ოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძე (დ. 20 მარტი, 1933, სიღნაღი — გ. 1 ოქტომბერი, 2009, თბილისი) — ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი. 1998 წელს, ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად.
ციტატები
რედაქტირებაყოველმან ჩემმან მპოვნელმან (1976)
რედაქტირებაქალს რამეზე ხელი რომ ააღებინო, სამაგიეროს უნდა დაჰპირდე, თან უკეთესს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
უბედურებაში ჩავარდნილ კაცს ყველაზე მეტად თანაგრძნობა სჭირდება, თუნდაც მოჩვენებითი, ყალბი, მოვალეობის მოსახდელი. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
უბედურებაზე უფრო, მარტო დარჩენის ეშინია კაცს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ტკივილი და სიბრაზე ადამიანს უფრო გულახდილს ხდის, უფრო გულწრფელს, ვიდრე მერეა, როცა სიბრაზე გადაუვლის და ტკივილიც ჩაუწყნარდება. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
როცა ანგარებაა გარეული საქმეში, გინდა ერთ კაცს დაუწექი და გინდა მთელ ქალაქს, მაინც მეძავი ხარ, რადგან სხეულს ყიდი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ერთი მუშტარი გყავს თუ ათასი, ფულს გიხდიან თუ ერბოს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
კაცს ქალი რყვნის. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ცხოვრება გაწბილებული ოცნებაა, საწინააღმდეგოდ ამხდარი სიზმარია, ლამაზი, ყურის მაამებელი, გულის გამკეთებელი სიტყვა კი არაა, არამედ ამ ლამაზი სიტყვებიდან დაბადებული მკაცრი და დაუნდობელი სიმართლე. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც, დიდებისაგან განსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდევაც. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
რაც არ ეგუება – კვდება. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ვაჟკაცობა თავის გამოდება და სიკვდილი კი არა, გადარჩენაა, რადაც არ უნდა დაგიჯდეს ის. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
მწერზე მეტი განსჯის უნარი არც ადამიანს გააჩნია, სადაც შუქი აინთება, ყველა მისი გულისთვის, მის მისაზიდად და მის გასართობად ჰგონია ანთებული. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
– ყველა სიკვდილი ერთნაირია, მამაო. ყველა ერთნაირად ყარს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანი მხოლოდ სიცოცხლე ან მხოლოდ სიკვდილი კი არ არის, არამედ ორივე ერთად, სიკვდილიცა და სიცოცხლეც, სიკვდილ-სიცოცხლე, ერთი მეორეს ქმნის, ორივე ერთად კი – ადამიანს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანს ბედისა სჯერა და ყოველთვის სჯეროდა, ყოველთვის მის მოლოდინშია და იმის ჩამოსათვლელად, თუ რამდენნაირი სახელი მიუღია მას ადამიანის წარმოდგენაში, არც დრო ეყოფა და არც ქაღალდი. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ბედი არსებობს იმდენად, რამდენადაც ადამიანს სჭირდება მისი არსებობა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, მას რომ გადააბრალოს თავისი მარცხიცა და წარმატებაც და ამით უფრო ასატანი გახადოს საკუთარი არსებობა მეორე ადამიანისთვის. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანი თავისსავე მოგონილ ბედს ემორჩილება და ეგუება, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბედთან შეგუება ადამიანის მთავარი თვისებაა. ეს უფრო იძულების შედეგია, არსებობის აუცილებლობითაა გამოწვეული და ამ თვისების შეძენის შემდეგ ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება იჩრდილება, ნაწილობრივ მაინც, რადგან ამ გადამრჩენელი თვისების შეძენა თავისთავად, უმტკივნეულოდ და უმსხვერპლოდ არ ხდება. ის ხანგრძლივი ყოყმანისა და დაუნდობელი სულიერი ბრძოლის ნაყოფია. ეს ბრძოლა კი ყველანაირ ბრძოლისაგან განსხვავდება, თუნდაც იმით, რომ აქ დამარცხებული იმარჯვებს, დათრგუნული და ჩაკლული იძენს სიცოცხლის უფლებას. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანი მარტო არასოდეს არ არის, მარტო თავის თავს არასოდეს ეკუთვნის. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
მიჩვეულს ნუ გადააჩვევ და მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ, ამაშია ადამიანის ბუნების მთელი საიდუმლო. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
– ვიბადებით, რათა შევცოდოთ, და ვიხოცებით, რათა განვიწმინდოთ. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანის სიცოცხლესაც და სიკვდილსაც არა თვითონ ადამიანი, არამედ უხილავი სული ქმნის და ადამიანი უმწეოა, იღონოს რამე. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
სიკვდილი ყველას შეუძლია, გადარჩენა კი – არა. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
სამშობლო ოჯახიდან იწყება და, თუ ოჯახს მოუშლი კაცს, ცოლს გაუბახებ, შვილს ნაბიჭვრად გამოუცხადებ, მისთვის სამშობლო ჩვეულებრივ მიწა-წყლად იქცევა მხოლოდ, საძოვარ და სათეს ფართობად, რომელიც არსად არ იწყება და არც არსად მთავრდება, რადგან ცისქვეშეთში მიწა ყველგან მიწაა და წყალი ყველგან წყალია, მაგრამ იმას, ოჯახმოშლილს, ცოლგაბახებულს, შვილდაკარგულს, ქვეყნის მკვიდრი კი აღარ ჰქვია, არამედ მაწანწალა, რომლისთვისაც უკვე სულ ერთია, რომელ ცის ქვეშ, რომელ ჭიშკართან გამოუტანენ სამადლოდ ერთ ლუკმა პურსა და ერთ ყლუპ წყალს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ქალი არსებულის მსახურია და არა წარმოდგენილისა. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანის ბუნება საფუძვლიანად ვერცერთ ასაკს ვერ ეგუება, შემდეგი, უფრო ზემო საფეხური მიაჩნია სრულყოფილად და ამიტომაც დაუნანებლად, უკეთესობის იმედით გადადის ერთი ასაკიდან მეორეში, სანამ ბოლო საფეხურს მიაღწევდეს, რომელსაც სიბერე ჰქვია, რომლის იქითაც აღარაფერი აღარაა, და სწორედ მაშინ ხელმეორედ ამოტივტივდება ხოლმე ადამიანის სულსა და გონებაში მისი ცხოვრების პირველი საფეხურები, იმ პირველ საფეხურზე შემომდგარი, სულის შემძვრელად ნორჩი არსება, რომელიც თვითონ იყო ოდესღაც. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგა ხნის დამთავრებულია იგი. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ერთადერთი გზა შეგუებაა, დანარჩენი თავისით მოვა. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ყველანაირი სიმართლე უბრალოა, ცარიელ-ტარიელაა, რაც არის – ის არის, არც მეტი და არც ნაკლები, ვერც შეკვეცავ და ვერც გაწელავ, ნალივით მარტივია და ნალივით გამოსადეგი, ოღონდ უნდა იცოდე მისი გამოყენება, როგორც ნალისა, რადგან ნალი ცხენს შუბლზე თუ მიაჭედე, დაასახიჩრებს და გააგიჟებს, ხოლო ფლოქვზე მოერგება და მოეხმარება კიდეც სიარულში. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
მოწყალების მიღება საკუთარი უმწეობის აღიარებაა, ხოლო მოწყალების გაღება საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად სჭირდება ადამიანს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ამ ქვეყანაზე ტყუილად არავინ არაფერს იძლევა, მაგრამ ძლიერია არა ის, ვინც იძლევა, არამედ ის, ვინც არ იღებს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
გაუზიარებელი ბედნიერება გაზიარებულ უბედურებაზე მწარეა. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
სიმახინჯისაკენ მიდრეკილება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, რადგან სიმახინჯე სილამაზის ხვალინდელი დღეა, უფრო მშვიდი და ხანგრძლივი. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
კაცობრიობის ერთიანობას ერთ ქარგაზე მოჭრილი ნიფხავი კი არ განაპირობებს, არამედ დიადისკენ ერთნაირი მიდრეკილება, შექმნის მოთხოვნილება და უნარი. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანისთვის ნამდვილი ის არის, რასაც ეჩვევა ყოველდღიურად, თანდათანობით და სამუდამოდ. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანი მხოლოდ მაშინ ითვლება მკვდრად, როცა იმის სიკვდილს შეეგუებიან. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
გაუმართლებელი, გადამეტებული სიკეთე ბოროტებას აღვივებს მხოლოდ. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ქალთან, შეიძლება, საუკუნე იცხოვრო ერთ ჭერქვეშ და სამუდამოდ უცხო და უცნობი დარჩე მისთვის, მაგრამ ქალმა ერთხელ მაინც თუ გაიტანა შენი ქოთანი თავისივე სურვილით, არათუ გიცნობს უკვე, დედაზე მეტი უფლებითაც სარგებლობს, რადგან დედა რასაც განუსჯელად და სიხარულითაც გააკეთებდა, ის განსჯითა და ზიზღით აკეთებს. ზიზღსაც ძლევს, რადგან ადამიანად გთვლის, სულერთი არა ხარ მისთვის და ყველაფერი აინტერესებს შენი. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
ადამიანი იმას კი არ ირჩევს, რაც მას უნდა, არამედ, იმას თანხმდება, რასაც თავზე ახვევენ… ანდა იღუპება. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
იმედის ანაბარა ცხოვრებას უიმედო ბრძოლა სჯობია. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
თანაგრძნობა მხოლოდ იმისგან შეიძლება მიიღო, ვისაც შენს უბედურებასთან არაფერი ესაქმება, ვისი ხელიც არ ურევა შენს უბედურებაში. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
რაც დრო გავა, უფრო მეტი და მეტი იქნება დასამახსოვრებელი, მაგრამ ყველაფრის დამახსოვრება უნდა შესძლოს კაცმა. უნდა შესძლოს! დავიწყება დამარცხებას ნიშნავს. |
ციტატის წყარო: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
მარტის მამალი (1991)
რედაქტირებაადამიანი სიბნელიდან მოდის და სიბნელეში ქრება. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
