ოსკარ უაილდი
ოსკარ ფინგალ ო'ფლაერტი უილს უაილდი (Oscar Fingal O'Flahertie Wills Wilde) (*16 ოქტომბერი, 1854 – 30 ნოემბერი, 1900) —-ინგლისელ-ირლანდიელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი.ის გარდაიცვალა
ციტატები
რედაქტირებახელოვანი მშვენიერების შემოქმედია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
გამოვავლინოთ ხელოვნება ისე, რომ არ ჩანდეს ხელოვანი - აი, ეს არის ხელოვნების მიზანი. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ისინი, ვინც სილამაზეში მახინჯ მხარეს ჰპოვებენ ბილწი სულის ადამიანები არიან. მათ არც მომხიბვლელობა გააჩნიათ. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ისინი, ვისაც შესწევთ უნარი სილამაზის მაღალ აზრს ჩასწვდნენ, განსწავლული ადამიანებია, ასეთები იმედის მომცემნი არიან. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
რჩეული შეიძლება მხოლოდ იმას ვუწოდოთ, ვისთვისაც მშვენიერება მხოლოდ მშვენიერებას ნიშნავს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ყოველი სახის ხელოვნება უსარგებლოა. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ძალიან ცუდი და აუტანელია ის, რომ ადამიანი სალაპარაკო საგნად იქცევა ხოლმე, ის უფრო უარესია, როდესაც მასზე არავინ არაფერს ამბობს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ნამდვილი სილამაზე იქ მთავრდება, სადაც ინტელექტი იწყება. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ქორწინების მთელი მომხიბვლელობაც სწორედ ისაა, რომ ის სიცრუეს გარდაუვალსა და აუცილებელს ხდის ორივე მხარისთვის. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
გრძნობით შექმნილი ყოველი სურათი ხელოვანის სულიერი ჩანაფიქრის ანარეკლია და არა ნატურისა. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ჩვენ საერთოდ ვერ ვიტანთ ადამიანებს, რომელთაც იგივე ნაკლი გააჩნიათ, რაც ჩვენ თავად გვაქვს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სიყვარულის ტრაგედიას მხოლოდი სინი ეზიარებიან, რომელთაც ვერაგობის უნარი შესწევთ. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
საერთოდ ქალები სილამაზეს ვერ აფასებენ, მით უფრო სათნო და კეთილი საქმით დაინტერესებული ქალები. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სრულყოფილად გამოვავლინოთ ჩვენი ბუნებრივი რაობა, აი, რისთვის ცხოვრობს თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
გრძნობების მეტი სულს ვერაფერი ჰკურნავს, ისევე, როგორც გრძნობათა მკურნალობა შეუძლებელია სულის გარეშე. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თქვენ გაცილებით მეტი იცით, ვიდრე წარმოდგენილი გაქვთ, მაგრამ შედარებით ცოტა, ვიდრე გსურთ რომ იცოდეთ. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მშვენიერება ისეთივე უდიდესი მოვლენაა სამყაროში, ვით მზის სინათლე, გაზაფხული, ან მთვარის ვერცხლისებრი პირსაბურველის ანარეკლი მრუმე წყალში. ის ღვთიური და ამასთანავე უზენაესი უფლების მატარებელია. და მეფური უფლებით აღჭურვა მხოლოდ მათ რგებიათ წილად, ვინც მისი მფლობელი იქნება. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მხოლოდ გონებადახშულ უბრალო ადამიანთა ჩვეულებაა, არ შეაფასონ და არ განსაჯონ გარეგნული მშვენება. სამყაროს ჭეშმარიტი საიდუმლო მხოლოდ ხილვადშია და არა უხილავში. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სანამ ხელიდან წაგივიდოდეთ, დასტკბით თქვენი ახალგზრდობით. უქმად ნუ გაანიავებთ ამ ოქროს წლებს, ნუ მოუსმენთ ფარისეველთა და სიწმინდის ამაო მქადაგებელთა თავმოსაბეზრებელ ბოდვას, ნუ შეეცდებით გამოასწოროთ ის, რაზედაც მარადისობამ სამუდამოდ ხელი ჩაიქნია და სამარადჟამოთაც ასევე დარჩება. თქვენ პირად ცხოვრებას უმეცართ, უხამ და ბილწ, არაფრისმაქნის მდაბიოთ ნუ ჩაუგდებთ ხელთ. ნუ გაჰყვებით ჩვენი საუკუნის ავადმყოფურ მიზნებსა და მაცდურ იდეებს, იცხოვრეთ იმ წარმტაცი და მომხიბვლელი ცხოვრებით, რაც თქვენს არსებაში საიდუმლოდ შეუნახავს არსთაგამრიგეს, ხელიდან ნუ გაუშვებთ ამქვეყნიურ სიამეს. ეძიეთ ახალ-ახალი განცდანი და ნურაფრის შიშს გულში ნუ გაივლებთ... |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სამყარომ მშობიარე ქალის მძიმე ტკივილები უნდა გამოსცადოს, რათა თუნდაც სრულიად უბრალო ყვავილმა გაახილოს ამქვეყნად თვალი. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
უბედურებისადმი საყოველთაო თანაგრძნობაში არის რაღაც საზარლად ავადმყოფური. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ამქვეყნიური ცხოვრების ჭეშმარიტი საიდუმლო სილამაზის ძიებაშია. |
ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ჩვეულებრივი ქალები ვერ აღაგზნებენ ადამიანის წარმოსახვას. მათ ხომ არ ძალუძთ თავისი საუკუნის ჩარჩოებს გასცდნენ. მათ სულიერ გარდაქმნას ვერავითარი ჯადოქრობა ვერ მოახერხებს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ქორწინების მთელი სიმახინჯე იმაშია, რომ ის ერთ-ერთ მხარეში აქრობს ეგოიზმს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სამყაროში არსებული ყოველგვარი გრძნობა ფასდაუდებელია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თუ გსურს ადამიანის ბუნება დაამახინჯო, მის გარდაქმნას და გამოსწორებას უნდა შეეცადო. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
როგორც კი ბედნიერებას ვეზიარებით, ადამიანის სული კეთილშობილებით აღივსება ხოლმე. მაგრამ თვით ბედნიერება ხშირად არ არის კეთილშობილ ადამიანთა ხვედრი. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
კეთილშობილს, ან ნამდვილ ადამიანს ვუწოდებ ისეთს, ვინც ახერხებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან თანხმობით არსებობას, - მაგრამ, გწამდეთ, ის ადამიანი, ვინც მხოლოდ სხვებთან შეთანხმებით არსებობს, საკუთარ თავთან მუდმივ უთანხმოებაშია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ყოველ კულტურულ ადამიანისათვის, რომელიც მორჩილად და თავმოდრეკილად მიიღებს თავისი საუკუნის საზოგადოდ აღიარებულ ნორმებს, სწორედ ეს იქნება ამორალიზმის უსაშინლესი ფორმა. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სიყვარული ხელოვნებაზე გაცილებით დიადი, ძლიერი და მაღლა მდგომია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ამქვეყნად მხოლოდ ორი ტიპის ადამიანებს ძალუძთ მოხიბლონ და დაატყვევონ გული. ადამიანებს, რომელნიც მისნის ალღოთი სწვდებიან ცხოვრების ყოველგვარ იდუმალებას და ადამიანებს, რომელთაც არავითარი წარმოდეგნა არა აქვთ ამაზე. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ქალის პატივმოყვარეობას ისე არაფერი აამებს და აცხრობს, როგორც ცოდვილის რეპუტაცია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მხოლოდ გონებაშეზღუდულ ადამიანებს ესაჭიროებათ წლები, რომ განცდები თავიდან მოიშორონ. ადამიანს, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავი დასძლიოს, ასევე თავისუფლად შეუძლია იხსნას თავი უმძიმესი მწუხარებისაგან და სრულიად იოლად მიაგნოს ახალ სასიხარულო განცდებს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ხელოვნება გაცილებით უფრო აბსტრაქტულია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ცხოვრება იქიდან უნდა დავიწყოთ, სადაც გუშინ შეჩერდა, მაგრამ მწვავედ შევიგრძნობთ, რომ განწირულნი ვართ უიმედოდ, რადგან დაუსრულებლად უნდა ვხარჯოთ ენერგია, თავბრუდამხვევად ვიტრიალოთ ერთსა და იმავე დამქანცველ წრეში მისთვის ჩვეული სტერეოტიპული საქმიანობით. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ოდესღაც არსებული ბედნიერების მოგონებაშიც კი მუდამ თავისებური სიმწარეა ჩამარხული. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მანკიერება, ვიცი, ისეთი რამ არის, რაც ადამიანის სახეზე სამუდამო დაღს ტოვებს, მისი დაფარვა შეუძლებელია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ადამიანებს ხანდახან სწამთ, რომ საიდუმლოებით მოცული ბიწიერებანიც არსებობს ამქვეყნად, მაგრამ ეს მტკანი სიცრუეა. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თქვენ ისეთ ამბებზე მსჯელობთ, რომლის შესახებ წარმოდგენა არ გაქვთ. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თითოეული ჩვენგანი თავის არსებაში ითავსებს ცასა და ჯოჯოხეთს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თუ ქალი მეორედ თხოვდება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას პირველი ქმარი ეზიზღებოდა, ხოლოთუ მამაკაცი ცოლხ მეორედ ირთავს, მაშინ ის უცილოდ პირველ ცოლს აღმერთებდა. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ქორწინებაში ქალი ბედს ეძიებს, მამაკაცი კი მუდამ რისკს ეწევა. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ქალებს იმ ნაკლოვანებათა გამო შევუყვარდებით ხოლმე, რომლებიც ბუნებით თან დაგვყოლია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ვნებით გატაცება ადამიანის გონებას ჩიხში ამწყვდევს, ფიქრის გასაქანს არ აძლევს და ყოველი მისი აზრი ერთ დახურულ რკალში ტრიალებს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სიყვარულს სასიცოცხლო ძალას მხოლოდ განმეორება მატებს. დიახ, მხოლოდ და მხოლოდ განმეორება გადააქცევს დიდ გულისთქმას ხელოვნებად. ამის გამოა სწორედ, რომ სულში ახლად გაშლილი ყოველი გრძნობა კვლავ პირველი სიყვარულია. მხოლოდ გატაცების საგანი იცვლება, გრძნობა კი საუკუნოდ უცვლელი და განუმეორებელი რჩება. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ადამიანი ყველაფერში პოულობს სიამოვნებას, რაც ჩვეულებად გადაექცევა ხოლმე. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
არასოდეს ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინო, რის შესახებ სადილის შემდეგ საზოგადოებაში თავისუფლად არ შეგიძლია საუბარი. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ვინც ცხოვრებას მხატვრის თვალით უყურებს, მის გონებას უთუოდ სული ცვლის. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
რა სარგებლობა ექნება ადამიანს... თუნდაც მთელი ქვეყნიერება მისცენ, თუ დაკარგავს... |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ის, რაც ისე ღრმად სწამს ადამიანს, სინამდვილეში არ არსებობს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მოხუცებულობის ტრაგედია ის კი არ არის, რომ ადამიანი ხანდაზმულობას აღწევს, არამედ ის, რომ სული მარად ახალგაზრდული რჩება. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ადამიანთა მოქმედებაზე გავლენის მოხდენა ხელოვნებას არ ძალუძს. ის მოქმედების სურვილს ადუნებს მხოლოდ და მეტისმეტი სიწმინდის გასახიერებაა. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
