ნიკოლა ტესლა
ნიკოლა ტესლა (სერბ. Никола Тесла, დ. 10 ივლისი, 1856, ავსტრო-უნგრეთი, დღევანდელი ხორვატია — გ. 7 იანვარი 1943, ნიუ-იორკი, აშშ) — სერბი-ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში.
ციტატები
რედაქტირებაცივილიზაციის განვითარება შეიძლება შევადაროთ ცეცხლს, თავიდან არის სუსტი ნაპერწკალი, შემდეგ მბჟუტავი ცეცხლი, შემდეგ კი დიადი ცეცხლი სისწრაფით და უდიდესი ძალით დაჯილდოებული. |
ციტატის წყარო: ნიკოლა ტესლა ციტატები
გონებრივი შესაძლებლობების ნიჭი ბოძებულია უფლისგან და თუ ჩვენ ჩვენი გონების კონცენტრაციას ამ უდიდეს ჭეშმარიტებაზე მოვახდენთ, ჩვენ ვიპოვით ჰარმონიას ამ უძლეველ ძალასთან. დედაჩემმა მასწავლა მეძებნა ყოველი ჭეშმარიტება ბიბლიაში. |
ციტატის წყარო: ნიკოლა ტესლა ციტატები
ყველაფერი, რაც კი ოდესმე გამიკეთებია მე ვაკეთებდი კაცობრიობისთვის, სამყაროსთვის — რომელშიც არ იქნება დამცირება და ღარიბთა შევიწროვება მდიდრების მიერ. |
ციტატის წყარო: ნიკოლა ტესლა ციტატები
უმცირესი არსების მოქმედებასაც კი მოაქვს მთელ სამყაროში ცვლილება. |
ციტატის წყარო: ნიკოლა ტესლა ციტატები
მას შემდეგ 80 წელი გავიდა და მე ჯერ კიდევ ვერ გამიცია პასუხი საკუთარ კითხვაზე: რა არის ელექტროენერგია. |
ციტატის წყარო: ნიკოლა ტესლა ციტატები
უდიდესი საიდუმლოებანი ჩვენ ჯერ კიდევ აღმოსაჩენი გვაქვს, სიკვდილიც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს დასასრული. |
ციტატის წყარო: ნიკოლა ტესლა ციტატები
რამდენი ადამიანი მეძახდა მე ფანტაზიორს, როგორ დასცინოდა დაკარგული უქნარა სამყარო ჩემს იდეებს. ჩვენ დრო განვგსჯის. |
ციტატის წყარო: ნიკოლა ტესლა ციტატები
თქვენ გსმენიათ ნათქვამი — თავს ზევით ვერ ახტებიო? ეს არასწორია. ადამიანს ყველაფერი შეუძლია. |
ციტატის წყარო: ნიკოლა ტესლა ციტატები