ნოე ჟორდანია (დ. 2 იანვარი, 1868 — გ. 11 იანვარი, 1953) — პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

ნოე ჟორდანია

ციტატები

რედაქტირება

საქარველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურედ აღიარება

რედაქტირება

ამ აქტით იშვა ახალი სახელმწიფო კაცობრიობის წიაღში, ეს ახალი სახელმწიფო არის ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ აქამდის თვითონ ვთვლიდით ჩვენს თავს სახელმწიფოდ, ჩვენ თავს თვითონ ვაღიარებდით სუვერენულ და დამოუკიდებელ ერთეულად. ამიერიდან კი, ამ ჩვენს აზრს ამ ჩვენს დებულებას, რომელიც ჩვენ ვიღიარეთ ამ სამი წლის წინად, დასთანხმდენ მოწინავე სახელმწიფოები და ჩვენ შევედით საკაცობრიო ოჯახში, როგორც სრულწლოვანი და სრულუფლებიანი, სახელმწიფო სრულუფლებიან სახელმწიფოთა შორის. [1]

26 მაისი, 1927

რედაქტირება
  •  

რით შეეძლო მას თავის ხსნა. იარაღით. - ეს მას არ გააჩნდა. ჯარით. - ეს მას არ ჰყავს. სახელმწიფო აპარატით. ეს მას არ მიეგების.

  •  

შეხვდით 26 მაისს და გაიგებთ თუ რა ძალა აქვს თავისუფლებას.

  •  

იდღესასწაულეთ 26 მაისი. ის ქართველი ერის დაბადების დღეა.

  •  

იყო 26 მაისი და ვიყავით ადამიანნი. არ არის 26 მაისი და ვიქეცით მონანი.

ექვსი წელი, 1927

რედაქტირება
  •  

გადის დროს, იცვლება ჟამი, არ ნელდება საქართველოს სატკივარი, არ იცვლება მისი ტანჯვა მრავალი.

  •  

დღეს თვითოეული ქართველი თავის თავს გამუდმებით ეკითხება: რას დაგვპირდენ და რა მოგვიტანეს.

  •  

ხალხი შეშფოთდა, შეინძრა და გაახილა თვალი მართალი. იწყება მისი აღდგომა და განკურნება, მისი გაწმენდა და ამაღლება.

  •  

სამუდამოდ გაქრა მისთვის (საქართველოსთვის) ის დრო, როცა ჩრდილოეთის სინათლეს სასოებით შეჰყურებდა. იქიდან მოდის სიმწარე და ქართველმა მას ზურგი შეაქცია. იქიდან მოდის უზნეობა და ქართველობამ მას კარი ჩაუკეტა.

  •  

ჩვენ - ჩვენსას გვაცხოვრეთ, თქვენ - თქვენსას, იცხოვრეთ.

  •  

ხალხი იღუპება, როცა მისი მორალი გატყდება.

  •  

უქმად არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება...


წიგნი ოჯახში საკითხავი, 1933-36

რედაქტირება
  •  

ყველაზე უფრო აღსაშფოთებელია ის, რომ ახალგაზრდობას არ ამზადებენ, არ ასწავლიან ყველაზე უფრო საჭირო, აუცილებელ, თვით ცხოვრების და სიცოცხლისათვის აუცილებელ სწავლა-ცოდნას, არ ამზადებენ სქესთა ურთიერთობის ნორმალურ აწყობას. ეს არის მიჩნეული სირცხვილათ, დასამალავათ, ვითომ ის უცაბედი, წარმავალი მოვლენაა. ორივე სქესი მიშვებულია თავის ფანტაზიაზე, თავის გემოვნებაზე, თავის წარმოდგენებზე — და ასე საფუძველი საზოგადოების — ოჯახი — შენდება შემთხვევაზე.

  ციტატის წყარო: „წიგნი ოჯახში საკითხავი“, გვ. 23.

