სერბული ანდაზები
# ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
- ახალი გზების ძიება არ ღირს, ახალ გზებს გაყვანა უნდა.
- ადამიანს უფრო ადვილად აუხსნი, რომ ბედნიერია, ვიდრე მაძღარი რომ არის.
- აბა, როგორ უნდა ენდო ადამიანებს, როცა გალიაში საკუთარი წინაპარნი ჰყვანან გამომწყვდეულნი.
- აღარავითარი დამსახურება აღარა მაქვს, ყველაფრისთვის უკვე გადამიხადეს.
- ახლა მარტონი ვართ და პასიანს ვშლით - გამოცნობა გვინდა, რა მოგველის.
- ახლანდელი სიძნელენი, ჩვენი არ იყოს, დროებითი მოვლენაა. ამიტომ ერთ-ერთმა - ან სიძნელეებმა, ან ჩვენ - უნდა დავტოვოთ ეს ქვეყანა.
- ბევრად აჯობებდა, თუ მამულის საკურთხეველთან, ანუ დაუშრეტელი წმინდა ცეცხლის ადგილას, ყვავილებს კი არა, დროდადრო ანგარიშს მივიტანდით.წ
- ბევრად უკეთესად შემეძლო ცხოვრება, მაგრამ მრცხვენია.
- განსაკუთრებით ნუ ჩაფიქრდებით, როცა ბავშვებს აკეთებთ. თქვენ გააკეთეთ, ჩაფიქრებით მერე უკვე თვითონ ჩაფიქრდნენ.
- დრო გარბის, ვბერდებით და ნელ-ნელა გადავდივართ გრძელ სოფელში.
- ვინ იცის, ვის წყვდიადში ვცხოვრობ. ბრმა რომ ვყოფილიყავი, ცხადია, საკუთარ წყვდიადში მომიწევდა ცხოვრება.
- ვგრძნობ: ბევრი ჩემს სიცოცხლეს მსხვერპლად მიიტანდა თავისი საკუთარი მრწამსის სამსხვერპლოზე.
- ვაი იმ უფროსის ბრალი, ვისაც არც ერთი სკოლის მეგობარი არა ჰყავს.
- ვისაც უსიამოვნო კითხვები არ უყვარს, კიდევ უფრო არასასიამოვნო პასუხებს გადააწყდება.
- თავდაპირველად ვკარგავთ მეოთხეს პოკერისთვის, მერე მესამეს პრეფერანსისთვის, მერე მეორეს დომინოსა და ნარდისთვის...
- ლომი გვერდზე გადგა, ახლა უკვე ადამიანია ყოველთა ცხოველთა მეფე.
- მწერალი, რომელსაც ხელისუფლობა მოსურვებია, ბევრად უარესია იმ ხელისუფალზე, რომელიც წერის ჟინს აუტანია.
- მძიმეა იმ ადამიანთა ხვედრი, რომელთა საკუთარი იდეები არ გააჩნიათ, რადგან სხვათა იდეებისთვის უხდებათ ბრძოლა.
- მეგობრები გულსა ჰყვანან, ტვინი კი თავხელმარტოა
- მარტო იმან იცის, რა ოხერი რამ არის ცხოვრება, ვინც ერთხელ მაინც ჩამოუგდიათ მაღალი ადგილიდან.
- მეც მიდგას ზურგს უკან ვიღაც კაცი, მაგრამ არ ვიცი, რა უნდა.
- მთელი შემართებით უნდა ვებრძოლოთ კულტს, მეტადრე თუ უპიროვნებოა.
- მოღალატე ქმრები ბევრად სჭარბობენ მოღალატე ცოლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მოღალატე ცოლზე რამდენიმე მოღალატე ქმარი მოდის.
- მწერლები სულ უფრო ბევრდებიან, მკითხველები კი სულ უფრო ცოტავდებიან. ის კი არა, ვინც ადრე მკითხველი იყო, ახლა მწერლობას მიჰყო ხელი.
- ნუ მაღვიძებთ, როცა სიზმარს ვნახულობ, და ნუ მარწმუნებთ, სიზმარში ხარო, როცა მღვიძავს.
- პატარა პენსიები წარუმატებელი პოლიტიკაა როგორც სოციალური, ისე სამეურნეო თვალსაზრისით.
- პატარა პენსიით შეუძლებელია ბევრი ჭამაც, ბევრი სმაც, ბევრი მოწევაც და ყოველივე ეს უსასრულობამდე აგრძელებს პენსიონერის ცხოვრებას.
- რატომ მარტო ეკლესია. სახელმწიფოსგან ეშმაკიც უნდა გამოვყოთ.
- როცა ომი იწყება, პოლიტიკოსები ტყვიებს და იარაღს იძლევიან, ბიზნესმენები-პურს და საკვებს, უბრალო ხალხი კი-საკუთარ შვილებს. ხოლო როცა ომი მთავრდება, პოლიტიკოსები ერთმანეთს ხელს ართმევენ, ბიზნესმენები პროდუქტს აძვირებენ, ხოლო ხალხი-შვილებს ასაფლავებს
- ჟურნალისტები არ უნდა ცრუობდნენ, მაგრამ არც ყველაფერს უნდა ლაპარაკობდნენ და წერდნენ, რაც იციან. ცოდნით სხვებმაც ბევრი რამ იციან, მაგრამ ჩუმად არიან.
- სავარძლები ჩინებული მასალაა ბარიკადების ასაგებად, მაგრამ ბარიკადებისგანაც შეიძლება სავარძლების დამზადება.
- საზღვარგარეთი ყოვლის უკეთესი მხარეა დედამიწის ზურგზე.
- საკითხების მოსპობით პასუხებს ვერ მოსპობ.
- უკვდავი იყო, სანამ ცოცხლობდა.
- ყოველდღე ვუკვირდები, პატარ-პატარა სისუსტენი როგორ აარაფრებენ დიდ-დიდ წარმატებებს.
- შემჩნეულია, რომ ყველაზე მეტად ისინი ცრუობენ, ვისთვისაც ყველაზე კარგად ცნობილია ჭეშმარიტება.
- ჩვენი კაცი მხოლოდ ის არის, ვინც ცოტა რამ იცის. ყოველი ადამიანი, ვინც ჩვენზე მეტი იცის, ჩვენი წინააღმდეგია.
- ცხენი ადამიანის საუკეთესო მეგობარია, ძალიან ცუდია, როცა მავანი თავის მეგობარზეა ამხედრებული.
- ცუდი არ იქნებოდა, თუ განუვითარებელი ქვეყნები ტანვარჯიშს მიმართავდნენ.
- ხალხში ჩაძირული სუყოველი ტირანის სხეული იმდენ ხალხს გამოდევნის, რამდენსაც ტირანი იწონის.
- ხშირად ერთსა და იმავეს ასჯერ გვიმეორებენ, როგორც ჩანს, თვითონვე არ სჯერათ, რომ ვიჯერებთ, რასაც გვეუბნებიან.