სიცოცხლე, ხანგრძლივიცა და ხანმოკლეც, სიკვდილთან შეჩვევაა და მეტი არაფერი. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ყველაზე დიდი შიში ისაა, რომელსაც ვეღარ გრძნობ. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ასეთია ბუნება კაცისა, ასეა ცხოვრება მოწყობილი: თითქოს სწვდები საწადელს, ცოლს შეირთავ, შვილს გააჩენ, ჰა და ჰა, თითქოს უნდა გაგიმართლდეს ნაოცნებარი და სწორედ მაშინ შემართავს ხოლმე ბედისწერა უროს. ის კი, ადამიანი, მაინც იბრძვის, მაინც წვალობს, მაინც ფუტფუტებს ოცნების ნამსხვრევებში და ხელახლა აჩიტებს, ხელახლა აფრთიანებს ახალ ოცნებას, ერთხელ კიდევ რომ გაიწბილოს თავი. ამას ჰქვია ცხოვრება, ასე დაგვეკვება ღმერთისგან და ამის შეცვლა არ შეიძლება, რადგან ცხოვრება ან არის, ან არ არის, მისი შეცვლა მის მოსპობას ნიშნავს, ანუ, სიკვდილს, არაფერს. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
სადაც სიყვარულია, იქ ეჭვიანობაცაა. თუ გიყვარს, ეჭვიანობ კიდეც. თუ არ გიყვარს, არც ეჭვიანობ, არც იცი, რას ნიშნავს ეჭვიანობა, როგორი ბრჭყალები აქვს... ყველაფერი სულერთია შენთვის. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ადამიანმა თუ არ იჩქარა, თუ დღესვე არ მიიღო დღეს მისაღები, ხვალ გვიან იქნება და ისეთივე ხელცარიელი, გულცარიელი და თავცარიელი გაბრუნდება უკანვე, მოუსვლელში, ჯანდაბაში, როგორიც იქიდან მოვიდა. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
არყოფნა მაშინ იწყება, როცა დედის ხმას დაივიწყებ, დაკარგავ, ანდა, როცა დედის ხმა თავისი ნებით და სურვილით წავა შენგან. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
უნდილი კაცის ცოლობაზე დიდი სასჯელი ჯერ არ მოუგონია ღმერთს ქალისთვის. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ადამიანი სინდისია. სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. მაგრამ სინდისი რომ წაართვა და სხვა ყველაფერი დაუტოვო, ვეღარ იქნება ადამიანი. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ, სული იგივე სინდისია. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ადამიანი ბევრი რაღაცის ჯამია და ვერაფერზე იტყვის უარს, თუმცა, უარი შეიძლება თქვას, მაგრამ მოშორებით ვეღარ მოიშორებს, რაც გაჩენის დღიდან გადახდენია თავს, რაც შეუძენია თუ შეუძენინებიათ, რაც ჩაუდენია თუ ჩაუდენინებიათ - გუშინდელმა ისევე უნდა აგოს პასუხი დღევანდელზე, როგორც დღევანდელმა - გუშინდელზე, ორივემ ერთად კი - ხვალინდელზე. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
შიშის დაძლევა და ტკივილის მოთმენაა სწორედ ვაჟკაცობა, თორემ, არაფრის შიში თუ არა გაქვს და არავითარი გრძნობა არ გაგაჩნია, არც ადამიანი ყოფილხარ და, აქედან გამომდინარე, არავისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, გულადი იქნები თუ მხდალი. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთვარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ქალი მაშინაა ბედნიერი, როცა ქმარ-შვილის ქვეშევრდომია. იმიტომ რომ, ნებაყოფლობითი ქვეშევრდომობა იგივე სიყვარულია. რომ გიყვარს, იმიტომ ემსახურები და არა იმიტომ, ქალის ხვედრი როა ასეთი, როგორც ზოგიერთები ამბობენ. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
