პაულო კოელიო (Paulo Coelho; დ. 24 აგვისტო, 1947) — ბრაზილიელი მწერალი, ლირიკოსი.

ციტატები

რედაქტირება
  •  

სიკვდილს გამუდმებით ვეომებით, თუმცა ვიცით, რომ საბოლოო გამარჯვება მას ეკუთვნის

  •  

რაც ერთხელ მოხდა, შეიძლება არასოდეს განმეორდეს, ხოლო ის, რაც ორჯერ მოხდა, აუცილებლად მოხდება მესამედაც

  •  

ერთხელაც გაიღვიძებთ და უკვე აღარ გექნებათ დრო, აკეთოთ ის, რისი კეთებაც ყოველთვის გსურდათ. გააკეთე ის ახლა

  •  

როცა აღმოაჩენ, რომ ჩიხში ხარ, უკეთესია მისცე ფიქრებს თავისუფლად ფრენის საშუალება და ყურადღება გაფანტო; ნება მიეცი იმუშაოს ქვეცნობიერმა

  •  

ზურგს უკან ყველა რასაც უნდა ამბობს, პირში კი — სახეიროს

  •  

არა მხოლოდ უნდა თქვა, რასაც ფიქრობ, არამედ უნდა იფიქრო, ის რასაც ამბობ

  •  

წარმატებებზე სჯობს, დადუმდე, რადგანაც შურს ჩვენი ბედნიერების განადგურების უნარი შესწევს

  •  

დედამიწა აწარმოებს საკმარისს იმისთვის, რათა მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს, მაგრამ არა იმდენს, რომ ხარბი გააძღოს

  •  

მთავარია არ შეშინდე, რომ არაფერი გამოგივა. ადამიანს ყოველთვის აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ ოცნება აისრულოს

  •  

ლოდინი აუტანელია, დავიწყება მტკინვეული. მაგრამ იმაზე უარესია, როცა არ იცი, რა აკეთო, არაფერია

  •  

ყველას მწვერვალზე უნდა ცხოვრება, მაგრამ მთელი ბედნიერება და განვითარე მასზე ასვლის პროცესშია

  •  

ნუ სევდიანობთ! ცხოვრებას უყვარს გაუქმება, რათა შემდგომში მისი ნათელი მხარე უფრო კაშაკაშა გამოჩნდეს

  •  

თუ ფიქრობთ, რომ თავგადასვლები საშიშია, მაშინ რუტინა სცადეთ: ის მომაკვდინებელია

  •  

ზოგჯერ მთელი მსოფლიო უნდა მოიარო, რომ მიხვდე, განძი შენს საკუთარ სახლთანაა ჩამარხული

  •  

ცხოვრების დაწყება სუფთა ფურცლიდან შეიძლება, მაგრამ ხელწერის შეცვლა ძნელია

  •  

შეცდომის ჩადენის შიში არის კარი, რომელიც შუაში გვკეტავს. თუ ამ შიშს გადავლახავთ, მაშინ ჩვენი თავისუფლებისაკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ

  •  

ნუ ეცდებით იყოთ სასარგებლო. იყავით ის რაც ხართ. ეს საკმარისია და ამაშია არსი

  •  

ის, ვისაც თავის თავში ეჭვი არ ეპარება — უღირსი ადამიანია, რადგან მას ბრმად სწამს თავისი ძალებისა და სცოდავს სიამაყით; ქება მას, ვინც მღელვარე წუთებს განიცდის

  •  

ბედნიერების საიდუმლო იმაშია, რომ ნახო ყველაფერი ის, რითაც ცხოვრება მშვენიერია, და ამავე დროს, არასოდეს დაივიწყო ის წვრილმანები, რომლებიც ბედნიერებას განიჭებს

  •  

თუ სწორად ისე ვიმოქმედე, როგორც ადამიანები ჩემგან ელიან, მაშინ მე მათ მონობაში მოვექცევი

  •  

საკუთარი თავის შეცნობა მაშინ შეიძლება, როცა აღმოაჩენ საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებს

  •  

სამყარო მხოლოდ მაშინ ეძებს აზრს, როცა გვყავს ვინმე ისეთი, ვისთანაც შეიძლება გრძნობების გაზიარება


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება