რონალდინიო
რონალდო დე ასის მორეირა (პორტ. Ronaldo de Assis Moreira; 21 მარტი 1980, პორტუ-ალეგრი, შტატი რიუ-გრანდი-დუ-სული), უფრო მეტად ცნობილია, როგორც რონალდინიო (პორტ. Ronaldinho [ʁonawˈdʒĩɲu]) და რონალდინიო გაუჩო (პორტ. Ronaldinho Gaúcho) — ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, თამაშობდა შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. ამჟამად ესპანურ კლუბ „ბარსელონას ელჩია.
ციტატები
რედაქტირებამახინჯი ვარ, მაგრამ რაც მაქვს შარმს მატებს. |
ციტატის წყარო: რონალდინიოს გამონათქვამების კრებული
ფეხბურთი არის სიამოვნებისთვის. საუბარია დრიბლინგზე. მე მხარს ვუჭერ ყველა იდეას, რომელიც თამაშს ლამაზს ხდის. ყოველი კარგი იდეა უნდა გაგრძელდეს. |
ციტატის წყარო: რონალდინიოს გამონათქვამების კრებული
თუ ხუთ საათს რომ თამაშობ, არ გინდა მუდმივად გოლების გატანა და მე მიყვარდა დრიბლინგი. შემეძლო გოლის გატანა, მაგრამ დრიბლინგს ვამჯობინებ. |
ციტატის წყარო: რონალდინიოს გამონათქვამების კრებული
ჩემთვის ოჯახი ყველაფერია. მე რაც ვარ ეს მამაჩემის, დედაჩემის, ჩემი ძმებისა და დების დამსახურებით ვარ... რადგან მათ ყველაფერი მომცეს. განათლება მათი წყალობით მაქვს. |
ციტატის წყარო: რონალდინიოს გამონათქვამების კრებული
ბავშობაში ვოცნებობდი ბრაზილიის ლიგის მოგებაზე და დღემდე ამაზე ვფიქრობ. მე ყველაფერს ვაკეთებ ამ ოცნების ასახდენად. |
ციტატის წყარო: რონალდინიოს გამონათქვამების კრებული
ბრაზილია ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე მიდის გასამარჯვებლად - ასე რომ, როდესაც ის ბრაზილიაშია, ეს კიდევ უფრო მეტად მოსალოდნელია. ვერ ხვდებით რას ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის. |
ციტატის წყარო: რონალდინიოს გამონათქვამების კრებული
პაოლო მალდინი და ჯონ ტერი ორი ყველაზე ძლიერი მამაკაცია, ვინც მინდორზე შემხვედრია. |
ციტატის წყარო: რონალდინიოს გამონათქვამების კრებული
7 წლის რომ ვიყავი კლუბისთვის დავიწყე თამაში. მოედანზე ბალახი მხოლოდ კუთხურის ალამთან იყო. მოედნის ცენტრში ბალახი არ ყოფილა, მხოლოდ ქვიშა. |
ციტატის წყარო: რონალდინიოს გამონათქვამების კრებული