სოფი ლორენი (ინგლ. Sophia Loren; დ. 20 სექტემბერი, 1934) — იტალიელი თეატრის და კინოს მსახიობი, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს - ოსკარის მფლობელი, საყოველთაოდ აღიარებული როგორც იტალიური კინოს საუკეთესო მსახიობი.

სოფი ლორენი, კადრი ფილმიდან "5 მილი შუაღამემდე" (1962)
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
სოფი ლორენი


ციტატები რედაქტირება

  •  

საკუთარ სილამაზეში დარწმუნებული ქალი, ბოლოსდაბოლოს, შეძლებს სხვების დარწმუნებას.


  •  

შენი თვალები ვერ იქნება ლამაზი, თუკი არასოდეს გიტირია.


  •  

დედა არასდროსაა მარტო თავის ფიქრებში. დედა ყოველთვის ყველაფერზე ფიქრობს ორჯერ: ერთხელ თავისთვის და მეორედ შვილისათვის.


  •  

ორი უპირატესობა ჰქონდა ჩემს დაბადებას: ერთი, რომ მე დავიბადე გონიერი და მეორე ის, რომ დავიბადე სიღარიბეში.


  •  

ქალის სექსუალურობის ორმოცდაათი პროცენტი არის ის, რაც მას მართლა მიმზიდველი აქვს, ხოლო დანარჩენი ორმოცდაათი კი ის, რასაც ხალხი ფიქრობს, რომ მას აქვს.