რომენ როლანი
რომენ როლანი (ფრანგ. Romain Rolland; დ. 1866 — გ. 1944) — ფრანგი მწერალი, მუსიკათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე. წერდა მიქელანჯელოზე, ბეთჰოვენზე, ტოლსტოიზე. მას „ევროპის ინტელიგენციის ვერგილიუსიც“ კი უწოდეს.
ციტატები
რედაქტირებასიცოცხლის მთელი სიხარული შემოქმედებაშია. ქმნიდე, ნიშნავს — მოკლა სიკვდილი... |
დიდი სულის ადამიანი მარტო არასოდეს იქნება. |
ჩემი აღსარება - ჩემი ეპოქის აღსარებაა. |
კამათში არ არსებობს არც უმაღლესი, არც უმდაბლესი, არც წოდება, არც სახელი, არის მხოლოდ ერთი — ჭეშმარიტება და მის წინაშე ყველა თანასწორია. |
სუსტი და ფაქიზი სულისათვის საშინელი უბედურებაა, ერთხელ თუ მაინც იგემა უდიდესი ბედნიერება! |
ჭეშმარიტი მეცნიერებისა და ხელოვნების ნიმუში მოგება კი არ არის, არამედ მსხვერპლი. |
არაფერია ისე მიმზიდველი, როგორც ნებისყოფა, რომელიც ამარცხებს ურჩ სხეულს. |
და ბევრს ნუ წუწუნებენ უბედურები, რადგან კაცობრიობის რჩეული შვილები მათთან არიან! |