  •  

დიდი ადგილი უჭირავს ქალს ბუნებაში და ცხოვრებაში, მაგრამ ეს მისი როლი სრულიად არ არის შეგნებული და დაფასებული. პირიქით, ყველა რელიგია აშენებულია ქალის ამ როლის გაბიაბრუებაზე, მის დაქვეითებასა და გათახსირებაზე. ე.ი. ყველა რელიგია ანტიბუნებრივია ამ სფეროში. ყველა ის, პირველყოვლისა, შვილოსნობას აღიარებს ცოდვით, ხოლო ორსულ ქალს დაპილწულათ, ეშმაკის ჭურჭლით. ზოგ ხალხში ქალს მშობიარეს სახლიდანაც გააგდებენ და იძულებული იყო სადღაც ქოხში მოელოგინებინა. ყველა რელიგია მამაკაცის მოგონილია და ამ გზით ის ხატავდა ქალზე თავის უაღრესობას და ბატონობას. ქალი არ შეიძლება იყოს ღვდელი, ღვთის მსახური, როგორც ღვთის მიერ დალახვრული.

  ციტატის წყარო: „წიგნი ოჯახში საკითხავი“, გვ. 60.

  •  

სკოლა ასწავლის რელიგიას, რაიცა განისაზღვრება კატეხიზმით, ლოცვებით, ღვთის ვედრებით. მხოლოდ რელიგიას ნამდვილს, ადამიანის ადამიანათ ამღიარებელს და მათი თანასწორობის და ძმობის მღაღადებელს — ამას არ ასწავლიან. აქაც სწავლა ფორმალურია, გარეგნულია.

  ციტატის წყარო: „წიგნი ოჯახში საკითხავი“, გვ. 102.


ჩემი წარსული, 1953

რედაქტირება
  •  

მეფე ისეთივე გამოგონილი ავტორიტეტია, როგორც ღმერთი. ეს ორთავე ერთ დონეზე დავაყენე, ათეიზმი და რესპუბლიკანიზმი ერთიმეორის ტყუპათ დავსახე

  ციტატის წყარო: „ჩემი წარსული“, გვ. 12

  •  

ევროპის სოციალური სტრუქტურა ძალიან შორს იდგა საქართველოს სოციალური სტრუქტურიდან. ამიტომ საფრთხილო იყო ევროპის რევოლუციურ იდეოლოგიას არ გაემრუდებინა ჩემი რევოლუციური ამოცანები

  ციტატის წყარო: „ჩემი წარსული“, გვ. 28

  •  

იშვა 26 მაისი. იშვა ერთიანი მთლიანი ქართველი ერი.

  ციტატის წყარო: „ჩემი წარსული“, გვ. 90.

  •  

კანონიერად შედგენილი მთავრობა ერის მთავრობაა - ეს ასეა ყოველგან, ასე უნდა იყოს ყოველგან. ჩვენში კი ეს დიდი საქმე დაუკავშირეს პიროვნებას.

  ციტატის წყარო: „ჩემი წარსული“, გვ. 97.

  •  

ქართველი დემოკრატიის გაგებით დემოკრატია არის არა ის, რაც ყოველგანაა, ე. ი. სახელმწიფოს მართველი ორგანოების ხალხის საშოდან შექმნა საყოველთაო კენჭის უფლების საშუალებით, თვით ეს შექმნილი ორგანიზაციები კი არ ორგანოებენ, არ მართავენ, არ ბრძანებლობენ; მართავს და ბრძანებლობს ყველა, ყველა დემოკრატი, ვისაც კი გაბედულება და პასუხისმგებლობის გრძნობა არ აკლია. ... ერთი სიტყვით ყველა მთავრობაა, ხოლო თვით მთავრობა ფიქციაა, სახელათაა, რაც ნაკლებს იმთავრობებს მით უკეთესია.

  ციტატის წყარო: „ჩემი წარსული“, გვ. 97-98.

  •  

ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფოებრივი ტრადიციები, ერთი მთლიანი ნაციონალური წყობილების ხსოვნა და მოგონება. ეს მეცამეტე საუკუნიდან შეწყვეტილი ერთობა, ერთი სახელმწიფოებრივი შეგნება, აღდგა სრულიად სხვა პირობებში, აღსდგა მძლავრათ და ერთსულოვნათ დემოკრატიის მეთაურობით და რა გასაკვირალია შეცდომებიც ქონოდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ნაკლი უფრო ახლდა მეთაურობას, ინტელიგენციას და არა ხალხს, არც ქალაქისას და არც სოფლისას

  ციტატის წყარო: „ჩემი წარსული“, გვ. 98

  •  

ჩვენი სოციალიზმი უმთავრესათ გამოიხატა აგრარულ რეფორმებში. ის რაც ჩვენში მოხდა უფრო ეწოდება რევოლუცია, ნამდვილათ კი ეს იყო რეფორმა, რატომ? იმიტომ რომ ეს ჩატარდა ყოველივე ძალდობის, არეულობის და ბრძოლის გარეშე.