არის წიგნები, რომელთაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, მაგრამ სწორედ ამ წიგნებში, როგორც სარკეში, მკითხველი საკუთარ მანკიერებას და სამარცხვინო საქციელს ხედავს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ტანჯვის გარდა ყველაფერში შემიძლია ვუთანაგრძნო ადამიანებს. ის იმდენად შემაძრწუნებელ და აუტანელ წამებას გვაყენებს, რომ მისი თანაგრძნობა არასგზით არ შემიძლია. უბედურებისადმი საყოველთაო თანაგრძნობაში არის რაღაც საზარლად ავადმყოფური. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მამაკაცები ცოლს დაღლილობის გამო ირთავენ, ქალები კი იმიტომ თხოვდებიან, რომ ფრიად ცნობისმოყვარენი არიან. ორივე მხარე ბოლოს იმედგაცრუებული რჩება. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ქალი გონებასა და სულზე მატერიის გამარჯვებას განასახიერებს, როგორც მამაკაცი ასახიერებს გონების გამარჯვებას მორალზე. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ერთულებაში მესაკუთრის სიხარბეს ვხედავ. ჩვენ ბევრ რამეს მოვიშორებდით თავიდან, იმის შიში რომ არ გვქონდეს, რომ მას სხვები წაატანენ ხელს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ერთადერთი განსხვავება ჟინიანობასა და სამუდამო სიყვარულს შორის არის ის, რომ ჟინიანობა უფრო ხანგრძლივია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მამაკაცს ცოლის მოყვანისკენ დაღლილობა უბიძგებს, ქალს - ცნობისმოყვარეობა. ბოლოს კი იმედი ერთნაირად უცრუვდებათ. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
შეყვარებული ადამიანი თავის მოტყუებით იწყებს და სხვების მოტყუებით ამთავრებს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ყოველთვის სასიამოვნოა იქ არმისვლა, სადაც გელოდებიან. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
პუნქტუალობა დროის ქურდია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ყოველი პორტრეტი, რომელიც დახატულია გრძნობით მხატვრის პორტრეტია და არა მენატურისა. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ზნეობა პოზაა - ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მხოლოდ ორი კატეგორიის ხალხი აღმაფრთოვანებს: ისინი, ვინც მართლა ყველაფერი იცის და ისინი, ვინც საერთოდ არაფერი იცის. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ცინიკოსი ადამანია, რომელმაც ყველაფრის ფასი, მაგრამ წარმოდგენაც კი არ აქვს მათ ფასეულობაზე. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მე ვირჩევ მეგობრებს მათი იღბალით, ნაცნობებს- კარგი ხასიათით, ხოლო მტრებს - მათი ინტელექტით. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ყველაზე მეტად ვაგნერის მუსიკა მიყვარს. იგი იმდენად ხმამაღალია, რომ შეგიძლია რამდენ ხანსაც გინდა ილაპარაკო ისე, რომ ერთი სიტყვაც კი ვერავინ გაიგოს შენი ნათქვამიდან. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სწორედ ის გრძნობები, რომელთა არსში გარკვევაც ჩვენ ასე გვიჭირს და საკუთარ თავს ხშირად ვიტყუებთ,ბატონობენ ჩვენზე ყველაზე მეტად. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ცხოვრებისა და ბედნიერების ჭეშმარიტი საიდუმლო სილამაზის ძიებაშია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ამერიკა არ აღმოუჩენიათ, ის მხოლოდ იპოვეს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ლამაზი ქალები არ არსებობენ, არსებობენ მხოლოდ მახინჯი ქალები და ლამაზად შეღებილი ქალები. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ქალი მუდამ უძღვნის მამაკაცს თავისი სიცოცხლის ოქროს, მაგრამ ვალის დაბრუნებასაც ითხოვს: თანდათანობით, წვრილი ხურდით. |
მამაკაცი შეიძლება გააანალიზო, ქალი კი… მხოლოდ გააღმერთო. |
სინდისი და სიმხდალე ურთიერთს ვერსად წაუვლენ. სინდისი სიმხდალის აღიარებული სახელწოდებაა. |
ნამდვილ მამაკაცს მომავალი უნდა ჰქონდეს, ნამდვილ ქალს - წარსული. |
არაფერი არ აზიანებს სასიყვარულო კავშირს ისე, როგორც იუმორის გრძნობა ქალში და უმისობა მამაკაცში. |
ყველა ქალი სფინქსია, ოღონდ იდუმალებას მოკლებული. |
მეორედ ისეთი ქალი თხოვდება, რომელიც პირველ ქმარს ვერ იტანდა. მეორედ ისეთი მამაკაცი ქორწინდება, რომელიც ჭკუას კარგავდა პირველი ცოლისთვის. ქალები ბედს ცდიან, მამაკაცები რისკზე მიდიან. |
ზნეობა ყოველთვის უკანასკნელი თავშესაფარია ადამიანთათვის,რომელთაც მშვენიერებისა არა გაეგებათ რა. |
საზოგადოება დანაშაულს მოგიტევებთ, ოცნებას - არა. |
ჩვენ ყველანი მუხლამდე ტალახში ვდგავართ, მაგრამ ზოგი ხომ აჰყურებს ვარსკვლავებს ცაში. |
გამოცდილება არის სახელი, რომელსაც ყველა ჩვენს შეცდომას ვარქმევთ. |
თუ გინდა ადამიანი გააფუჭო, მისი ხელახლა აღზრდა დაიწყე. |
ჩვენს დროში ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ფული ყველაფერია. როცა მოხუცდებიან, დანამდვილებით ეცოდინებათ. |
არც ერთი დიდი ხელოვანი არ ხედავს საგანს ისეთად, როგორიც არის ის სინამდვილეში. რომ დაენახა, ხელოვანიც არ იქნებოდა. |
როცა ადამიანები ერთხმად მეთანხმებიან, ვიცი, რომ ვცდები. |
მათთვის, ვინც ერთგულია სიყვარულში, ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი ბანალური არსი... სიყვარულის ტრაგედიას კი მხოლოდ მოღალატეები შეიცნობენ... |
ყოველი ადამიანი იმას კლავს, ვინც უყვარს... |
ცოტა გულწრფელობა სახიფათოა, ხოლო დიდი გულწრფელობა- საბედისწერო. |
მამაკაცს მხოლოდ მაშინ შეუძლია ბედნიერად იგრძნოს ქალთან თავი, თუკი მას ეს ქალი აღარ უყვარს. |
მოდა საშინელებაა, რომელიც იმდენად შეუწყნარებელია, რომ გვაიძულებს, შევიცვალოთ ყოველ ექვს თვეში ერთხელ. |
არასდროს ენდოთ ქალს, რომელიც თავის ნამდვილ ასაკს გაგიმჟღავნებთ. |
ჩვენ ვცხოვრობთ ხანაში, როცა ყველაფერი არასაჭირო ჩვენი ერთადერთი საჭიროებაა. |
უნდა შეისრუტო ცხოვრების ფერები, მაგრამ არასდროს დაიმახსოვრო მისი დეტალები. დეტალები მუდამ ვულგარულია. |
როცა ღმერთებს სურთ ჩვენი დასჯა, ისინი შეისმენენ ხოლმე ჩვენს ლოცვას. |
მე შემიძლია გავუძლო აბსოლუტურად ყველაფერს, გარდა ცდუნებისა. |
და მაინც, რა განსხვავებაა ჟურნალისტიკასა და ლიტერატურას შორის? |
პრინციპებზე მეტად ადამიანები მიყვარს, ხოლო ადამიანები პრინციპების გარეშე ამქვეყნად ყველაფერს მირჩევნია. |
მე მიყვარს მსახიობობა. ეს გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე ცხოვრება. |
ახალგაზრდობის უკან დასაბრუნებლად მზად ვარ აბსოლუტურად ყველაფერისათვის, გარდა ვარჯიშისა, დილით ადრე ადგომისა და პატიოსნებისა. |
ქალებს ჩვენი ნაკლების გამო ვუყვარვართ. თუკი საკმარისად გვაქვს ეს უკანასკნელნი, მაშინ ისინი ყველაფერს მოგვიტევებენ, ჩვენს ინტელექტსაც კი. |
იმაზე უარესი, რომ შენზე ჭორაობენ, მხოლოდ ისაა, სიტყვაც კი არ თქვან შენზე. |
მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომლის ბოლომდე გაცნობასაც ვისურვებდი, მე ვარ. |
უსულგულო და თავქარიანები არიან ისინი, ვისაც მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე, რასაც ისინი თავიანთი რწმენით ერთგულებას და თავდადებას უწოდებენ, ეს კი მხოლოდ ჩვეულება, ლეთარგია ან წარმოსახვის უქონლობის მიზეზია. |
არ არსებობს მორალური ან ამორალური წიგნები. არსებობს მხოლოდ კარგად ან ცუდად დაწერილი წიგნები. |
წარმატება მეცნიერებასავითაა - თუკი გაქვს პირობები, შედეგიც არ დააყოვნებს. |
სწორად განასკვული ჰალსტუხი პირველი სერიოზული ნაბიჯია ცხოვრებაში. |
კარგად ვგრძნობთ თავს მაშინ, როცა ვართ ბედნიერები, მაგრამ ყოველთვის არ ვართ ბედნიერნი, როცა თავს კარგად ვგრძნობთ. |
სიყვარულის საიდუმლოება გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე საიდუმლოება სიკვდილისა. |
საკუთარი თავის სიყვარული მარადიული რომანის დასაწყისია. |
ქორწინების მთელი სიმახინჯე იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთ-ერთ მხარეში მაინც აქრობს ეგოიზმს, ეგოიზმი კი ინდივიდუალურობის დასტურია, ინდივიდუალიზმის გარეშე კი ადამიანი არარაობაა. |
მე მიყვარს საკუთარი თავის მოსმენა. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გასართობია. ხშირად ვესაუბრები ჩემს თავს საათობით და იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ ხანდახან ამ ლაპარაკიდან ერთ სიტყვასაც კი ვერ ვიგებ. |
კაცობრიობა ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად უყურებს ყველაფერს. ეს მსოფლიოს ისტორიაში პირველი ცოდვაა. ქვის ხანის ადამიანს რომ სცოდნოდა სიცილი, ისტორია სულ სხვანაირი იქნებოდა. |
რამდენად ბევრი იცის მან, ვისაც ერთი წიგნიც კი არ დაუწერია არასდროს. |
სიყვარული სინაზით დაავადებაა. |
ნუ გამოიყენებთ მაღალფარდოვან სიტყვებს, ისინი ძალიან ცოტას ნიშნავენ. |
რელიგია იმ კაცს ჰგავს, რომელიც შავ ოთახში ეძებს შავ კატას და რომ ჰკითხო, პოულობს კიდეც. |
უნდა ილაპარაკო ცოტა და თქვა ბევრი. |
მოხუცებს ყველაფერი სჯერათ, ხანშიშესულებს ყველასა და ყველაფერში ეჭვი შეაქვთ, მხოლოდ ახალგაზრდებმა იციან ყველაფერი. |
მარტოხელა კაცებს გვარიანი გადასახადები უნდა დაუწესდეთ- უსამართლობაა, ზოგი იყოს უფრო ბედნიერი, ვიდრე სხვები. |
ცხოვრება ყველაზე იშვიათი რამაა დედამიწაზე. ხალხის უმეტესობა უბრალოდ არსებობს. |
ქორწინება - ეს არის ფანტაზიის ტრიუმფი გონებაზე. |
სულში იმალება ცხოველური ინსტიქტები, სხეულს კი გააჩნია წუთები, როდესაც ზეშთაგონებითაა აღსავსე. |
სიკვდილი ხშირად ბევრით სჯობს ეჭვით ესოდენ ნაწამები სულის დაუსრულებელ შფოთვას. |
მე ვმუშაობდი ერთ-ერთი ჩემი მოთხრობის კორექტურაზე მთელ დილას და გადავწყვიტე, ტექსტიდან ამომეღო მძიმე. შუადღისას ის მძიმე თავის ადგილზე დავაბრუნე. |
ყოველთვის მიუტევეთ თქვენს მტრებს- ეს მათ ყველაზე მეტად აცოფებს! |
ის, ვინც სულსა და სხეულს შორის რაიმე განსხვავებას ხედავს, არც ერთი გააჩნია და არც მეორე. |
არასოდეს არ დაუჯერო არანაირ რჩევას, არც ამას! |
ხელოვნება ცხოვრების სუროგატია, ამიტომაც ხელოვნება უყვართ მათ, ვისაც ცხოვრება არ შეუძლიათ. |
წყაროები
რედაქტირება- ციტატების გარკვეული ნაწილი ამოკრეფილია წიგნიდან "დორიან გრეის პორტრეტი".