კაცი ჯერ თავს უკვდება, მაგრამ საბოლოოდ, სამუდამოდ მაშინ კვდება, როცა ყველა დაივიწყებს, როცა ყველასთვის სულერთია, მკვდარია თუ ცოცხალი. მკვდარს თუ გამხსენებელი ჰყავს, თავისი მომავალიც აქვს. გამხსენებელთან ერთად გადადის ხვალინდელ დღეში. ყველაზე მწარე სიკვდილი, სწორედ, უმომავლო სიკვდილია. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ადამიანის ფიქრი და ოცნება მოითხოვს სივრცეს და არა თავად ადამიანი. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ადამიანი განუწყვეტლივ ირჩევს რაღაცას, მაგრამ იმდენად მერყევია მისი ბუნება, ისე მალე ეცვლება აზრი, შეხედულება თუ სურვილი - ბოლოს აღარაფერი შერჩება ხოლმე ხელში. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
დამთავრდა, გაუქმდა და გაუფასურდა ყველაფერი, რითაც აქამდე სულდგმულობდით, რაზეც აქამდე თვალი და ხელი მიგიწვდებოდათ და რასაც აქამდე საერთოდ არ ედო თქვენთვის ფასი. ამიტომაც არ გაგაჩნია არაფერი საკუთარი, უპოვარი ხარ, ის ერთი ბეწო ადგილიღა ადასტურებს შენს არსებობას, გაურკვევლობის წყვდიადში რომ გიკავია და უსასრულო, უკიდეგანო სამყაროს ტოლფარდია შენთვის, რადგან თავისუფლად ეტევა ზედ მთელი შენი ცხოვრება, ყველაფერი, რაც შენიანებს, შენიანად, დღემდე გადახდენიათ და ჯერ კიდევ უნდა გადახდეთ თავს - ისაა ერთადერთი დასაშვები და სასურველი ადგილი, სადაც ყოველ წუთას მზადა ხარ ნებისმიერ უბედურებასთან საბრძოლველად და სადაც, მიუხედავად ყველაფრისა, ანდა, სწორედ ყველაფრის გამო, შემაძრწუნებლადა ხარ ბედნიერი, და თუკი იმას მაინც შეგინარჩუნებენ, მადლობელი იქნები, დიდი მადლობელი იქნები ბედისა, ქვეყნისა, ხალხისა, ყველასი და ყველაფრისა - ჯერჯერობით, ეს შეგიძლია მხოლოდ, მარადიული მადლობის თვალაუწვდენელ, დამაყრუებლად მოგუგუნე კოცონს შეემატო, შეეკეთო ფიჩხივით, ნაფოტივით. ამიტომ, უსიტყვოდ უნდა მიიღო, რასაც ცხოვრება გიწყალობებს, თვალდახუჭულმა უნდა მიიღო, რადგან მაინც ვერ აუქცევ გვერდს იმას, რაც არ გსიამოვნებს და მაინც ვერ მიეახლები იმას, რაც გსურს. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
მახსოვრობა იგივე სასჯელია, ბუნებისგან დადგენილი, უვიცობისთვის, უმეცრებისთვის, მიუხვედრელობისთვის. ხოლო, თუ გაწყრა ღმერთი და დაივიწყა, ეს უკვე საყოველთაო უბედურების ნიშანია და, პირველ რიგში, ადამიანის გადაგვარების მაუწყებელი. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
ხალხისაგან განსხვავებით, სიცოცხლის შენარჩუნებაზე მეტად, იმაზე უნდა იზრუნოს ადამიანმა, ადამიანად შობილი, ადამიანადვე რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან. ხალხი თუ სიცოცხლეს ინახავს, როგორც ნაცარი - ნაღვერდალს, ადამიანი სიცოცხლის აზრს, ანუ, იმ ნაღვერდალში ჩაბუდებულ ცეცხლს განასახიერებს, ალივით. ამიტომ, არაფერი არ უნდა დათმოს, რაც მის ადამიანობას ადასტურებს და რისი შენარჩუნებაც, ენით აუწერელი ტანჯვის საფასურად შეუძლია მხოლოდ. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
რაც გიყვარს, სიყვარულის გამო უნდა გიყვარდეს მხოლოდ და რაც გძულს, ისიც სიყვარულის გამო უნდა გძულდეს. |
ციტატის წყარო: „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
გოდორი (2003)
რედაქტირებაადამიანი ძალაუფლების მაძიებელი ცხოველია. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
უსაფუძვლო სიძულვილი და ბრმა რწმენა აიძულებს ახალგაზრდას ქუჩაში გამოვიდეს და ხელი მოუღეროს ხელისუფალს. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
