პოლ ვერჰოვენი
პოლ ვერჰოვენი (დ. 18 ივლისი, 1938) — ნიდერლანდელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდუსერი, რომელიც მოღვაწეობს ჰოლანდიასა და აშშ–ში. მისი ფილმები ძირითადად ძალადობრივი და სექსუალური ხასიათისაა. ფართო მასებისათვის ცნობილი გახდა ფილმებით: ძირითადი ინსტინქტი (1992), ყველაფრის გახსენება (1990) და უჩინმაჩინი (2000).
ციტატები
რედაქტირებავერ ვიტან სიტყვა „შედევრს“, თუმცა, შესაძლოა, დრო და დისტანცია მას ხანდახან ქმნიან ხოლმე. მაგრამ ის, ვინც თავისთვის ამბობს: „მე უნდა შევქმნა შედევრი“, ჩემი აზრით, უკანასკნელი იდიოტია. |
ადამიანებს ყოველთვის მოსწონდათ ძალადობა. ადამიანი ბოროტად არის ჩაფიქრებული, მას არ ძალუძს 5 წუთი ბედნიერების ატანაც კი. აიძულეთ ვინმეს უყუროს ორსაათიან პიესას აბსოლუტური სამართლიანობის ზეიმის შესახებ, და, გარწმუნებთ, რომ მას მეხუთე წუთზე ჩაეძინება. |
მე მომწონს, რომ ქრისტიანობა სასჯელის ერთ–ერთ ყველაზე საზარელ ფორმას, ჯვარცმას ეფუძნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქრისტიანობა ადამიანებზე ასეთ ზეგავლენას ვერ მოახდენდა. |
აღარ არსებობს ისეთი მეცნიერება, როგორიც ისტორიაა. დღევანდელი ისტორია მანიპულაციის საშუალებაა, რომელიც ყოველ ჯერზე ინფორმაციის იმ მცირედს იმეტებს, რომელიც მოცემულ მომენტში კონკრეტული მიზნების მისაღწევადაა საჭირო. |
ისინი, ვინც ხელებს იფშვნეტენ ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე ჭკუაშემცდარ ენურეზდამართნილ ნაცისტს მოიგდებენ ხელში, ვერ აცნობიერებენ, რომ სწორად ამ დროს იბადება მსოფლიოში ახალი ფაშიზმი, შესაძლოა უფრო საზარელი, ვიდრე გერმანული ფაშიზმი იყო. ეს ფაშიზმი სავაჭრო ცენტრებსა და სატელევიზიო შოუებში ისახება და მისი უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი გერმანულისაგან ისაა, რომ მას დედამიწის დაპყრობა შეუმჩნევლად შეუძლია. |
დღევანდელი პრესა უტევს მთავრობას, ხან მარჯვნიდან და ხან მარცხნიდან. ის ტკბება სიტყვის თავისუფლებით და ვერც კი ხვდება, რომ სპეციალურად მისთვის სიტყვის თავისუფლების ახალი ტიპია გამოყვანილი – კონტროლირებადი! |
ვერ ვიტან, როცა პროსტიტუციას აძაგებენ. ჩემი აზრით, ძუძუების გაყიდვა გაცილებით უკეთესია, ვიდრე რომელიმე ტელეარხისათვის, ან ვთქვათ, თამბაქოს ინდუსტრიისათვის, ტვინის მიყიდვა. ყოველწლიურად თამბაქო მილიონობით ადამიანს კლავს, ტელევიზია კი მილიარდებს უზიანებს გონებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, სულით გონჯი პოლიტიკოსები კვლავაც აგრძელებენ ბჭობას ყველაზე დიდი ცოდვის, ძუძუების გაყიდვის შესახებ. |
ადვილია ვივარაუდოთ, რომ სიცოცხლე სამყაროში ისევე ვითარდება, როგორც დედამიწაზე და ისიც შესაბამისი სისასტიკითაა გაჯერებული. ასე რომ თუკი სადმე არსებობს ცივილიზაცია, რომელიც განვითარებით ჩვენზე წინაა 20 ათასი წლით, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამდენითვე გვჯაბნის სისასტიკეში. ამის გამო, არასოდეს მივაწვდითი უცხოპლანეტელ არსებებს ცნობებს, თუ რა “საყვარელი” ჩამორჩენილი პლანეტა გვაქვს. ვფიქრობ, რომ მათთვის საინტერესო იქნება იმის ყურება, თუ როგორ ვიღუპებით. |
თუკი ადამიანის დამოკიდებულება სექსის მიმართ ისეთივე იქნებოდა, როგორც შთამომავლობის გაგრძელების რუტინული საქმისადმი, მაშინ გარშემო ჯერ კიდევ დინოზავრები ირბენდნენ, ვინაიდან მათ ყოველგვარი ფიქრისა და ანალიზის გარეშე ჰქონდათ სექსი. |
მას შემდეგ, რაც მე აშშ–ს პრეზიდენტსა და ჩემს შორის რაიმე საერთოს დანახვა შევწყვიტე, მივხვდი რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება აუტანელი გახდა. უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელშიც იყო რაღაც ადამიანური, კლინტონი იყო. მონიკასთან დაკავშირებულ ისტორიაში სულ თავისუფლად შეიძლებოდა მის ადგილას მეც კი აღმოვჩენილიყავი, თუ იმას გავითვალსწინებთ, რომ ყოველთვის მომწონდა ორალური სექსის იდეა ოვალურ კაბინეტში. |
ახალგაღვიძებულზე, რაც დრო გადის, უფრო ხშირად ვეუბნები ჩემს თავს: „ძმობილო, სამოთხე არ არსებობს“. |