ნიკა მელია

ქართველი პოლიტიკოსი

ნიკანორ (ნიკა) მელია (დ. 21 დეკემბერი, 1979) — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი. საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ნიკა მელია

ციტატები

რედაქტირება
  • „მსურს, ვთქვა კიდევ უფრო მთავარი სათქმელი – დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძეს ეკუთვნის, პარლამენტი კი, კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს, ხოლო ყველა ინსტიტუტი თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში და ფარსში. ეს ჩვენი ბრძოლა არის ძალიან მართალი, ეს არის ჩემი ენერგიის წყარო. ვიცი, რომ ამ ბრძოლაში ვარ მართალი მორალურად, მართალი ჩემი მომავალი თაობების წინაშე და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. ეს არის ყველაზე მთავარი სათქმელი, რაც მინდოდა, მეთქვა. ორი თვის განმავლობაში მე, ჩემს კოლეგებთან ერთად, ვითხოვ, რომ უფლებამოსილება შეგვიწყვიტონ. შოთაძე-ფარცხალაძე-ივანიშვილის პროკურატურამ იცით, რომ ერთკვირიანი გაფრთხილება მომცა და რა უნდა ქნან მათ, ჩემზე კარგად იციან. ეს ერთხელ უკვე გააკეთეს. უნდა გააგზავნონ ის სანდომიანი ახალგაზრდა პარლამენტში და მოთხოვონ ის, რაც ერთხელ უკვე მოითხოვეს. 92 ადამიანს ღილაკზე თითი მიაჭერინეს – იგივე უნდა გააკეთონ, ასე შეწყვეტენ ჩემს უფლებამოსილებას, რომელსაც ყელგამოღადვრით ვეხვეწები, მაგრამ მაინც არ აჩერებენ. რას გააკეთებს „ქართული ოცნება“, ეს მათ გადასაწყვეტია, ჩემი ნება არის გაცხადებული. მე სხვანაირად არ შემეძლო მოვქცეულიყავი“
  • „პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში შენს მეგობრებს, დევნის სასამართლოს სახელით, ამას თავს მე ვეღარ დავუხრი. პუტინის რუსეთშიც არსებობს სასამართლო, პუტინის რუსეთშიც არსებობს პროკურატურა, პუტინის რუსეთშიც არსებობს პარლამენტი, მაგრამ ის არ არის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არის ხალხის სამსახურში. მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო სისტემა არის სამართლიანი და დამოუკიდებელი.“
  • „მე რომ მზად არ ვყოფილიყავი მოვლენების ასე განვითარებისთვის და ამ ძალმომრეობას რომ შევეშინებინე, დიდი ხანი მექნებოდა თავი დახრილი უსამართლობისთვის და მუხლიც მოდრეკილი. მაგრამ, როგორც ხედავთ, მართლაც როგორც არასოდეს, ვარ ძლიერად, დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის გამარჯვებაში და მჯერა, ამ კადრებს როდესაც ნახავენ ჩვენი შვილები, მათ შორის ჩემი შვილი, როდესაც გაიზრდება, იამაყებს საკუთარი მამით, მამის მეგობრებით და ეს ასეც იქნება. გავრილოვი, ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, რამიშვილი, მურუსიძეები და ჩინჩალაძეები ვერ გაგვასამართლებენ. არ სამართლდება არც თავისუფლება და არც ღირსება. უსამართლო ძალმომრეობა სრულდება აქ და ახლა!“
  • „რა დილემის წინაშე ვდგავართ - ან თავისუფალი საქართველო, ან დამონებული საქართველო. ან ღირსეული საქართველო, ან ღირსებააყრილი საქართველო. ან თავისუფალი ხალხის თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მომავალი, ან ოკუპანტის ბორკილები.ხელისუფლება, რეჟიმი, დგას მხოლოდ და მხოლოდ ძალმომრეობაზე. ეს ძალმომრეობა და ძალადობა დამთავრებულია. თქვენ გაწყვიტეთ ის ჯაჭვი, რომელიც გეგონათ, რომ იყო ძალიან მყარი - ჯაჭვი უკანონობისა, ჯაჭვი უსამართლობისა. ეს უსამართლობის ძლიერება, რომელიც გეგონათ, რომ იქნებოდა სამარადჟამო, დასრულებულია. მე საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას, ჩვენ დღეს გამარჯვებულები ვართ არა მხოლოდ პოლიტიკურად, არა მხოლოდ ზნეობრივად - სულიერადაც გამარჯვებულები ვართ. ჩვენს უამრავ წინაპარს უბრძოლია, რომ პატივი ჰქონოდა და მოეპოვებინა თავისუფლება. და აგერ ვართ, ბრძოლის წინა ხაზზე, ფინიშის სწორზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზეა. პარტიული ატრიბუტიკა, პარტიული ნიშანი, პოლიტიკა, დასრულებულია, არ არსებობს. არსებობს 2 მხარე - ეროვნული მოძრაობის ინტერესები და ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენლები. ან ვდგავართ ერთ მხარეს, ან - მეორე მხარეს.“

მის შესახებ

რედაქტირება
  • „ბევრს არ აქვს ფუფუნება, რომ ისტორიაში შევიდეს როგორც გმირი, პატრიოტი, ნიკა სწორედ ასეთია“ – სოფო ნიჟარაძე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ნიკა მელია