინც მის ნათელში გულის უბრალოებით იმყოფებიან. ისინი მხოლოდ იმ კადნიერ თვალს აბრმავებენ, რომელსაც მასში ჩაწვდომა სურს. წმიდა წერილის ღრმა საიდუმლოებები (როგორც საერთოდ ქრისტიანული რელიგიისა) მარგებელია: ისინი იმიტომაც არის დაფარული, რომ არ დააკნინოს ვინმე, იმისთვის გვეძლევა გამოსაძიებლად, რომ გონება გაგვივარჯიშოს და იმისთვის ცხადდება, რომ გვასაზრდოოს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 118

  •  

სად უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება?
არც წარმართთა აბდაუბდა შეხედულებებში, არც მწვალებელთა ღვარძლში, არც განხეთქილების შემომღებთა უძლურებაში და არც იუდეველთა სიბრმავეში არ უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება; არამედ უნდა ვგონებდეთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას მხოლოდ მათგან, რომლებიც საყოველთაო ეკლესიის წევრებად, ღმერთის მართლად მადიდებლებად იწოდებიან, ანუ იმ ადამიანებში, ვისაც წმინდად და შეურყვნელად შეუნახავს მართალი სწავლება და ჭეშმარიტებით აღიარებს მას.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 201

  •  

რატომ მიილტვის ყოველი ადამიანი ბედნიერებისაკენ?
ოდესღაც ყველანი ბედნიერები ვყოფილვართ: ან თითოეული ცალ–ცალკე, ან ყველანი ერთად იმ კაცში, რომელმაც პირველად სცოდა, რომელშიაც ყველანი მოვკვდით და რომლისგანაც ყველანი ვიშვით მწუხარებით; თუმცა, ამას კი არ ვეძიებ, არამედ მინდა ვიკითხო: ხომ არ ცოცხლობს ბედნიერი ცხოვრების მოგონება ჩვენს მეხსიერებაში? არავითარი წარმოდგენა რომ არ გვქონოდა მასზე, მაშინ არც გვეყვარებოდა. საკმარისია ყური მოვკრათ ამ სიტყვებს – „ბედნიერი ცხოვრებაო“, და მაშინვე ვაღიარებთ, რომ სწორედ ესაა, რასაც ვესწრაფით... მაშასადამე, ბედნიერება ცნობილია ყველა ხალხისათვის და ერთდროულად რომ გვეკითხა მათთვის, გსურთ თუ არა ბედნიერები იყოთო, ყველანი ერთხმად გვიპასუხებდნენ, ცხადია, გვსურსო. მაგრამ პასუხი ასე ერთსულოვანი არ იქნებოდა, ყველას რომ არ შემორჩენოდა იმისი ხსოვნა, თუ რას ნიშნავს „ბედნიერება“.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 143


  •  

მეგობრობა ერთი სულია სხვადასხვა სხეულში.


  •  

შეიმეცნე, რათა გწამდეს, გწამდეს, რათა შეიმეცნო.