  ციტატის წყარო: „ჩემი წარსული“, გვ. 100.

  •  

ჩვენმა სოციალიზმა ამ სფეროში[2] მიიღო სპეციალური ქართული ხასიათი. ჩამორთმეული სახნავ-სათესი მიწები გადავეცით გლეხობას კერძო საკუთრებით, რაიცა ეწინააღმდეგებოდა სოციალისტურ დოქტრინას. ... ჩვენი ხელმძღვანელი აზრი იყო, საქართველოს მცხოვრებთა დიდ უმრავლესობას - გლეხობას დაენახა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობამ მას მოუტანა მიწა, მისცა ცხოვრების ახალი საშუალებანი. ასე რომ, აგრარული რეფორმა გახდა უაღრესად ნაციონალური რეფორმა ჩვენში.

  ციტატის წყარო: „ჩემი წარსული“, გვ. 101.

  •  

ერთხელ ჩამოვიდა დედა-ჩემი მრავალ-ნაირი სანოვაგით, გაგვიხარდა რასაკვირველია. დედა მეუბნება: მითხრეს შენ მინისტრი ხარო, რავა დავიჯერო, ჩემი სარჩენი მინისტრი ვის გაუგონიაო!

  ციტატის წყარო: „ჩემი წარსული“, გვ. 102.

  •  

ჩვენს ირგვლივ, ყველა საზღვრებს გადაღმა იყო ნამდვილი ანარქია, ერთი-მეორის სრესა, აწიოკება და ცეცხლი; საჭირო იყო ამ ბარბაროსობის შუაგულში პატარა საქართველო დაპირდაპირებოდა მას. გადაერჩინა თავი, აეცილებია შინაგანი ბრძოლა, ხოლო ეს კი შეიძლებოდა შინაგანი ერთობით, ყველა ძალების დარაზმვით, სოციალური და ნაციონალური მშვიდობიანობით

  ციტატის წყარო: „ჩემი წარსული“, გვ. 103

  •  

ევროპის საზოგადოება დაღალულია, სხვისი სატკივარი მათ არ სტკივა, არც კი ამჩნევს მას და ცდილობს მხოლოდ ერთს — იყოს თავისთვის წყნარათ, უდარდელათ. ამ დღიდან ჩემი მუშაობის ხაზი გამოვსცვალე; დეე სხვებმა განაგრძნონ ამ წრეებში, ევროპის საზოგადოებაში, საპროპაგანდო მუშაობა. ჩემთვის კი მთავარი იყო ქართველი ხალხის მებრძოლი სულისკვეთების შენახვა, მისთვის ხელშეწყობა, იქაურ არა-ლეგალურ ორგანიზაციებთან დაკავშირება და მათი საშუალებით მუდმივი კონტაქტი ერთან. ეს იყო მთავარი, თუ ერი არ გატყდება, საერთაშორისო მდგომარეობა ოდესმე მის სასარგებლოდ შეიძლება შემობრუნდეს და ამით ისარგებლოს

