ოტო ფონ ბისმარკი
პრინცი ოტო ედუარდ ფონ ბისმარკი (დ. 1 აპრილი, 1815 - გ. 30 ივლისი, 1898) — გერმანელი არისტოკრატი და სახელმწიფო მოღვაწე, პრუსიის პრემიერ-მინისტრი (1862- 1890) და გერმანიის პირველი კანცლერი (1871- 1890 ) , მეტსახელად „რკინის კანცლერი“. გამოირჩეოდა თავისი ოფიციალური განცხადებების ლაკონურობით.
ციტატები
რედაქტირებარევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები. |
არსად იმდენს არ იტყუებიან, რამდენსაც ომში, არჩევნებში და ნადირობის შემდეგ. |
ისე ისწავლე, თითქოს მარადიული ცხოვრებისთვის იყო გაჩენილი, მაგრამ იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ უნდა მოკვდე. |
როდესაც გსურს, გააბრიყვო მთელი მსოფლიო, ილაპარაკე სიმართლე. |
თუკი გიყვართ კანონები ან სოსისები, გირჩევთ, არასდროს უყუროთ მათი დამზადების პროცესს. |
პოლიტიკა ხელოვნებაა და არა ზუსტი მეცნიერება. |
მას, ვინც 19 წლის ასაკში სოციალისტი არაა, არა აქვს გული, ხოლო თუკი 30 წლისა ჯერ კიდევ სოციალისტია, მაშინ ტვინი არ ჰქონია. |
ცხოვრება კბილის მარჯვედ ამოღებასა ჰგავს- კაცი სულ იმის ფიქრშია, რომ მთავარი რამ აწი მოხდება და უეცრად ხედავს, რომ უკვე ყველაფერი დამთავრებულა. |
ის, ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს ბრძოლის ველზე მომაკვდავი ჯარისკაცის თვალებში კარგად დაფიქრდება, სანამ ომს დაიწყებს. |
მოხუცი თაობის პრივილეგიაა, გააოცონ ახალგაზრდები იმით, რომ ჯერ კიდევ არ არიან მკვდრები. |
თავისუფლება ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც თავს ყველა ვერ მისცემს. |
არასოდეს ეომოთ რუსეთს. ყოველ თქვენს საბრძოლო ეშმაკობას იგი უპასუხებს თავისი წარმოუდგენელი სიბრიყვით. |
გაინტერესებთ პოლიტიკის წარმატების საიდუმლო? დადეთ ხელსაყრელი ხელშეკრულება რუსეთთან. |
ვერ გაანადგურებ პოლონელებს, მაგრამ თუკი მისცემ ძალაუფლებას, თავადვე დაიღუპავენ თავს. |
ყოველთვის, როცა სხვა სახელმწიფოსგან სურდათ ის, რის თხოვნასაც თავიანთი სახელით ვერ ბედავდნენ, პირზე ეკერათ სიტყვა „ევროპა“. |
იყავი ზრდილობიანი და წერე დიპლომატიურად. მაშინაც კი, როცა ომისათვის ადგენ დეკლარაციას, საჭიროა დაიცვა ზრდილობის ნორმები. |
ჟურნალისტი არის პიროვნება, რომელმაც შეცდომით აარჩია პროფესია. |
გამარჯვებული ომიც ბოროტებაა, რომელიც უნდა დაძლიოს ხალხთა სიბრძნემ. |
ერის კულტურა იმით გაიზომება, თუ რამდენ საპონს ხმარობს იგი. |
სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და ჭკვიანები - სხვების შეცდომებზე. |
სიბრიყვე ღვთისგან ბოძებული ნიჭია, მაგრამ არაა საჭირო, ბოროტად ისარგებლო ამ ნიჭით. |
კარგი ჩინოვნიკებისათვის სავსებით შესაძლებელია ცუდი კანონებით ქვეყნის მართვა, მაგრამ თუკი თავად ჩინოვნიკები არ ვარგიან, მათ საუკეთესო კანონებიც კი ვერაფერს უშველის. |
თქვენი აფრიკის რუკა ნამდვილად კარგია, მაგრამ ჩემთვის აფრიკის რუკა ევროპაშია. აქ არის რუსეთი და... საფრანგეთი, ხოლო ჩვენ ვართ მათ შორის- აი, ეს არის ჩემი აფრიკის რუკა. |
ქაშაყი შეიძლება გამხდარიყო დელიკატესი, უფრო ცოტა რომ ყოფილიყო. |
ალის და კაცის მეგობრობა მაშინვე იხევს უკანა პლანზე, როცა მზე იწყებს ჩასვლას. |