პითაგორა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
 
* ცრუმორწმუნეობას მამასავით სჯერა ლაყბობისა.
 
 
* ნუ დაგვპირდები, ისე გააკეთე დიადი.
 
 
* ბძენ ზედამხედველს - გონებას მიჰყევი მთელი შენი ცხოვრება.
 
 
* ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი.
 
 
* ხალხის ზნე რომ ისწავლო, ჯერ მისი ენა შეისწავლე.
 
 
* აირჩიე მეგობარი, მარტოობაში ბედნიერი არ იქნები. ბედი ორის საქმეა.
 
 
* იცხოვრე ხალხში ისე, რომ მეგობრები არ ჩამოგშორდნენ და მტრები დაიმეგობრო.
 
 
* კეთილგონიერო მანდილოსანო! თუ გინდა, რომ შენმა ქმარმა მთელი დრო შენთან გაატაროს, იზრუნე იმისათვის, რომ სხვაგან ვერსად ნახოს მეტი სინაზე და სიამე.
 
 
* დაზოგეთ თქვენი შვილების ცრემლი, რომ თქვენს სამარეზე დაღვარონ.
 
 
* სიმთვრალე სიგიჟისათვის ვარჯიშია.
 
 
* ბაქია მოოქრულ იარაღს ჰგავს: გარეთ სხვაა, შიგნით სხვა.
 
 
* განრისხებულმა კაცმა არც უნდა ილაპარაკოს, არც უნდა იმოქმედოს.
 
 
* ცხოვრების ფიალა სიტკბოებით გულს აგვიმსუყებდა, შიგ რომ ცრემლი არ იღვრებოდეს.
 
 
* რაც არ უნდა თქვან და იფიქრონ შენზე, აკეთე საქმე, რასაც თვითონ სამართლიანად თვლი. იყავი ერთგვარად გულგრილი ქებისა და ძაგების მმართ.
 
 
* პირფერობა დახატულ იარაღს ჰგავს: შესახედავად სასიამოვნოა, მაგრამ უსარგებლოა, ვერ გამოიყენებ.
 
 
* დასაძინებლად თვალს ნუ დახუჭავ, ვიდრე არ განსჯი, რა გააკეთე და ვის რა არგე ამ დღეს.
 
 
* დუმილს ნუ დაარღვევ, ან თქვი რამე, დუმილს რომ ჯობდეს.
 
 
* ნუღარ ჩაიდენ საძრახისსა და სამარცხვინოს, ნურც აშკარად და ნურც ფარულად. პირველი შენი კანონი უნდა იყოს საკუთარი თავის პარივისცემა.
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/პითაგორა“-დან