  ციტატის წყარო: „ჩემი წარსული“, გვ. 129


სხვადასხვა

რედაქტირება
  •  

საქართველოს ხალხნი, გაერთიანებულნი საერთო დროშის ქვეშ, დასდებენ კავშირს იმ ხალხებთან, რომელნიც ცხოვრობენ ჩვენი სახელმწიფოს გარეთ და ამ გზით აღსდგება სახელმწიფოებრივი ერთობა, და აღადგენს ჩვენ თვალწინ დანგრეულ სახელმწიფოს. ეს სახელმწიფო იქნება კავკასიის კონფედერატიული კავშირი. ჩვენი გზა, ჩვენი იდეალი მიემართება ასეთი კავშირის შექმნისკენ... საქართველოს თავისუფლების დაკარგვას მოჰყვა მთელი კავკასიის თავისუფლების დაკარგვა მეცხრამეტე საუკუნეში; კავკასიის თავისუფლების დაკარგვას მოჰყვა საქართველოს თავისუფლების დაკარგვაც მეოცე საუკუნეში... კავკასია ერთი მთლიანი ტერიტორიული და ეკონომიკური ორგანზიმია. კავკასიას შევყავართ შუაგულ აზიაში, ამ კაცობრიობის და კულტურის უძველეს აკვანში. ეს გზა დღეს დახშულია, მას გახსნის მხოლოდ თავისუფალი კავკასია. კავკასიის პრობლემა საკაცობრიო პრობლემაა; მისი გადაჭრის ფორმა ერთადერთია, ეს არის კავკასიის კონფედერაცია. კავკასიის პაქტი არის საუკეთესო ფორმა აღმოსავლეთის პატარა მეზობელ ერთა შესაკავშირებლათ და მძლავრ საერთაშორისო ფაქტორათ გადასაქცევათ. ერთად დგომით აშენდებიან, ცალ-ცალკე დაიქცევიან

  •  

ჩვენ, ქართველებს, რომლებმაც ერთი ევროპული ხანა – ფეოდალური, უკვე გავიარეთ, ევროპა ვერას დაგვაკლებს. ის ჩვენი მტერი არ არის, პირიქით, ის არის სისხლი სისხლთაგანი ჩვენი და ხორცი-ხორცთაგანი ჩვენი. ჩვენ ჩვენითვე ვევროპიელდებით და მაშასადამე, მის გვერდით, მასთან შეკავშირებით უნდა ვიცხოვროთ. ქართველობამ თვითონვე უნდა განავითაროს ძალა, აღიძრას ენერგია, გაანაყოფიეროს შრომა. თვითმოქმედება, თვითმოძრაობა, თვითაზროვნება – აი, რა უნდა ეწეროს მის დროშაზე. ყველა ის, რაც ამ გზაზე გვაბრკოლებს, ძიძაობას გვიწევს, ასპარეზს გვივიწროებს, გვაძინებს, გვაზარმაცებს – აი ეს, ჩვენი პირდაპირი მტერია, მომავლის ორმოს ამომთხრელია

  •  

ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება კლავს ბოლშევიზმს, ართმევს სარბიელს, უსპობს ნიადაგს და აქცევს მას არარათ. ის თან ატარებს ყველა თვისებას იმ ჭირისას, რომელიც ყოველთვის ომს მოყვებოდა ხოლმე. როგორც კი ომი ბოლოვდებოდა, მინგრეულ–მონგრეული ქვეყანა კალაპოტში დგებოდა და სოციალური კანონები ნორმალურად ამუშავდებოდა, ჭირიც კარგავდა საკვებ მასალას და ქრებოდა

  •  

ჩვენ მათი (აფხაზეთის სახალხო საბჭოს) ყველა მოთხოვნა, რაც ავტონომიას ეხება, როგორი ფართოც არ უნდა იყოს, შგვიძლია, მივიღოთ. არ შეგვიძლია, მივიღოთ მხოლოდ ერთი: გამოყოფა ჩვენგან და დენიკინთან მიერთება

  ციტატის წყარო: კუპატაძე ბ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 40, თბ., 2018 წელი.


  •  

ნოე ჟორდანიამ და მისმა თანამოაზრეებმა პირველად დარაზმეს განსაზღვრული სოციალ-პოლიტიკური იდეალის მქონე ქართველობა: მუშები, გლეხები, ინტელიგენცია, თვით თავად-აზნაურობის მოზრდილი ნაწილიც შედიოდა მათგან შექმნილ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. ეს იყო დიდი საქმე მათგან ქმნილი მაშინდელ მძიმე პირობებში ცარისტული რუსეთის ბატონობისა საქართველოში, და ჩვენც, არა-მარქსისტებმა და ნაციონალისტებმა დიდი საქმე მოწინააღმდეგისაც დიდად უნდა ვსცნოთ.