თუკი ხელისუფლების შენარჩუნება გსურს, პირველ რიგში, შეკითხვის გეშინოდეთ, ბავშვის პირიდან ამოსულის. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
ბავშვი საზარელი იარაღია, თუკი არადანიშნულებისამებრ გამოიყენებ. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
მეომარი ხალხი ვართო ვიძახით, და მართლაც, ნებისმიერ ტილიან ქართველს დაედება ფასი, ოღონდ შავ ბაზარზე, როგორც სარეცხის სოდას, კბილის პასტას, პრეზერვატივს თუ შავ პილპილს. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
მარქსიზმი ქურდულმა მორალმა დაამარცხა მხლოდ. უბნის რწმუნებულს ზედ არ აფურთხებდნენ უბანში, ქურდს კი ძაღლიც არ უყეფდა. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
ვიდრე ბუნების ენას არ ვისწავლით, ყველა ცოდნა დამღუპველია. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
აღარ რჩება ჩვენი ადგილი არათუ ტაღლითი კარტოგრაფის შედგენილ რუკაზე, არამედ ბუნებაში, და თქვენი ყბადაღებული სრულიად საქართველო ისტორიული მირაჟი გამოდის მხოლოდ. მკვდარი ვირის სიზმარი. ტელევიზია კი ჩივის, საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობსო, ღვთის რისხვაა, აბა ეს რაა?! ქვეყანას ისევ ჩემსავით დაობებული კომუნისტები და შენსავით „ეროვნული მოძრაობიდან“ მოსული კომკავშირლები მართავენ. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
ციხეში კაცი ბრძენდება, ანუ, ზოგი გვიან, ზოგი კი ადრე, - უნდა არ უნდა, ბოლოს მაინც რწმუნდება თავის სიბრიყვეში, ხვდება რომ ბრიყვად გაუჩენია ღმერთს და მე თუ მკითხავ, არც ამის მიხვედრაა ცოტა. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
არავინ არავის არ სჭირდება. ანდა ერთხელ სჭირდება მხოლოდ. მოკლას ან მოეკვლევინოს. ადამიანი ერთჯერადი შპრიცივითაა დედისთვისაც, მამისთვისაც, ცოლისთვისაც... მისი ზედმეტად გამოყენება სახიფათოა, შიდსი იცის, საერთო გამოქლიავება, საბოლოო დაქიანთარება და ცუმპარუმპა. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
დიდების ნაფშვენებს თურმე ყვავიც არ აკარებს პირს. სახიფათოა სიცოცხლისთვის. ყვავს თავის სამასწლიან მარტოობაში ყოფნა ურჩევნია იმ თქვენს დიდებას. სამაგიეროდ ადამიანი დაუფიქრებლად ჭამს და კვდება. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
ყველა ჭეშმარიტი პოეტი ან მკვდარია, ან უგულებელყოფილი. ვინც იბეჭდება, ხელისუფლებას ემსახურება, რადგან ნებისმიერი ხელისუფლება მხოლოდ იმის დაბეჭვდის უფლებას იძლევა, რისი დაბეჭდვაც უპირველეს ყოვლისა თვისთვის მიაჩნია სასარგებლოდ და არა პოეტისთვის. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
სიყვარული სიძულვილზე უკეთესი მიზეზია მკვლელობისთვის, მაგრამ იოტისოდენადაც არ ამართლებს მკვლელს. პირიქით, უფრო ამძიმებს დანაშაულს. თუმცა ამავდროულად რაღაცნაირად ამაღლებს და აკეთილშობილებს, შარავანდედში ხვევს დამნაშავეს. მართლაც, თუ არ გიყვარს, რატომ კლავ? რა უფლებით? უფლება კი სიყვარულია. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
ინგრეოდა, ნადგურდებოდა წინაპართა სისხლითა და ოფლით, ხმლითა და წიგნით წვითა და დაგვით ნაშენები ქვეყანა. წყალს მიჰქონდა ნაფოტივით, ქარს მიჰქონდა თივის ბულულივით, ორი მეფის, ოთხი მთავრის, ერთი ათაბაგისა და უთვალავი თავად-აზნაურის უკუდო, ამპარტავნობას გადაყოლილი, მათ სიხარბესა და სივერაგეს ვერგაწვდენილი… |
