სოფოკლე (ბერძნ. Σοφοκλης; დ. ძვ. წ. 497/ძვ. წ. 496, კოლონოსი ― გ. ძვ. წ. 406, ათენი) — ძველი ბერძენი დრამატურგი.

სოფოკლე

ციტატები

რედაქტირება
  •  

უმდიდრესი კაცი ისაა, რომელიც მცირედით კმაყოფილდება, რადგან ეს მეტყველებს მისი ბუნების სიმდიდრეზე.

  ციტატის წყარო: გელოვანი აკ., სიბრძნის სიმფონია, გამ. „ხელოვნება“, 1989, გვ.55

  •  

შეცდომა ყოველი ადამიანის თვისებაა, მაგრამ ვინც ცდება, მას არამც და არამც არ შეიძლება ეწოდოს გამოუსწორებელი სულელი, თუკი ის, შეცდომის დაშვების შემდეგ, ცდილობს, მის გამოსწორებას და არ ჯიუტობს.

  ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 27 ივნისი – 3 ივლისი, 2011; N26 – გვ. 96.

  •  

დაუდევრებს ბედნიერება არ შველით.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“. თბილისი, 1987

  •  

ბედნიერება არ არის სულმოკლე კაცის მეგზური.

  ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 23-29 აგვისტო, 2010; N34 (504) — გვ. 104.


  •  

ღმერთს ვისი დაღუპვაც სურს, ჯერ დააბრმავებს.


  •  

სილამაზე - ესაა დედოფალი, რომელიც ცოტა ხნით ბატონობს.


  •  

სიკეთე სიკეთეს აჩენს.


 
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
სოფოკლე