  მიხეილ წერეთელი

  ციტატის წყარო: :„ჩემი წარსული“ გვ. 6

  •  

მე არ ვიცი, ვინ შესძლებდა ნოე ჟორდანიას გარდა მაშინდელ პირობებში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, რომელი მასზედ უფრო დიდი ნაციონალისტი, არა-სოციალისტი ან თუ გამოაცხადებდა, როგორ იქმნებოდა შესაძლებელი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა, თუ მას არ იწამებდა ნოე ჟორდანია და მისგან ხელმძღვანელი მშრომელი კლასსები, რომლებიც ქართველი ერის დიდ უმეტესობას შეადგენდნენ? საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ნოე ჟორდანიას და მისი პარტიის თანხმობის გარეშე სამოქალაქო ომი მოჰყვებოდა და დაამხობდა ახლად შექმნილ სახელმწიფოს.

  მიხეილ წერეთელი

  ციტატის წყარო: :„ჩემი წარსული“ გვ. 7

  •  

ეს იყო ტემპერამენტიანი პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც ოდნავ შესამჩნევი ენაბრგვილობა ხელს არ უშლიდა პოპულარული სახალხო ტრიბუნი გამხდარიყო

  გერონტი ქიქოძე

  ციტატის წყარო: :„თანამედრობივ ჩანაწერები“ გვ. 5

  •  

ამბობენ, ლენინს ძალიან ეწყინა, რომ ქართველმა ბოლშევიკებმა ვერ შესძლეს ნოე ჟორდანიას შეთანხმებოდნენ და ორჯონიკიძეს და ბუდუ მდივანს გულისწყრომით უთხრა, თქვენ სოციალიზმის საქმე დააზიანეთ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიო

  გერონტი ქიქოძე

  ციტატის წყარო: :„თანამედრობივ ჩანაწერები“ გვ. 60

  •  

როგორც უნდა შეფასდეს საბოლოოდ ნოე ჟორდანიას მმართველობა, უცილობელია, რომ მან ხელი შეუწყო ეროვნული მთლიანობის და თავისუფლების იდეების აღორძინებას. ეს იდეები კი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მიჩქმალული იყო ქართველი ერის შეგნებაში. შემოფარგლულ იქმნა საქართველოს სახელმწიფოებრივი საზღვრები, რომლებიც დღემდე არსებითად აღარ შეცვლილან. ქართველობას განუმტკიცდა რწმენა, რომ მას საკუთარი სახელმწიფოს შექმნა შეუძლია ურთულეს საერთაშორისო პირობებში

  გერონტი ქიქოძე

  ციტატის წყარო: :„თანამედრობივ ჩანაწერები“ გვ. 61


  •  

ნოე ჟორდანიამ, როგორც პუბლიცისტმა და თეორეტიკოსმა საქართველოსთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე პლეხანოვმა რუსეთისთვის. ჟორდანიასთან, რომელიც ქვეყანაში რჩებოდა და გადასახლებიდან არ იღვწოდა, პრაქტიკოსი მებრძოლი ტალანტი პუბლიცისტისა და მოაზროვნის ნიჭს შეერწყა.

  კარლ კაუცკი

  ციტატის წყარო: :„ნოე ჟორდანია 150“ გვ. 7


  •  

ნოე ჟორდანია განასახიერებს მთელ პარტიას, სოციალისტურ დემოკრატიასა და თავად ერს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად არავის უფიქრია ერთი და იმავე პიროვნების ხელში მოექციათ ამგვარი სამმაგი ძალაუფლება. სულაც საპირისპირო სურდათ და თავად ჟორდანიაც მთავრობაში შეუსვლელად პარტიის სათავეში დარჩენას ამჯობინებდა. თუმცა საქმის საჭიროებამ მტკიცე პრინციპები დაათმობინა.

  ემილ ვანდერველდე

  ციტატის წყარო: :„ნოე ჟორდანია 150“ გვ. 7


  •  

საშიშ ბრძოლაში ქართველები ვართ მადიანი,
და ჟორდანიას არ აშინებს გზები ირიბი. -
რასაც აღნიშნავს საარაკოთ მემატიანე.

  რაჟდენ გვეტაძე

  ციტატის წყარო: :ჟურნალი „აისი“ N2, 1920


ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირემაძე ი., სილაქაძე დ., ჭანტურიძე ს., „ნოე ჟორდანია — 150“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2018, ISBN 978-9941-13-712-9.
  • ჟორდანია, ნოე (1989). წიგნი ოჯახში საკითხავი. თბილისი: „მერანი“. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება