პითაგორა
პითაგორა (ძვ.-ბერძნ. Πυθαγόρας ὁ Σάμιος; დ. ძვ. წ. 580 — გ. 500) — იონიელი (ბერძენი) მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახ. „პითაგორელები“ დამფუძნებელი, ყველაზე უკეთ ცნობილია „პითაგორას თეორემით“, რომელიც მის სახელს ატარებს.

ციტატები რედაქტირება
ბედნიერად ცხოვრების დიდი მეცნიერება იმაში მდგომარეობს, რომ იცხოვრო აწმყოთი. |
ქარქაშიდან ხშირად ამოღებული ხმალი მალე დაჩლუნგდება. |
ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი. |
მლიქვნელობა სურათზე დახატულ აღჭურვილობას ჰგავს: თუმცა სიამოვნებას გვანიჭებს, სარგებლობა არა აქვს. |
ეცადე მზის ამოსვლას დაესწრო, იმიტომ რომ არ იცი, დაესწრები თუ არა მის ჩასვლას. |
ჰქმენი დიადი ისე, რომ ნუ შეჰპირდები დიადს. |
ნუ დაგვპირდები, ისე გააკეთე დიადი. |
ცრუმორწმუნეობას მამასავით სჯერა ლაყბობისა. |
გონებას მიჰყევი მთელი შენი ცხოვრება. |
ხალხის ზნე რომ ისწავლო, ჯერ მისი ენა შეისწავლე. |
აირჩიე მეგობარი, მარტოობაში ბედნიერი არ იქნები. ბედი ორის საქმეა. |
იცხოვრე ხალხში ისე, რომ მეგობრები არ ჩამოგშორდნენ და მტრები დაიმეგობრო. |
კეთილგონიერო მანდილოსანო! თუ გინდა, რომ შენმა ქმარმა მთელი დრო შენთან გაატაროს, იზრუნე იმისათვის, რომ სხვაგან ვერსად ნახოს მეტი სინაზე და სიამე. |
დაზოგეთ თქვენი შვილების ცრემლი, რომ თქვენს სამარეზე დაღვარონ. |
სიმთვრალე სიგიჟისათვის ვარჯიშია. |
ბაქია მოოქრულ იარაღს ჰგავს: გარეთ სხვაა, შიგნით სხვა. |
განრისხებულმა კაცმა არც უნდა ილაპარაკოს, არც უნდა იმოქმედოს. |
ცხოვრების ფიალა სიტკბოებით გულს აგვიმსუყებდა, შიგ რომ ცრემლი არ იღვრებოდეს. |
რაც არ უნდა თქვან და იფიქრონ შენზე, აკეთე საქმე, რასაც თვითონ სამართლიანად თვლი. იყავი ერთგვარად გულგრილი ქებისა და ძაგების მმართ. |
პირფერობა დახატულ იარაღს ჰგავს: შესახედავად სასიამოვნოა, მაგრამ უსარგებლოა, ვერ გამოიყენებ. |
დასაძინებლად თვალს ნუ დახუჭავ, ვიდრე არ განსჯი, რა გააკეთე და ვის რა არგე ამ დღეს. |
დუმილს ნუ დაარღვევ, ან თქვი რამე, დუმილს რომ ჯობდეს. |
ნურას ჩაიდენ საძრახისსა და სამარცხვინოს ნურც აშკარად და ნურც ფარულად. პირველი შენი კანონი უნდა იყოს საკუთარი თავის პატივისცემა. |
ადამიანთა ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ მათ აქვთ ძალიან ბევრი პატარ-პატარა ნაკლები. |
გამოყენებული ლიტერატურა რედაქტირება
- აკაკი გელოვანი - „სიბრძნის სიმფონია“, 1989, თბილისი, გვ.45-47;