სამოსელი პირველი
სამოსელი პირველი — ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის მრავალპლანიანი რომანი, რომელსაც ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ქმნილებად მიიჩნევენ.
ციტატები
რედაქტირება- დედამიწას სიყვარული ატრიალებს.
- „სამოსელი პირველი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1978.
- დაწოლისას, დაძინებამდე, არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.
- „სამოსელი პირველი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1978.
- ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს...
- „სამოსელი პირველი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1978.
- თავისუფლება, სულის ყვავილი, სულზე ტკბილია.
- „სამოსელი პირველი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1978.
- ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის. მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.
- „სამოსელი პირველი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1978.
- ნუ გგონიათ, რომ ცუდ და უბედურ დროს დაიბადეთ. იქნებ მართლა კარგი იყო ის ოქროს ხანა, ზღაპარ-ზღაპარ რომ გვსმენია ხოლმე, მაგრამ მტერს, ძმებო, სულ მოლზე წოლა, სალამურის დაკვრა და წყაროს ჩუხჩუხი... და რომ იცოდეთ უბედნიერეს დროებაში ხართ გაჩენილნი ყველანი. ძმებო - სიბინძურეში ამაღლების საშუალება უფრო არსებობს და თქვენ მოგეცათ.
- „სამოსელი პირველი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1978.
- სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა,თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა... სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყო... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა...
- „სამოსელი პირველი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1978.