ციტატის წყარო: „გოდორი“
თავის მოსულელებაც ერთგვარი სახეა ბრძოლისა, მით უფრო, როცა სხვა აღარაფერი შეგიძლია. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
სამშობლოს სიყვარულით ყველაფრის გამართლება, არა მარტო უსინდისობაა, ჩამორჩენილობაცაა უკვე. „სამშობლო, დედის ძუძუი“ ეტო ვზდორ! ვზდორ! და კიდევ ერთხელ ვზდორ! |
ციტატის წყარო: „გოდორი“
სამშობლო იქ არის, სადაც უკეთესად გრძნობს კაცი თავს და არა იქ, სადაც მამა-პაპის ცოდვების გამო ადვილი შესაძლებელია, შენ წაგაცალონ თავი. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
ქართველებს რომ გულში უდევთ ის საქართველო აღარ არსებობს. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
აუცილებელია ყველამ, სრულიად საქართველომ, სასწრაფოდ მოიშალოს მუცელი… გაიკეთოს აბორტი – დაუნდობლად, დაუნანებლად… თუკი მართლა აპირებს გადარჩენას. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
ნაუცბათევ ქორწილებზე რომ ტყვია წამალი იხარჯება სავსებით საკმარისი იქნებოდა აბსუების თუნდაც ერთი იერიშის მოსაგერიებლად ჩრდილო დასავლეთის ფრონტზე! |
ციტატის წყარო: „გოდორი“
ერთად ვუშველოთ სამშობლოს! ნუ განვუდგებით სიღარიბის გამო. ნუ ვუუკადრისებთ სიპატარავისთვის. ნუ დავუწუნებთ გარეგნობას. განა ყველა მშობელი ერთნაირად ლამაზი არ არის?! მოვუხმოთ ჭკუას და დავბრუნდეთ შინ, გაქცეულნიც და გასაქცევადაც გამზადებულნიც… ბარგზე მჯომარენიც… ბატებო, ბატებო, შინ! ჩვენს დროს იყო ასეთი თამაში. უფრო სწორედ, უფროსები თამაშობდნენ ასე ჩვენს ბავშვობაში… |
ციტატის წყარო: „გოდორი“
მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი. ხურდა არ მინდა. სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ჩვენს დროში, სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი. სამშობლო იყიდება. მისი სურნელი კი არა. სურნელი მაინც აქ რჩება, გამოცარიელებულ სივრცეში, ნასამშობლარზე. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
საქართველოში, ქართველის გარდა, ჯერჯერობით არავინ დაჩაგრულა. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
მეტი არც არაფერია ოჯახი. მიუხედავად უსიტყვო შეთანხმებისა, ანდა, სწორედ უსიტყვო შეთანხმების გამო, არავის არ უნდა და მაინც ყველას ხელს აძლევს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა დადაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება. ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობ გასაგები გახდეს ვინმესთვის. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის. |
ციტატის წყარო: „გოდორი“
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა (1973)
რედაქტირებათუ სიკეთე გინდა, ბოროტებასაც უნდა დაუხუჭო თვალი, რადგან ერთს მეორე მოსდევს. ან ორივეს ზურგი უნდა შეაქციო, ან ორივე უნდა ჩაიხუტო, რადგან ორივენი თავხედი და უზრდელი ბავშვებივით არიან, მცირე ოდენი ყურადღებაც საკმარისია ერთის მიმართ, ორივენი მაშინვე კალთაში რომ ჩაგისხდნენ, რადგან ერთმანეთს ხელს არ უშვებენ და წინასწარვე არიან შეთანხმებულები-ყველაფერი ძმურად გავიყოთო. |
ციტატის წყარო: „გზაზე ერთი კაციმიდიოდა“ 1973
