ოცნებიდან თუ სიზმრიდან -
თქვენს გამოჩენას ველოდი
და ეს ლოდინი მიღირდა
თქვენს მოსვლად ჩვენს სამშობლომდი
სოციალიზმის დიდ გზებზე,
შრომით ატარეთ სახელი
ღირსება ფარად დაიდგით,
დიდების გამომსახველი
მარად მივსდიოთ ჩვენს გმირებს,
ცხოვრება მივცეთ ობოლ შვილს
ყველა მტერს მათებრ მივაგებთ -
ჩვენს ცაზე ღრუბლებს თუ აშლის!
ერის გულის მიგნება,
მის წვა და ტკივილი
იყო, არის, იქნება
შენი სისხლის ყივილი
სხვა სამოთხე არ გწამდეთ,
მისი ჭირი ისიზმრეთ
და თუ რამე თქვენ დაგწვავთ,
გწვავდეთ მხოლოდ მისი მზე
სადაც უნდა წახვიდეთ,
რჩებით უცხო ფრინველად
შენი ხალხის ძახილზე
ცერზე შესდექ პირველმა
ფეხთ აუდექთ წინაპარს,
როცა წარსულს ახსენებთ
გადახედე ვინა გყავთ,
მათსავით რომ გავსებენ
უწინაპროდ ცხოვრება -
არის უბედურება
უმამულოდ ცხოვრება -
ნურსად ნუ გეგულებათ
უშრომელად ყოფნისას
არ აძლევენ თანრიგებს
პირველობას მამულში -
ერთად შრომა - არიგებს
ძნელი არ არის სათქმელად,
ამას თქმა უნდა ხანდახან
რომ ზოგიერთმა თავკაცმა,
ყველა ცოცხლადვე დაგვმარხა
ზოგმა გაცვალა სამშობლო,
ზოგი ამრუდებს სამართალს
ზოგსაც, ცხოვრებამ გვაშოროს,
ძმათა სისხლისღვრა გამართა
მაგრამ - სიმტკიცეს მადლობა,
რამეთუ ვლიან ცოტანი
არავითარი დანდობა,
ვინც არის ვნების მომტანი
თქვენაც რაც უნდა გილხინდეთ,
როგორც არ უნდა გიჭირდეთ
სადაც არ უნდა წახვიდე,
ღირსება უნდა გიჭრიდეთ
დადიხართ მშობლის სხეულით,
სისხლით, ხორცით და გენებით
და რაც გაქვთ მშობლისეული,
დახარჯეთ როგორც გენებოთ...
დახარჯეთ... მაგრამ იცოდეთ,
სისხლს-ხორცს უფრთხილდით საკუთარს
უზოგეთ თქვენი სიცოცხლე,
თქვენი შვილების საბუდარს
თუ დაგჭირდებათ ივალეთ,
მაინც ამოხვალთ ვალიდან
ოღონდ შვილების სიმრავლე
არ ამოიგდოთ თავიდან
არვინ გაცვალოთ მაძღარში,
ლუკმა დასწყევლეთ არამი
თქვენი სინდისის ტაძარში,
არ ალოცინოთ არავის
კაცის ნაღველი ინაღვლეთ,
აღმერთეთ მისი არსება
ჩვენი სამშობლოს სიმაღლე,
შვილთა სიმაღლით ფასდება
ამ საუბრის დასასრულს -
მე მსურს ყველას გაგანდოთ
მე გისურვებთ მეუღლეს,
ფერისფერ თქმულ საბედოს
მე გისურვებთ ერთადერთს,
გამყვეს როგორ ნუგეში
შეაბერდით ერთმანეთს
სიყვარულის უღელში
ეს ერთი რაც მინდოდა,
სასოებით გაბარებთ:
გქონეთ კერის მშვიდობა
და შვილების სიმრავლე
მოღალატე თუ ვიცით
არ დავინდოთ რამისთვის
გვეყო! რაც რომ უღირსი
ბევრჯერ თავზე დავისვით
მოსაწონი არ არის
და არც ვინმეს ვაწონებთ
ზოჯერ გონჯიც, ალალიც,
ერთ სასწორზე ავწონეთ
სანანებლად დაგრჩებათ,
დაიხსომეთ ნათქვამი
თუ არ იქნა გარჩევა
ტყუილის და მართალის
როცა კი გაგიჭირდეთ -
ერთს მიენდეთ ასიდან
რადგან იმ ერთ ნიჭიერს,
ასზე მეტი ფასი აქვს
თუ სამშობლოს არჩევანს
არ გაყევით ბოლომდი
ვეღარ შეძლებთ გარჩევას,
კეთილის და ბოროტის
ცოდნას - მიტომ ვეგები,
იმედი მაქვს ხვალისა
ურჯულო და რეგვენი
თავზე რომ არ დავისვათ
მეც იმ ვარსკვლავს შევნატრი,
რასაც ყველა შევნატრით
შეგუება ყველაფრის
არის ქვეყნის ღალატი
თქვენც ხედავთ რომ ძირძველი
სატკივარი აღმეძრა
ეს სიტყვები გიძღვენით -
მამისეულ ანდერძად
1949წ. ი.ბ სტალინი