ომარ ხაიამი, სრული სახელი — ყიას ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაპურელი (დ. 1048 – გ. 1122) — სპარსელი პოეტი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი.

ციტატები

რედაქტირება
  •  

ერთი ვერ გაარკვევს რა სურნელი აქვს ვარდს,
ვიღაც მწარე ბალახებიდან მიიღებს თაფლს,
ვიღაცას ხურდას მისცემ და სამუდამოდ დაიმახსოვრებს,
ვიღაცას კი ცხოვრებას მისცემ და ვერ გაიგებს.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

რაც უფრო დაბალი სულის ადამიანია, მით უფრო ზემოთ სწევს ცხვირს. ცხვირით მიიწევს, სადამდეც სულით ვერ გაიზარდა.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

ვინც ტიროდა, მას სიცილი შეუძლია, ვინც კვდებოდა, მან იცის, რომ ცოცხლობს.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

ერთ ფანჯარაში ორი იყურებოდა. ერთმა დაინახა წვიმა და ჭუჭყი, მეორემ მწვანე ფოთლები, გაზაფხული და ცისფერი ცა.
ერთი ფანჯრიდან ორი იყურებოდა...

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

ადამიანი თითქოს დედამიწაა სარკეში ასახული. ის პატარაა და ამავდროულად განუზომლად დიდი.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

რაც უფო ხშირად ვცდებით ცხოვრებაში, მით უფრო ხშირად ვკარგავთ იმ ადამიანებს, ვინც ძვირფასია. ვცდილობთ, უცხოებს მოვეწონოთ და ახლობლებს გავურბივართ.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

ვაღმერთებთ მათ, ვინც ჩვენი ღირსები არ არიან და ყველაზე ერთგულებს კი ვღალატობთ. ვისაც ვუყვარვართ, გულს ვტკენთ და თავად ბოდიშს ველით.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

ამ ქვეყნად საუკუნე ვერ ვიცხოვრებთ, მაშინ დაიჭირე ყოველი წამი, მას ვეღარასდროს დაიბრუნებ.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

ნუ შეგშურდება იმის, ვინც მდიდარი და ძლიერია. მზის ჩასვლას ყოველთვის მზის ამოსვლას მოჰყვება.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

ვფიქრობ, რომ მარტო ყოფნა ჯობია, ვიდრე ის, რომ ცალმხრივად გიყვარდეს. სიყვარულს თუ მუდმივად უანგაროდ გასცემ, თუ შენს მეორე ნახევარს შეხვდები, ვეღარ შეიყვარებ.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

სასაცილო არაა, მთელი საუკუნე კაპიკებით იყიდოთ, თუ სამუდამო ცხოვრება არ არსებობს. ეს ცხოვრება ჩემო კარგებო, დროებით მოგეცათ და შეეცადეთ, რომ დრო უქმად არ დაკარგოთ.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

საკუთარი თავის ჩუქება, არ ნიშნავს, რომ გაიყიდო. ვინმეს გვერდით ძილი, არ ნიშნავს, რომ მასთან ღამე გაატარე. სამაგიეროს არ გადახდა, არ ნიშნავს პატიებას. გვერდით არყოფნა, არ ნიშნავს, რომ არ გიყვარს.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

არ ჩაიდინო ბოროტება - ბუმერანგივით დაგიბრუნდება.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

ჭაში ნუ ჩააფურთხებ, წყალი ხომ უნდა დალიო.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

არ შეურაცხყო ის, ვინც რანგით დაბლაა, იქნებ მოვიდეს და რაიმე ითხოვოს.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

არ უღალატო მეგობრებს, მათ ვერავინ შეცვლის.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

არ დაკარგო საყვარელი ადამიანები, ვეღარ დაიბრუნებ.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

არ მოატყუო საკუთარი თავი, დროთა განმავლობაში მიხვდები, რომ ამ ტყუილით შენ თავსვე ღალატობ.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები

  •  

ამ ბნელ სამყაროში მხოლოდ სულიერი სიმდიდრე ჩათვალე ჭეშმარიტებად, ის არასოდეს გაუფასურდება.

  ციტატის წყარო: ომარ ხაიამის ციტატები


  •  

სჯობს იყო მარტო, ვიდრე ნებისმიერ შემხვედრთან ერთად.


  •  

ცუდს ჩვენს შესახებ ჩვენზე უარესები ფიქრობენ. ვინც ჩვენზე უკეთესია – ჩვენთვის არ სცალია.


  •  

მეგობარო, მოდი „ახლა“ დაიმახსოვრე, რომ „ხვალ“ არ არსებობს.


  •  

შენ ამოცოცდი ტალახიდან თავადებში და უცბად თავადი გახდი, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ არ დაიღუპო - თავადი მოკვდავია, ტალახი სამუდამო.


  •  

რა არის ცხოვრება? - ბაზარი, მეგობარს ნუ ეძებ მანდ. რა არის ცხოვრება? - ვნება, წამალს ნუ ეძებ მასში. არ შეიცვალო, მუდამ გაიღიმე, მაგრამ ხალხისგან ნუ ელი ღიმილს.


  •  

ის, ვინც გონებას მიჰყვება, ხარს წველის. ჭკვიანს ალბათ მოჰკლავენ. ჩვენს დროში სასარგებლოა იყო სულელი, რადგან გონება ნივრის ფასი ღირს.


  •  

მას, ვისაც სურს სიმშვიდე სიყვარულში, ჩათვალე განსვენებულად და არა ცოცხლად; მას, ვისაც სიყვარულზე არც კი სმენია, ჩათვალე განსვენებულად და არა ცოცხლად.


  •  

ნუ ამბობ, რომ მამაკაცი მექალთანეა, ის რომ ერთადერთზე ყოფილიყო შეყვარებული, თქვენამდე ვერ მოაღწევდა.


  •  

ნუ დააკავებ იმას, რაც მიდის და ნურც განირიდებ იმას, რაც მოდის, მაშინ აღმოაჩენ შენს ბედნიერებას.


  •  

იყავი ცეცხლივით ცხელი, იყავი წყალივით გამჭვირვალე, ნუ შეეცდები ყოველგვარი ქარის მორჩილ მტვრად იქცე.


  •  

საყვარელ ადამიანში გვიყვარს მისი ნაკლოვანებაც, ხოლო საძულველ ადამიანში გვძულს მისი სიმდიდრეც.


  •  

რა პატარაა ადამიანის ენა და ამ დროს რამდენი ცხოვრება დაანგრია.


  •  

ამ ქვეყნად მხოლოდ სულიერი სიმდიდრე დააფასე, რადგან ის არასოდეს გაუფასურდება.


  •  

შეიძლება მოხიბლო მამაკაცი, რომელსაც ჰყავს ცოლი, შესაძლებელია მოხიბლო მამაკაცი, რომელსაც ჰყავს საყვარელი, მაგრამ შეუძლებელია მოხიბლო მამაკაცი, რომელიც შეყვარებულია.