კაცი ძველ ტანსაცმელს საჭიროებისათვის იცვამს, ახალს კი თავის გამოსაჩენად და სხვების გულის გასახეთქადო. |
ციტატის წყარო: „გზაზე ერთი კაციმიდიოდა“ 1973
განა ზღვაში გადაგდებული ქვა სამუდამოდ ქრება, სამუდამოდ იკარგება? არა, არც ქრება და არც იკარგება, უბრალოდ მისი დანახვა აღარ შეგვიძლია, რადგან წყალშია ჩაძირული. მაგრამ შეიძლება ვინმემ წყალში ჩაყვინთოს და სწორედ ის ქვა ამოიღოს, ჩვენ რომ სამუდამოდ დაკარგული გვეგონა. |
ციტატის წყარო: „გზაზე ერთი კაციმიდიოდა“ 1973
განა ტალღებმა იციან, რომელ ნაპირს შეასკდებიან, ქვიშიანსა თუ სილიანს? მაგრამ მაინც ერთი სული აქვთ როდის მიაღწევენ ნაპირამდე, რათა დაიმსხვრნენ, დაიფუშონ და განადგურდნენ იმ ერთწამიანი შეხების გულისთვის, რისთვისაც საერთოდ გაჩენილან სადღაც ბნელსა და გათოშილ წიაღში. მეგობარი ან ტალღაა, ან კლდოვანი ნაპირი, ან იღუპება, ან გღუპავს. ამაშია სწორედ მისი ძალაცა და სილამაზეც - მარადიული ძალა და წარმავალი სილამაზე, რადგან ახალ წყვილს, ყველა ახალ კლდოვან ნაპირსა და ტალღას თავისი განსაკუთრებული სილამაზე მოაქვს. პატრონი კი სხვაა, ის სილიანი ნაპირია, არც თავს დაიღუპავს და არც შენ მოგცემს დაღუპვის უფლებას. მას გულიცა და გონებაც თავის ადგილზე აქვს და ერთიცა და მეორეც მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვალეობას ასრულებს, რისი ასრულებაც ბუნებას დაუვალებია. ბუნებას და არა ბედისწერას. |
ციტატის წყარო: „გზაზე ერთი კაციმიდიოდა“ 1973
ყველა სამშობლოს ეძებს. ჩვენ ხომ ბრმად და გულუბრყვილოდ ვიწყებთ ცხოვრებას და მერე, როცა გონებაში ვვარდებით, როცა საბოლოოდ გვეხილება თვალი, აღარ მოგვწონს იგი, გვეშინია მისი და მხოლოდ მაშინ გვახსენდება სამშობლო, მაგრამ უკან დაბრუნება შეუძლებელი, რადგან აღარ გვახსოვს სად დაიწყო ჩვენი ცხოვრება, რომელიც საერთო ცხოვრებაში ათქვეფილა და აღარც დასაწყისი აქვს და აღარც დასასრული. ჩვენც თავ-გზა აგვბნევია უსასრულო ტალანებში ხეტიალით და ჩვენი სურვილისამებრ კი არ ვმოძრაობთ, არამედ მოძრაობის აუცილებლობა გვერეკება თავის ნებაზე. ხოლო მოძრაობის აუცილებლობას შიშისა და უმწეობის ნათესლარი იწვევს, რომელსაც იმედი ჰქვია. იმედი თავის მართლებაცაა და მოტყუებაც, ერთიცა და მეორეც დიდი ვერაფერი შვილია და ვერც ვერაფერში გვეხმარება, უბრალოდ ახანგრძლივებს და ჩვენთვისაც მეტ-ნაკლებად ასატანს ხდის თავის მშობლებს: შიშსა და უმწეობას. თუმცა არა, იმედი დაულეველი საბადოცაა იმ ჯანისა, რომელსაც ტალანებში უთავბოლო ხეტიალისას ვხარჯავთ. რითი მთავრდება ჩვენი ხეტიალი? არაფრითაც არ მთავრდება, არც თავი აქვს და არც ბოლო, მისი თავი იგივე ბოლოა, ხოლო ბოლო-იგივე თავი. |
ციტატის წყარო: „გზაზე ერთი კაციმიდიოდა“ 1973
ყველა ჩვენგანს ჰყავს მეგობრები, ძალიან ახლობლები და ნაკლებად ახლობლებიც. ზოგიც ისეთი, ათასში ერთხელ რომ მოვიკითხავთ და მაინც მეგობრად რომ ვთვლით. მშობლები, და-ძმა, ნათესავები. მაგრამ ყველა ჩვენგანი მაინც მარტოა საკუთარი ცხოვრების გზაზე! |
ციტატის წყარო: „გზაზე ერთი კაციმიდიოდა“ 1973
ადამიანი ევლინება ამ ქვეყანას, საკუთარ გზას ადგება, ეკლებითა და ვარდებით მოფენილს. ხან ეკალი ერჭობა, ბორძიკობს, იქცევა. ხან ვარდის სურნელება და სილამაზე ათრობს, აბრუებს. |
ციტატის წყარო: „გზაზე ერთი კაციმიდიოდა“ 1973